საზოგადოება "სად ჯანდაბაში გაიზარდეთ?! რატომ გვაგინებინებთ თავს?! - ნახეთ, ვის მიმართავს ელისო კილაძე 2021, 23 ივლისი, 13:59 ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მმართველ გუნდსა და დედაქალაქის მოქმედ მერს, კახა კალაძეს საგანგებოდ მიმართავს. კილაძის თქმით, ის ვერ ხვდება თუ რატომ არიან "მეოცნებენი" ასეთი სიძულვილით აღვსილნი და ამასთან ერთად, ყოველგვარ ადამიანურ თანაგრძნობას მოკლებულნი. გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორი ასევე 20 ივლისს, მთაწმინდის პარკში მმართველი გუნდის მიერ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის დასახელებას ეხმაურება და თვლის, რომ მისი წარდგენა ბევრად უფრო მოკრძალებულად უნდა ჩატარებულიყო, ვიდრე იყო: "რატომ არ გყოფნით გონიერება?! რატომ გვაგინებინებთ (აგინებინებთ) ხალხს თავს?! რა უნდა ექნა კახი კალაძეს: 1.უნდა მისულიყო ლექსოს ოჯახში სამძიმარზე 2.გამოეხატა საჯარო თანაგრძნობა-სამძიმარი 3.გადაედო პომპეზური წარდგენა 4.გაეჩერებინა მანქანა სადმე ჟურნალისტების პროტესტთან და თავად დაეჭირა ხელში ლექსოს ფოტო 5.მოეთხოვა დამნაშავეების დასჯა ! 6.წარდგენა ყოფილიყო ბრიფინგით (მოკრძალებულად) ადამიანური თანაგრძნობა არ ტეხავს ! მიშას დასცინოდნენ ავტობუსებიო და თავადაც ასე მოყავთ საჯარო მოხელეები კალაძის წარდგენაზე ! და საერთოდ, ყველა ერთად რატომ ხართ სიძულვილით სავსე?! სად ჯანდაბაში და რა ტრამვებით გაიზარდეთ?!" - წერს ელისო კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ასევე, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გუშინდელ, უმსგავსო საქციელსაც ეხმაურება, როდესაც მან "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას შუა ინტერვიუს დროს, მოულოდნელად ხელიდან მიკროფონი წაგლიჯა და აღარ დაუბრუნა. წულუკიანის თქმით, ის ტელეკომპანიას კუთვნილ ნივთს მხოლოდ 3 ოქტომბერს დაუბრუნებს (ანუ თვითმართველობის მეორე დღეს), როდესაც მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა სამუდამოდ ჩაიყრება იქ, სადაც მათი ადგილია": "ახლა სრულიად სერიოზულად - კულტურის უკულტურო მინისტრმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული სხვისი ნივთის დაუფლება (ძარცვა) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. წარმოუდგინეთ რომელ ევროპულ ქვეყანაში მოიქცევა თანამდებობის პირი ასე?! ვერ წარმოიდგინეთ?! ვერც მე.... თეა წულუკიანზე არანაკლებ ამაზრზენია ბრბო, რომელმაც დარბაზში მიკროფონის წართმევის დროს მინისტრს ტაში დაუკრა. ასეთი ტაშისმკვრელები ახალისებენ და საბოლოო ჯამში ღუპავენ ყველა ხელისუფალს" - ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინციდენტი სენაკში, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აღდგენილი თეატრის გახსნისას მოხდა.852 შეფასება არ არის |