x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ზიგმუნდ ფროიდის 20 მოკლე თეზისი, რომელიც საკუთარი თავის და სხვების შეცნობაში დაგეხმარებათ

«ზიგმუნდ ფროიდის აზრით, ადამიანი ყოველთვის იმაზე საუბრობს, რაც ცხოვრებაში აკლია: მშიერი საჭმელზე ლაპარაკობს, ღარიბი – ფულზე, ბანკირი – მორალზე…»


image


ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზის ფუძემდებელია, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ისეთ სამეცნიერო სფეროებზე, როგორიც ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციოლოგია და ანთროპოლოგია არის. გარდა ამისა მისი თეორიის გავლენა იგრძნობა XX ს. ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე.

ფროიდის შეხედულებები ადამიანის ბუნებაზე, მისი დროისთვის, ნოვატორული იყო და ის მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე, ყოველთვის რეზონანს იწვევდა სამეცნიერო საზოგადოებაში. ფროიდის თეორიებისადმი ინტერესი ჩვენს დროშიც არ განელებულა და აქ მეცნიერის 20 ციტატას გთავაზობთ, რომელიც აქტუალობას დღესაც არ კარგავს:


რაც უფრო უნაკლოა ადამიანი გარედან, მით უფრო ბევრი დემონი ჰყავს მას შიგნით…


ჩვენ ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ… ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანებს ვხვდებით, ვინც ჩვენს ქვეცნობიერში უკვე არსებობს.


საუბედუროდ, დათრგუნული ემოციები არ კვდებიან. მათ გაჩუმება აიძულეს. მაგრამ, ისინი ადამიანზე ზემოქმედებას შიგნიდან აგრძელებენ.


ჩვენ მარტონი მოვდივართ ამ ქვეყანაზე და მარტონი ვტოვებთ მას.


ბევრს თუ შეიყვარებ – ქალებს გაიცნობ, ხოლო ერთის სიყვარულით – სიყვარულს შეიცნობ.


ადამიანი ძალას და სიმტკიცეს ყოველთვის გარეთ ეძებს, ძებნა კი საკუთარ თავშია საჭირო, რადგან ეს ორი რამ ყოველთვის იქ არის.


ბევრს თავისუფლება არ უნდა, რადგან ის პასუხისმგებლობას გულისხმობს, ხოლო პასუხისმგებლობა, ადამიანების უმრავლესობას აშინებს.


დაკავებულ ადამიანს იშვიათად სტუმრობენ უსაქმურები — ისე, როგორც ბუზები არ ეკარებიან მოთუხთუხე ქვაბს.


შუა საუკუნეებში კოცონზე დამწვავდნენ, ახლა კი, – მხოლოდ ჩემს წიგნებს წვავენ.


სიყვარული და სამუშაო — ეს არის ჩვენი ადამიანობის ქვაკუთხედი.



შური დამანგრეველია.


ჩვენ არა ვართ დაზღვეული იგივე შეცდომენისგან, რომლის გამოც სხვებს დავცინით.


არაფერია იმაზე ძვირი, ვიდრე ავადმყოფობა და მისი იგნორირება.


ბრბოს არასდროს აინტერესებს ჭეშმარიტება. ისინი მხოლოდ ილუზიებს ითხოვენ, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეუძლიათ.


ადამიანის სისულელის პირველი ნიშანი, სირცხვილის გრძნობის არარსებობა არის.


ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რომლის შესახებ სხვას არ უმხელს და სურვილი, რომელშიც საკუთარ თავსაც არ უტყდება.


ადამიანს ბუნებაა, უპირველეს ყოვლისა, ის დააფასოს და ისურვოს, რასაც ვერასდროს მიაღწევს.


ერთადერთი ადამიანი, ვისაც საკუთარი თავი უნდა შეადაროთ, თქვენ ხართ — მაგრამ, წარსულში. და ერთადერთი ადამიანი, ვისზეც უკეთესი უნდა იყოთ მომავალში, ისევ თქვენ ხართ — ამჟამად.


ადამიანი არასდროს ამბობს უარს რამეზე, – ის უბრალოდ, ერთი სახის სიამოვნებას მეორეთი ანაცვლებს.


თქვენი პიროვნების მასშტაბი, იმ პრობლემის სიდიდით განისაზღვრება, რომელსაც თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია.

imageimageimageimageimageimageimage








0
918
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
918
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0