x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"TV პირველის" გავრცელებული ფოტო ყალბია-საპატრიარქოს განცხადება

imageსაქართველოს საპატრიარქოს საზოგადეობასთან ურთიერთობის პრესსამსახური უარყოფს „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოსდ დედაოს სოლიდარობას ლგბტქ+ თემის მიმართ და განმარტავს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი არ არის ნეკრესის მონასტრის სამონაზვნო დასის წევრი, და მეტიც – ნეკრესის ეპარქიაში დედათა მონასტერი საერთოდ არც არსებობს.


TV პირველმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, რომელზეც თითქოს ასახულია, როგორ გამოხატავს ლგბტქ+ თემისადმი სოლიდარობას ნეკრესის დედათა მონასტრის მონაზონი მარიამი.
???? საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ აღნიშნულ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი არ არის ნეკრესის მონასტრის სამონაზვნო დასის წევრი, უფრო მეტიც, ნეკრესის ეპარქიაში არც დედათა მონასტერი არსებობს და არც ეს პიროვნება განეკუთვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მოღვაწეთა რიცხვს. ამასთან, ინტერნეტსივრცეში არც ამ სახელით არსებული facebook გვერდი იძებნება. სავარაუდოდ, ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი არც ქართველია და შესამოსელზე დაკვირვებით ცხადი ხდება, რომ მას რუსული ეკლესიისათვის დამახასიათებელი შესამოსელი აცვია.
???? შესაბამისად, ეს ყოველივე მეტყველებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო და თანხმლები ინფორმაცია ფალსიფიკაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამიტომ გთხოვთ, არ აჰყვეთ პროვოკაციას და თავი შეიკავოთ მსგავსი შინაარსის ფოტომასალის გავრცელებისაგან."-ნათქვამია განცხადებაში.
image
1
938
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
938
  
2021, 14 ივლისი, 23:30
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Sexcont.Com
0 1 1