x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სასარგებლო რჩევები ფსიქოლოგებისგან

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ძალიან ხშიად, ჩვენი ქცევის სტილი, სხვა ადამიანების ქვეცნობიერზე მოქმედებს და ისე რომ ვერც ვამჩნევთ, ჩვენდაუნებურად, გარკვეულ ეფექტებს ვიწვევთ.

ქვემოთ მოცემული რჩევები ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს, მაგრამ ამაში დარწმუნება, მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით არის შესაძლებელი.


image
1. როდესაც ადამიანების ჯგუფი იცინის, თითოეული მათგანი, ინსტიქტურად, იმ ადამიანისკენ იხედება, ვისდამიც სიმპატიას განიცდის და ვისი ახლობლად ჩათვლის სურვილი აქვს.

image2. როდესაც მნიშვნელოვანი რამე გაქვთ გასაკეთებელი, რომელიც ყურადღების სრულ მობილიზებას მოითხოვს და ამის გამო ნერვიულობთ, დასამშვიდებლად, საღეჭი რეზინი დავღეჭოთ ან წაიხემეთ. ასეთი ქმედება, ქვეცნობიერების დონეზე, უსაფრთხოებასთან ასოცირდება, – როგორც წესი, ადამიანი მაშინ იღებს საკვებს, როდესაც საფრთხე არ ემუქრება.

image3. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მრისხანებას გამოხატავს თქვენს მიმართ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. შედეგად, დიდია იმის ალბათობა, რომ მრისხანება გაძლიერდეს, მაგრამ მოვა დრო და იმ ადამიანს თავისი საქციელის გამო შერცხვება.

image4. თუ დასმულ კითხვაზე ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ პასუხობს, ხელახლა კითხვის დასმას აზრი არა აქვს. უბრალოდ, თვალებში შეხედეთ, – ის მიხვდება, რომ პასუხი არ გაკმაყოფილებთ და საუბარს გააგრძელებს.

image5. სახის გამომეტყველება, მხოლოდ გრძნობების გამოხატვა კი არა, შეიძლება ამ გრძნობების გამომწვევიც იყოს. უკუკავშირირის შეუქცევადობა დამტკიცებულია. ასე, რომ, თუ გინდათ, რომ ბედნიერად იგრძნოთ თავი, – გაიღიმეთ... და რაც შეიძლება ხშირად.

image6. წერილის (შეტყობინების) წერის და საუბრის დროს, არ გამოიყენოთ ფრაზები: «მე ვფიქრობ» ან «მე მეჩვენება». საუბრის კონტექსტით, თქვენი აზრების ამოკითხვა ისედაც შეიძლება, ხოლო ეს ფრაზები, თქვენი სიტყვების დამაჯერებლობას ჩრდილს მიაყენებს.image7. მნიშვნელოვანი გასაუბრების წინ, სასარგებლოა იმის წარმოდგენა, რომ იმ ადამიანთან, ვისთანაც გასაუბრებაზე მიდიხართ, დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებთ.
თითქმის ყოველთვის, ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოხდება სიტუაციის აღქმა, – ჩვენი სიმშვიდე და უშუალობა, აუცილებლად გადაეცენა თანამოსაუბრეს.

image8. თუ ვინმესთან შეხვედრისას, ჭეშმარიტ სიხარულს გამოხატავთ, – შემდეგი შეხვედრისას, იმ ადამიანსაც ჭეშმარიტად გაუხარდება თქვენი დანახვა.

image9. ადამიანები, როგორც წესი, დიდი დახმარების (სესხის) გაცემაზე უარის თქმის შემდეგ, თანხმდებიან მცირე დახმარების გაცემაზე (მაგ., თუ 1000 ლარის სესხება გინდათ, 5000 უნდა ითხოვოთ და 1000-ს, უეჭველად გასესხებენ).

image10. გარკვეული ინფორმაციის მიღება, თანამოსაუბრის ფეხების მდგომარეობაზე დაკვირვებით შეიძლება. მაგ.:

* თუ თანამოსაუბრეს ფეხსაცმლის წვერები თქვენსკენ აქვს მომართული, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან აინტერესებს თემა, რომელზეც საუბრობთ და მთლიანად მასზეა კონცენტრირებული.

* თუ ერთი ფეხი წინ უდგას, ხოლო მეურე უკან, ფეხსაცმლის წვერს ეყრდნობა – ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ეჩქარება და საუბრის დამთავრება უნდა.

* თუ ერთი ფეხი სწორედ უდგას, ხოლო მეორე გვერდით აქვს გადახრილი, მას რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ თავს იკავებს.

* თავის შეკავებაზე მიუთითებს ფეხების გადაჯვარედინება კოჭების არეში.

* თუ ფეხები აქვს გადაჯვარედინებული წვივის არეში ან ერთი ფეხი მეორეზე აქვს შემოხვეული, – ე. ი. თავს არაკომფორტულად გრძნობს და არც საუბარი აინტერესებს.

* ადამიანის თავდაჯერილობაზე მიუთითებს, ფეხის ფეხზე გადადება, – როდესაც ერთი ფეხი იატაკზე უდგას, ხოლო მეორე, მუხლის არეში აქვს მასზე გადადებული.

image11. თუ წინასწარ იცით, რომ კრებაზე ან თავყრილობაზე, ისეთი ადამიანი იქნება, რომელსაც თქვენი გაკრიტიკების სურვილი ან მოტივი აქვს, შეეცადეთ, რომ სწორედ მის გვერდით დაჯდეთ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავს შემთხვევაში, ადამიანს რომელიც განზრახული ჰქონდა თქვენი კრიტიკა, შეტევაზე გადმოსვლის სურვილი უქრება ან უნელდება — უკიდურეს შემთხვევაში, მსუბუქი საყვედურით შემოიფარგლება.

image12. ადამიანების უმრავლესობა ვერ არჩევს ერთმანეთისგან ბრწყინვალებას, უბრალო თავდაჯერებულობისგან. თუ ისწავლით თავდაჯერებულობის საკუთარი გარეგნობით დემონსტრირებას, ბევრს მოუნდება თქვენთან ურთიერთობის აწყობა.

image13. კარგი რჩევა მათთვის, ვინც მომსახურების სფეროში მუშაობს: ზურგზე სარკე დაიმაგრეთ და ადამიანები, საკუთარ ქმედებებში, ბევრად კორექტურები იქნებიან, –რადგან არავის უნდა, საკუთარი თავი, გაღიზიანებული ან განრისხებული იხილოს.

image14. გაცნობის დროს, ვიზუალური ყურადღება გაამახვილეთ ადამიანის თვალის ფერზე (მზერა შეაჩერეთ მის თვალებზე). ადამიანი, არაცნობიერად, სიმპატიით განეწყობა ადამიანისადმი, რომელიც მასთან მხედველობით კონტაქტში შედის.

image15. პირველ პაემანზე (თუ ასარჩევად გექნებათ საქმე), ძალიან გონივრულია პარტნიორის გასართობ ადგილზე წაყვანა. რადგან შემდგომში, ამ შეხვედრისას მიღებული დადებითი ემოციები, ყოველთვის თქვენთან იქნება ასოცირებული.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ჩვევები, რომლებიც გამდიდრების საშუალებას არ გვაძლევს
* ახალგაზრდობის, ბედნიერებისა და წარმატების 4 საიდუმლო

* 50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ - წაიკითხეთ ეს ფასდაუდებელი რჩევები!

0
318
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0