x
image
გემი დალანდი
ძალადობა და კასტრაცია: როგორ იყენებს ზოგიერთი მშობელი შვილებს ფულის საშოვნელად
მშბლების უმრავლესობა შილებს უსიამოვნებებისა და სირთულეებისგან იცავს. თუმცა, ეს ყველა მშობელს არ ეხება. იმისთვის, რომ ფული და სახელი მოიხვეჭოს, ზოგიერთი კრიმინალსაც არ ერიდება.

image

1. მაიკლ ჯექსონი

პოპის მეფის ყოფილი ექიმის, კონრად მიურეის თქმით, ბავშვობაში მაიკლს მამამისი ჰორმონულ ინექციებს უკეთებდა.


ძველად, მომღერალ ბიჭუნებს კასტრაციას უკეთებდნენ, რომ მათ წკრიალა და მაღალი ხმა შეენარჩუნებინათ. ეს ტრადიცია გვიანობამდე შემორჩ იტალიაში და მხოლოდ მე-19 საუკუნეში აიკრძალა. თუმცა, ჯო ჯექსონი, მაიკლის მამა, იმ ფანატიკოსებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც შვილებს შემოსავლის წყაროდ აღიქვამენ. ასაკობრივი გამონაყარის მკურნალობის მომიზეზებით, ის მაიკლს ჰორმონალურ ინექციებს უკეთებდა და შედეგად მისი ქიმიური კასტრირება გამოიწვია.

მაიკლის და ლა თოია ჯექსონი კი ამტკიცებდა, რომ მამამისი მასზე ძალადობდა. გასაკვირი არაა, რომ მამამისი მაიკლმა არც კი მოიხსენია ანდერძში.

image

2.პოლინა ოსეტინსკაია

ცნობილი კონოსცენარისტი ოლეგ ოსეტინსკი ამბობდა, რომ აღმოჩინა მეთოდი, თუ როგორ გაეზარდა ვუნდერკინდი. სინამდვილეში, ეს სადისტ-ფსიქოპათის მეთოდი უფრო იყო.

ვუნდერკინდი პოლინა ოსეტინსკაია პატარა ასაკიდან იტანდა ცემას, შიშს, შიმშილს.imageცნობილია შემთხვევა: მამამ ისე დაარტყმევინა პოლინას თავი სკამზე, რომ მას ყურებიდან სისხლი წასკდა. პოლინას უცხო ადამიანებმა აღმოუჩინეს დახმარება, მამამისი კი უბრალოდ წავიდა. ცემისა და გულისწასვლამდე გაგრძელებული რეპეტიციების გარდა, სადისტი მამის მეთოდებში შედიოდა შიმშილი და დაშინება. პოლინა საბჭოთა კავშირში ვუნდერკინდად ითვლებოდა და ძალიან პოპულარული იყო.

როგორც პოლინა იხსენებს, მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილებზე იმედებს ამყარებდნენ, მამამისს სთხოვდნენ დახმარებას. ის კი მხოლოდ მოზარდ გოგონებს იღებდა. გარიგებაში თანაცხოვრებაც შედიოდა. “პედაგოგი" საკუთარ შვილსაც არ ერიდებოდა და მისი თანდასწრებით ძალადობდა ამ გოგონებზე.

13 წლის იყო პოლინა, როცა დესპოტ მამას თავი დააღწია და დედასტან გადავიდა საცხოვრებლად.2007 წელს მან მემუარები გამოსცა “მშვიდობით, სევდა!", ინტერვიუებში კი ამბობდა, რომ ბევრი საშინელი ფაქტი არ შეუტანია თავის წიგნში.

image

3.ბრიტნი კემპბელი

ბრიტნი უამრავ საბავშვო სილამაზის კონკურსში იღებდა მონაწილეობას. იმისთვის, რომ მის შვილს მოეგო კონკურში, დედამისი 8 წლის ბავშვს ბოტოქსის ინექციებს უკეთებდა. როცა სოციალურმა სამსახურებმა ბავშვი წაიყვანეს, ბრიტნის დედამ სასამართლოში განაცხადა, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია და ყველა მშობელი ასე იქცეოდა. ქალმა ასევე თქვა, რომ ბრიტნი ძალიან განიცდიდა თავისი ნაოჭების გამო.

image

4.დამცირება YouTube-სთვის

მაიკ და ჰიზე მარტინებს პოპულარული ბლოგი ჰქონდათ იუთუბზე. მათ არხს 800 000 გამომწერი ჰყავდა და თვეში 20 000 დოლარს შოულობდნენ.

ვიდეოებში მამა და დედინაცვალი ბავშვებს ამცირებდნენ და სცემდნენ კიდეც.imageუამრავი ადამიანი აღაშფოთა ბავშვების მიმართ ასეთმა მოპყრობამ, თუმცა მოთმინების ფიალა მაშინ აიცსო, როცა 2017 წელს ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში პატარა კოდის ცხვირი გაუტეხეს.

image
ბავშვების დედამ სასამართლოში იჩივლა. ამჟამად ბავშვები დედასთან ცხოვრობენ და ისევ მხიარულები და ხალისიანები არიან.



0
142
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0