სხვა რატომ უნდა მოვიცილოთ ძველი ნივთები - რას გულისხმობს სიუხვის კანონი 2021, 21 ივლისი, 12:30 1. არსებობს სიუხვის კანონი - რომ გვქონდეს ახალი, უნდა მოვიცილოთ ძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამყარო (ღმერთი) ვერ ხედავს სივრცეს თქვენს ცხოვრებაში, სადაც "გაგზავნის" რაიმეს. 2. ჩინეთში არსებობს გამოთქმა: "თუ ძველი არ გაქრება, ახალი არ მოვა". 3. ფენ შუის თანახმად, ძველი ნივთები არ იძლევა Qi (სასიცოცხლო ძალა) ენერგიის თავისუფლად გადინებას, შესაბამისად, ცხოვრებაში რაიმე შესამჩნევი ცვლილებების მიღების შანსი არ არსებობს. 4. კიდევ ერთი დასკვნა: როდესაც ძველ ტანსაცმელს ვიცვამთ, ან ვიყენებთ სუნამოს, რომელიც დიდი ხანია შენახული გვქონდა, ან როდესაც ვუსმენთ მუსიკას წარსულიდან - ჩვენ ფაქტიურად ვბრუნდებით წარსულში. ეს ყველაფერი ე.წ. ემოციურ "წამყვანებს" წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს მოგონებები ძველ ნივთებთან (სუნამო, ტანსაცმელი და სხვა დანარჩენი), მაგრამ ფაქტია, რომ ამ მოგონებებში არა მხოლოდ ემოციებია. მთავარია, ძველი აზრები არ დაბრუნდეს. ეს არის ის, რაც მართლაც საშიშია, რადგან ჩვენი აზრები, როგორც ვიცით, აყალიბებს ჩვენს ცხოვრებას. ასე რომ, ცხოვრებას ძველი იდეების გამოყენებით ვქმნით და ვერ ვიღებთ იმას, რაც გვსურს. 5. როდესაც ძველ ნივთებს ფიქრებშიც ვერ ვთმობთ: "რა მოხდება, თუ მე არ მექნება ფული ახლის შესაძენად?", ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გათანაბრებული ვართ ღარიბი ადამიანების მენტალიტეტთან. შედეგად სიღარიბეს ვღებულობთ. თუ ზედმეტ ნივთებს გადავაგდებთ მშვიდად და ისეთი აზრით, როგორიცაა "ვიყიდი სხვას და სამყარო რაიმე უკეთესს მომცემს", ჩვენ გავხდებით მდიდარი ადამიანების მენტალიტეტის და ვიღებთ სიმდიდრეს. გისურვებთ სულიერ და მატერიალურ კეთილდღეობას! ასევე დაგაინტერესებთ: 6 მთავარი რჩევა ბედნიერების მოსაპოვებლად - რას გვასწავლის დალაი ლამა 204 შეფასება არ არის
|