x
image
Lerato
ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად კომფორტულია ამ პაწაწინა სახლში ცხოვრება

თუ უძრავი ქონების ბაზარზე საცხობრებელს ათვალიერებთ და სურვილი გაქვთ კერძო სახლის მფლობელი გახდეთ, აღმოაჩენთ, რომ ფასები მეტისმეტად მაღალია. შესაბამისად, ალბათ დაინტერესდებით მცირე ფართის მქონე სახლებით. დაიმახსოვრეთ, რომ პატარა, ყოველთვის არ ნიშნავს მოუხერხებელს და არაპრაქტიკულს. სტატიაში სწორედ ამის დამტკიცებას შევეცდებით – დიზაინერმა კრის ჰეინინგმა არაჩვეულებრივი გამოსავალი აღმოაჩინა, თუ როგორ გადააქციოს 26 კვ. მეტრი ფართის სახლი საოცარ, მყუდრო, უსაფრთხო ადგილად, რომელიც აღჭურვილია იმ ყველა ნივთითა და მოწყობილობით, რაც სამზარეულოსა და აბაზანისთვისაა საჭირო, მეორე სართულზე, ე.წ. სხვენზე, განათავსა საძინებელი ორკაციანი საწოლით.


ვიზუალურად სახლი საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება.

image


მისაღებ ოთახში ფანჯარასთან დგას პატარა დივანი სათავსოებით და ტუმბო.

image


კიბეები სხვენისკენ

image

კიბის ქვეშ სივრცე სრულადაა ათვისებული – განთავსებულია უჯრები და ელექტრო ბუხარიც კი.


საძინებელი სხვენშია, რომლის სიმაღლე მოგცემთ იმის საშუალებას გამართულად გაიაროთ.


image

როგორც საძინებელს შეეფერება, არის ნათელი და კომფორტული – ორკაციანი საწოლით, ჩაშენებული კარადებით.


სამზარეულო


image


სამზარეულო აღჭურვილია ყველა იმ თანამედროვე მოწყობილობით, რაც მნიშვნელოვანია ყველა დიასახლისისთვის – მიკროტალღური ღუმელი, გაზქურა, მინი-მაცივარი. ამასთან, აღმოაჩენთ ტელევიზორსა და DVD ფლეიერს.


image


მთელს სახლში LED ნათურებია გამოყენებული. ამას გარდა, დიდ ზომის ფრანგული ფანჯრები საშუალებას იძლევა, ბუნებრივი სინათლე შემოვიდეს.


სააბაზანო


image

პირსაბანის გვერდით საკმაოდ დიდი სათავსოა, სადაც შეგიძლიათ სარეცხის მანქანა და საშრობი მოათავსოთ.


მიუხედავად მცირე ფართისა, სააბაზანოში არის როგორც საშხაპე, ისე ჯაკუზიც.

image

სახლის წინხედი

image

სახლის გეგმა

I სართული

image

II სართული

image


ასევე დაგაინტერესებთ:


45 საოცარი ოთახი ბავშვებისთვის – ინტერიერი და დიზაინი


გაინტერესებთ, თუ რატომ ღირს ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი

7 600 000 $?


ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ვერ დაიჯერებთ, რომ ბინის ფართობი მხოლოდ 22 კვ.მ-ია


სახლი, რომლის აშენებას 6 საათი და 33 000 $ სჭირდება


50 ზღაპრულად ლამაზი ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ – სასარგებლო რჩევები და იდეები


როგორ მოვაწყოთ მოზარდი გოგონას ოთახი – 35 საოცარად ორიგინალური იდეა


როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 60 საოცრად კრეატიული იდეა


3
852
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
852
  
2018, 6 აგვისტო, 17:01
ნამდვილად...
2018, 6 აგვისტო, 14:17
გეთანხმებით, თუ წელიწადში ერთი-ორი თვე ატარებ მხოლოდ აგარაკზე, მეტი არც არის საჭირო პატარა ოჯახისთვის :)
2018, 6 აგვისტო, 14:13
მაგარი რამეა...
0 1 3