პროფილაქტიკა პარაზიტების არსებობის ძირითადი სიმპტომები ადამიანის ორგანიზმში 2021, 21 ივლისი, 16:59 ადამიანის ორგანიზმში პარაზიტების არსებობას სერიოზული პათოგენური გავლენა აქვს. ამასთან, ერთი და იგივე პარაზიტს შეუძლია ერთდროულად აამუშავოს რამდენიმე მოქმედების მექანიზმი ადამიანზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია თვილის, რომ ამ დროისთვის 4 მილიარდზე მეტი ადამიანი დაავადებულია სხვადასხვა ტიპის პარაზიტოზით (პარაზიტები ცხოვრობენ ადამიანის ორგანიზმში და თავიანთი ცხოველმყოფელობისთვისაც იყენებენ მის რესურსებს). ეს ძალიან აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს კიდევ იმიტომ, რომ ზოგიერთი პარაზიტოზის დიაგნოსტირება ძალიან ეთულია. ორგანიზმში პარაზიტების არსებობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:ყაბზობა. პარაზიტული ინფექციის დროს შესაძლოა სანაღვლე გზებისა და ნაწლავების დახშობა, რაც იწვევს იშვიათ და გართულებულ დეფეკაციას. დიარეა. ზოგიერთი პარაზიტი წარმოქმნის პროსტაგლანდინებს, რაც იწვევს ნატრიუმისა და ქლორიდის დაკარგვას, ამას კი მოჰყვება ხშირი, წყლიანი ხასიათის დეფეკაცია. ასეთ შემთხვევაში ფაღარათი პარაზიტული ინფექციის დროს, პარაზიტის ფუნქციას წარმოადგენს და არა ორგანიზმის მცდელობას გათავისუფლდეს ინფექციისგან. მუცლის შებერილობა და გაზები. ზოგიერთი პარაზიტი ზედა წვრილ ნაწლავში ბინადრობს. მათ მიერ გამოწვეული ანთებითი პროცესები, გაზებისა და მუცლის შებერილობის მიზეზი ხდება.
ალერგია. პარაზიტებს შეუძლიათ გააღიზიანონ, ზოგჯერ კი სერიოზულად დააზიანონ ნაწლავის გარსი, რის შედეგადაც სისხლში გადაუმუშავებელი საკვების დიდი ზომის მოლეკულები ხვდება. ეს იმუნურ სისტემის აქტივაციას და ალერგიულ რეაქციებს იწვევს. პარაზიტები თავისთავად ალერგენებს წარმოადგენენ. ნერვოზი. ნივთიერებათა ცვლის ნარჩენები და პარაზიტების მიერ გამოყოფილი ტოქსინები სერიოზულ გავლენას ახდენს ნერვიულ სისტემაზე. შფოთვა, დეპრესიული მდგომარეობა და ნერვოზი, სისტემატიური მოწამვლის შედეგს წარმოადგენს. ქრონიკული დაღლილობა. ქრონიკული დაღლილობის სიმპტომებია – სისუსტე, აპათია, დეპრესია, კონცენტრაციის დაქვეითება, ცუდი მეხსიერება. ეს სიმპტომები შესაძლოა გამოწვეული იყოს პარაზიტებით, რომლებიც საკვები ნივთიერების დიდ ნაწილს შთანთქავენ. ძალიან კარგი კვების დროსაც კი ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი წარმოიქმნება. იმუნური დარღვევები. პარაზიტები ასუსტებენ იმუნურ სისტემას, ამცირებენ იმუნოგლობულინის გამოყოფას. მათი არსებობა მუდმივად ახდენს სისტემის რეაქციის სტიმულირებას და შეუძლია შეასუსტოს ეს სასიცოციხლო მნიშვნელობის მექანიზმი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისთვის გზების გახსნის მეშვეობით. სასუნთქი გზების ანთება. პარაზიტების ნაწილი გაადაადგილდება ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოში, მათ შორის სასუნთქ გზებში. ხველა, მაღალი ტემპერატურა, გაციება – რეალური სიმპტომებია ორგანიზმში "დაუპატიჟებელი სტუმრების" არსებობისა. პნევმონია ასკარიდოზის ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენს. ცუდი კანი. ნაწლავის პარაზიტებს შეუძლია გამოიწვიონ ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ეგზემა და კანის სხვადასხვა რეაქციები. კანის წყლული, სიმსივნე, პაპილომა და მსგავსი დაავადებები შესაძლოა უცხო ორგანიზმების არსებობის შედეგი აღმოჩნდეს. ძილის დარღვევა. ხშირი გამოღვიძება ღამით შესაძლოა წარმოადგენდეს ორგანიზმის მცდელობას გათავისუფლდეს ტოქსიკური ნივთიერებებისგან ღვიძლის მეშვეობით. ძილის დარღვევა შეიძლება პროვოცირებული იყოს ზოგიერთი პარაზიტის უკანა ტანიდან გამოსვლით, რომელიც იწვევს ქავილისა და ტკივილის შეგრძნებას. ონკოლოგიური დაავადებები. ორგანიზმის ქრონიკული მოწამვლა, იმუნური სისტემის სისუსტე, პირდაპირი საზიანო ზემოქმედება ქსოვილებსა და ორგანოებზე, ხანგრძლივი ანთებითი პროცესი და საკვები ნივთიერებების დეფიციტი – ეს საკმარისზე მეტია, სიმსივნური დაავადებების წარმოქმნისთვის. სხვა სიმპტომები. ძალიან მრავალფეროვანია და დამოკიდებულია პარაზიტის სახეობაზე, ინფექციის ხანგრძლივობასა და ორგანოების დაზიანების ხარისხზე. დიაპაზონი – შაკიკითა და გულის შეტევებით დაწყებული, ასთმითა და საშარდე გზების ანთებით დამთავრებული. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ მცირე ნაწილია პარაზიტების დამღუპველი ზემოქმედებისა. თავისი ცხოვრების მანძილზე ადამიანს ინფიცირებისას კონტაქტი აქვს დიდი რაოდენობის ზიანის მომტან მიკროორგანიზმებთან. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ორგანიზმში პარაზიტების მოხვედრა მთლიანად თქვენს სისუფთავეზე არ არის დამოკიდებული. შესაძლოა გემრიელად ისადილოთ რესტორანში, მიირთვათ სალათი მწვანილით და ასკარიდოზით დაავადდეთ. ყველას ჯანმრთელაობას გისურვებთ! რამდენადაც ცნობილია ჯანმრთელობის საწინდარი სისუფთავეა!... ქვემოთ ყველაზე საშინელი პარაზიტული დაავადებების ფოტოკოლაჟს წარმოგიდგენთ – მართალია, არასაიამოვნოა ამის ყურება, მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენად უფრო არასასიამოვნო და საშიშია მსგავსი პარაზიტებით დაინფიცირება... ამიტომ დაიცავით სისუფთავე, იყავით ფრთხილი პროდუქტების ყიდვისას, კარგად გარეცხეთ ის საკვები (მაგ. მწვანილი კარგად ირეცხება მარილიან წყალში), რასაც უმად მიირთმევთ. ასევე დაგაინტერესებთ: ისეთი ცხოვრება გაქვთ, როგორც აზროვნებთ არასოდეს გადაყაროთ საზამთროს კურკები! გაინტერესებთ რატომ? რატომ გვირჩევენ მედიკოსები ჟოლოს წვენის მიღებას? რა მოხდება, თუ უზმოზე ზეითუნის ზეთს მიიღებთ? ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ! ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის მცენარე საოცარი თვისებებით, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს 232 5-ს მოსწონს
|