x
image
Lerato
გაინტერესებთ, თუ რატომ ღირს ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი 7 600 000 $ ?
image


დრაკონები, ბრძოლები და საოცარი თავგადასავლები – ფენტეზის ჟანრის რომანების ხიბლი სწორედ ის არის, რომ სულ სხვა სამყაროში გადავყავართ. თუმცა, გიფიქრიათ იმაზე, რომ სავსებით შესაძლებელია მსგავს გარემოში ცხოვრება? ედ ბემისმა, მხატვარმა და უძრავი ქონების აგენტმა ორეგონადან, ეს რეალობად აქციეს. ეშლენდის მთისწინეთში ჩამალულია რანჩო, სახელად "Shining Hand Ranch", რომლის ყოველი დეტალი ისეა გათვლილი, რომ სამეფო ოჯახისთვის გეგონებათ შექმნილი თქვენი საყვარელი ზღაპრების წიგნიდან.


image


ეს ოცნების სახლი ადგილობრივი მხატვრების მიერაა შექმნილი და ამასთან, შეიცავს ეკო-მეგობრულ სახასიათო შტრიხებს. სივრცის გათბობა-გაგრილება გეოთერმული ენერგიის წყალობით ხდება. რთული, ხელით გაკეთებული დეტალები დიზაინის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც სახლს განსაკუთრებულ და ყველასგან გამორჩეულ ელფერს აძლევს. ბემისმა წელიწადნახევარი დახარჯა ოვალური ფორმის შესასავლელი კარის გაკეთებაზე, რომელიც ბრაზილიური წითელი ხისგან გამოთალა. 8, 881 კვ. ფუტის (825.0719 კვ.მ.) საკუთრება 706 ჰექტარზე გადაჭიმული. A&D ვებ-გვერდი გთავაზობთ ამ ზღაპრული სახლის ფოტოებს, რომელიც $7, 600, 000 არის შეფასებული; თუ ამ რაოდენობის თანხა გაქვთ, დაინტერესების შემთხვევაში, შეიძლება ეს ქონება თქვენიც კი გახდეს!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ იდუმალ სამყაროში – Shining Hand Ranch

image

ეს იყო განსაკუთრებული პროექტი, რომელზეც ბევრი ადგილობრივი დიზაინერი მუშაობდა. ედ ბემისმა კარის გამოთლას 1 1/2 წელი მოანდომა. მასალად ამერიკული წითელი ხე (მაჰაგონი) გამოიყენა.

imageimage

ყველაფერი დეტალებშია გათვლილი – ნეკერჩხლის და ალუბლის ხის იატაკი წყაროს ილუზიას ქმნის



imageimageimage

ეს საგულდაგულოდ დამუშავებული კიბე ადგილობრივი ჯიშის ხისგან არის გამოთლილი


imageimage

მხატვრებმა სახლის დიზაინში ამ მხარისთვის დამახასიათებელი ბევრი ელემენტი გამოიყენეს


imageimageimage

ბუხარი და მასზე მოზაიკით გამოსახული დრაკონები, შესრულებული სამუშაოდან ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმე იყო


image


imageimage

სააბაზანოში გამოყენებულია ასევე ხე და ლურჯი ფერის გრანიტი


imageimage

სამზარეოლო საკმაოდ ვრცელია – თანამედროვე, გაფორმებული უხეში სტილის ელემენტებით


imageimage

დიდი და ფართო ფანჯრებიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება


imageimage

გეოთერმული ენერგიის მეშვეობით აუზი თბება, რომელიც სხვა შენობაშია განთავსებული

imageimageimageimage


ასევე დაგაინტერესებთ:


ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ვერ დაიჯერებთ, რომ ბინის ფართობი მხოლოდ 22 კვ.მ-ია


სახლი, რომლის აშენებას 6 საათი და 33 000 $ სჭირდება


რემონტი და დიზაინი: უხეში სტილი - უბრალოება და სიმარტივე ინტერიერში. 45 ორიგინალური იდეა


საძინებლის მოწყობის 40 საოცრად კრეატიული იდეა. შეარჩიეთ თქვენი საყვარელი ფერი და სტილი


როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 60 საოცრად კრეატიული იდეა


როგორ მოვაწყოთ მოზარდი გოგონას ოთახი – 35 საოცარად ორიგინალური იდეა


მოზაიკა საკუთარი ხელით – 100 საოცრად ლამაზი ნიმუში (ნაწილი II)


2
1823
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1823
  
2018, 13 ივლისი, 13:26
იმდენადაა თითოეული დეტალი დიზაინის მხრივ დახვეწილი, მუზეუმი უნდა გახსნა ყიდვის მერე ამ სახლში.
ფანტასტიურია...
2018, 13 ივლისი, 9:56
ლარით რომ გადავიხადო შესაბამისი კურსით მოსულა????
0 1 2