x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ არის გოგონა,რომელიც მშობიარობიდან 2 კვირაში კორონავირუსმა იმსხვერპლა
image


Yuhuu! I am mommy now! დიდი მადლობა მოლოცვებისთვის!! ძალიან ტკბილი ელისაბედი გვყავს!არც ერთი ემოცია არ შეედრება იმას რაც მან მომიტანა-ეს არის ქეთევან ისაკაძის უკანასკნელი პოსტი, რომელიც 25 ივნისით არის დათარიღებულია.30 წლის ახალგაზრდა ქალი მშობიარობიდან 2 კვირაში კორომავირუსმა იმსხვერპლა.


image

"ჩემი მოსწავლე იყო, სულ რამდენიმე თვე. ეს სურათი მისი გვერდიდან უნებართვოდ ჩამოვტვირთე, იმედია, მაპატიებს. ასეთი სინატიფე იშვიათად მინახავს, ყოველი მისი მოსვლა ისე მიხაროდა და თან იყო უზომოდ თავმდაბალი, კეთილი და კეთილგანწყობილი.


ორი კვირის წინ იმშობიარა და ძალიან ამაყი იყო, რომ მან ეს შეძლო. დღეს ის კოვიდმა დაამარცხა. ისეთი შოკია, ისე მტკივა ქეთი, ისეთი უსამართლო ყოფილა ბუნება შენ მიმართ, მაშინ როცა მეგონა, რომ არაფერი არ დაენანა და ყველა სიკეთე შენ დაგაბერტყა თავისი კალთით. მშვიდად განისვენე ალბათ ზეცაში მოგიხდიან ბოდიშს, რომ საკუთარ შვილს ასე სასტიკად მოგაშორეს.​ მენანები, საოცრად მენანები.“- წერს ახალგაზრდა ქალის მასწავლებელი, ნონა სალაღაია სოციალურ ქსელში.

image

დღეს ეს გოგო გაფრინდა… არ ვიცი რა ვთქვა, რა დავწერო… კოვიდმა დაამარცხა, არა და 2 კვირის წინ დედა გახდა, ისე უხაროდა, ისე ელოდა თავის ნანატრ შვილს და კოვიდმა არ აცადა ბედნიერება… აიცერით ხალხნო, გული მაქვს გახეთქვაზე, ასეთი ჯოჯოხეთი არ მინახავს, უდიდესი ტრაგედიაა ქეთის სიკვდილი! ცრემლები მახრჩობს, ქეთი.-წერენ სოციალურ ქსელში.

0
226
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0