ქალი და მამაკაცი შენ გაფრინდი ცაში ანგელოზად, მე კი დამტოვე ცივ კლდეზე დაგდებულ უსახურ ლოდად-ზურაბ ბაკურაძის მეუღლის ემოციური პოსტი 2021, 6 ივლისი, 14:39 რაჭაში ტრაგიკულად დაღუპული ანსამბლ "ქართული ხმების" წევრის, ზურა ბაკურაძის მეუღლე ნათია კობახიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: "მე მარტო ჩემი მეგონე და თურმე რამდენისთვის გაგინაწილებია შენი თბილი გული, "ჩემი ბევრი" ხარ-თქო და "ჩემი ტკიბლი" ხარ-თქო სულ გეუბნებოდი, ზურ, მაგრამ ამდენი თუ იყავი და ასეთი ტკბილი კიდევ ვერ ვხვდებოდი. უამრავი განსაცდელი გამოვიარეთ. გვებრძოდა ეშმაკი, ჩვენს სიყვარულს ებრძოდა და ამიტომაც გაგიყვანა უფალმა ასე მალე, რომ ამ არაამქვეყნიურ გრძნობას არაფერი დამუქრებოდა. ბევრს ყვარებიხარ, მაგრამ ჩემსავით მაინც ვერავინ შეგიყვარებდა. ყველას თავისი წილი ზურა დააკლდა, მაგრამ მარტო მე ჩამომემხო ცხოვრება თავზე. შენ გაფრინდი ცაში ანგელოზად, მე კი დამტოვე ცივ კლდეზე დაგდებულ უსახურ ლოდად. ბოლო ძალას მოვიკრებ და ვილოცებ შენი ლამაზი სულისთვის, რათა დაიმკვიდრო ცათა სასუფეველი. შეხვედრამდე, ზურ, იქ უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაგვაშორებს, მშვიდად განისვენე, მადლობა, რომ დაიბადე ჩემთვის, ჩემო "ბუთუსა"-წერს ნათია კობახიძე. შეგახსენებთ, მომღერალი ზურაბ ბაკურაძე გასული თვის 23 ივნისს ტრაგიკულად დაიღუპა რაჭაში. სოფელ შქმერის სიახლოვეს, ავტომობილისთვის მიუვალ ადგილზე იგი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მიწა ჩავარდა და ხევში გადაიჩეხა.მასთან ერთად იმ დროს კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა "ქართული ხმების“ სოლისტი, რაჭაში სწორედ დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და შემდეგ რამდენიმე დღით რაჭაში დარჩენა გადაწყვიტა. 332 2-ს მოსწონს
|