x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბიჭმა ყოფილ შეყვარებულს 47-ჯერ ჩაარტყა დანა და თან ვიდეოზე გადაიღო,როგორ იცლებოდა გოგონა სისხლისგან
image


ეჭვით შეპყრობილი მამაკაცი სიბრაზისგან გადაირია, როდესაც შეიტყო, რომ ყოფილიმა შეყვარებულმა გაბედა და სხვას შეხვდა.


უძრავი ქონების აგენტმა იან პიპლმა შეიტყო, რომ მისი ყოფილი შეყვარებული ნიკოლ პორცელო ვანკუვერიდან(კანადა)მასთან ურთიერთობა გაწყვეტიდან რამდენიმე დღის შემდეგ სხვა მამაკაცს შეხვდა.


ბიჭმა ვერ მოითმინა ეს ამბავი და განრისხებულმა აიღო ორი სამზარეულოს დანა და 47-ჯერ დაარტყა ყოფილ საყვარელს, როდესაც იგი მის მანქანაში გვერდით სავარძელზე იყო მოთავსებული.


image

მაგრამ ამ ცხოველისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა . მან მაშინვე აიღო კამერა და დაიწყო გადაღება, თუ როგორ იცლებოდა სისხლისგან მისი ყოფილი საყვარელი. ამის შემდეგ კი განზრახ დააჯახა მანქანა განათების ბოძს, იმ იმედით, რომ გამოძიებას გზა-კვალს აუბნევდა, წერს news.com.au.

image

მაგრამ ბოროტმოქმედი ვერ გაექცა სამართალს. საშინელი ვიდეოს ნახვის შემდეგ მოსამართლეს კრიმინალის სისასტიკემ თავზარი დასცა.


შედეგად, იანს მიუსაჯეს უვადო თავისუფლების აღკვეთა, 15 წლის შემდეგ.ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნის უფლებით.

image

იანისა და ნიკოლის ურთიერთობა შვიდი წელი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში საყვარლები ხან შორდებოდნენ ხან რიგდებოდნენ. ამავდროულად, ბიჭი ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა, ხშირად ფიზიკურად ეხებოდა გოგონას და ყველა მხრივ მის კონტროლქვეშ მოქცევას ცდილობდა. მან არ მოსწონდა გოგონას დაქალები და ვერ იტანდა, როდესაც ის ელემენტარულად თუნდაც სხვა მამაკაცს ესაუბრებოდა.

image

როდესაც მან ყოფილი საყვარელი დაჭრა და ვიდეოს გადაღება დაიწყო, ახალგაზრდა ქალი სიცოცხლის გადარჩენის იმედით, ამბობდა, რომ უყვარდა იგი. მაგრამ ბოროტმოქმედს მის მუდარაზე წარბიც არ შეუტოკებია.



გოგონას ნათესავები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ მას ძალიან მსუბუქი განაჩენი გამოუტანა, რადგან 15 წლის შემდეგ კრიმინალი შეიძლება გათავისუფლდეს ციხიდან და საფრთხე შეუქმნას მის შვილს ნიკოლს, რომელმაც დედა დაკარგა.

image

0
410
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0