x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
დაავადებები, რომელსაც ტყუილის თქმა, მატყუარობა იწვევს

image


როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა, ჩატარებული კვლევის შემდეგად დაადგინეს, მატყუარობა სომატური დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს.

მაგ., ამერიკელი ფსიქოლოგების ჯ. პენბეიკერის და კ. ჩიუს აზრით, მატყუარას, გულწრფელ ადამიანთან შედარებით, ცხოვრებისეული ენერგიის დამატებითი ხარჯები აქვს. ამის მტკიცებულებად კი, შემდეგი კვლევის შედეგები მოჰყავთ:

ექსპერიმენტის დროს, მოხალისეებს 5 სიტყვიანი სიიდან, ერთი სიტყვის არჩევა სთხოვეს. შემდეგ კი, ეკითხებოდნენ, აირჩიეს, თუ არა რომელიმე სიტყვა, ხოლო ისინი, ყოველთვის უარყოფით პასუხს იძოედნენ.

გაირკვა, რომ როდესაც მოხალისეები განზრახ ცრუობდნენ, სახეზე მიმიკების ცვლილების რაოდენობა უმცირდებოდთ და თვალებსაც ნაკლებად ახამხამებდნენ. გარდა ამისა, მათ შეუმცირდათ კანის ელექტრული წინააღმდეგობის დონე, რაც ვეგეტატიური ნერვული სისტემის აქტივაციის ნიშნად ითვლება... და როგორც კვლევის ავტორებმა ივარაუდეს, თუ ეს აქტივაცია ხანგრძლივი დროის მანძილზე გაგრძელდება, ის შეიძლება, სომატური დაავადებების პროგრესირების მიზეზი გახდეს.

ენერგეტიკული ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის მეცნიერების თვალსაზრისით, ჩვენი აზრები, სურვილები და მისწრაფებები ორგანიზმის ენერგეტიკულ სამყაროზე მუშაობს და მისი დაყოფა, პირობითად, 2 სახეობად შეიძლება: შემქმნეად და გამანადგურებლად. პირველი — ზრდის ენერგიას, რაც ჯანმრთელობის საერთო მდგლმარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ხოლო, გამანადგურებელი ენერგია, — ტკივილის პროვოცირებას და სხვადასხვა სახის დაავადების განვითარებას იწვევს.

ამრიგად, ხასიათის ისეთ თვისებებს, როგორიც გულწრფელობა და პატიოსნება არის, კავშირი აქვს შემოქმედებით ენერგიასთან და ჯანმრთელობის მდვომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ხოლო, ტყუილი — ბოროტება, რომელიც პირველ რიგში, ზიას მის მთქმელს აყენებს.


სომატურ დაავადებათა (ძვ. ბერძ. σῶμα – სხეული) რიცხვს ორგანული დაავადებები ეკუთვნის, რომელიც გარეგანი ზემოქმედებით ან შინაგანი ორგანოების და სისტემების მუშაობის დარღვევით არის გამოწვეული

ზოგადად, ფსიქოლოგიური დაავადებების გარდა, ყველა დაავადება სომატურია. ხოლო, მატყუარობას, შემდეგი დაავადებების პროვოცირება შეუძლია:

გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
სასუნთქი სისტემის დაავადებები
ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება, კუჭ-ნაწლავის მთელი რიგი დაზიანება
ნერვული სისტემის ორგანული დაავადებები
ონკოლოგიური დაავადებები
ენდოკრინული დაავადებები

imageimageimageimageimageimage





0
444
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0