საზოგადოება გაამწარეთ, გააგიჟეთ, ჭკუიდან გადაიყვანეთ, გააბოროტეთ! და ახლა გიკვირთ, ვინმემ ხელი რატომ ასწია თქვენზე?-ბაკურ სვანიძე 2021, 6 ივლისი, 11:44 უკვე კაი ხანია, რაც ქართული ტელევიზიების "ვებსაიტები" და "ფეისბუქ-ფეიჯები" ადამიანებს, რომლებიც მათ არ მოსწონთ ამა თუ იმ ნიშნით, სრულიად უარგუმენტოდ მოიხსენიებენ "რუსეთი დაქირავებულებად" "პუტინისტურ ჯგუფებად" "კრემლის მარიონეტებად" - "პუტინისტურმა ჯგუფებმა დღეს კონტრაქცია მოაწყვეს" "რუსეთის ემისრებმა გააპროპტესტეს..." "კრემლის მართულმა ძალებმა მოითხოვეს..." - და ეს მხოლოდ გუშინდელზე არა, უკვე წლებია! უძახით ამ ადამიანებს "რუსეთის მონებს" "პუტინისტებს"... გაამწარეთ, გააგიჟეთ, ჭკუიდან გადაიყვანეთ, გააბოროტეთ! და ახლა გიკვირთ, ვინმემ ხელი რატომ ასწია თქვენზე? კი ბატონო, კონკრეტულად ოპერატორი არაფერ შუაშია! მაგრამ სათავე და ძირი სად არის იმისი რაც მოხდა და ხდება?
ადამიანებს მართლა წითელი ნაჭერივით უფრიალებთ ცხვირთან ამ "პუტინისტური ჯგუფების" ძახილს! მილიონჯერ გითხრეს - არგუმენტი დადეთო! ფეხებზე იკიდებთ და განაგრძობთ - "პუტინისტები" "პუტინისტები"...
რაც არ უნდა გააკეთოს ამ ხალხმა, რაზეც არ უნდა ამოიღოს ხმა, საკუთარ სიდედრს, რომ ეჩხუბოს, თუნდაც, გამოხტებით და მაინც "პუტინისტს" უძახით
და გადაეკეტა ადამიანს გონება!
დაგინახა ქუჩაში და გაგიფინა წიხლქვეშ! ეს ძალიან ცუდი საქციელია,
მაგრამ რატომ არ ელოდით? "ტვ პირველის" ინფორმაციები ნახეთ! "აფრასიძეების კლანი" - გამუდმებით ასე მოიხსენიებენ გოჩა აფრასიძის ოჯახს!
როდის დაამტკიცეთ რომ ეს "კლანია"? თუ რადგან ჭუტას და კეზერას უნდათ ასე, ამიტომ უნდა უძახოთ ოჯახებს "კლანი"? და მერე მათი მხრიდან საპასუხო, თუნდაც გაუმართლებელი რეაქცია უნდა გიკვირდეთ? გამოტყვრება მერე ინგა გრიგოლია და "ჩვენ არ ვართ ნაცების მედიაო" - მა რა ჩემი შ**უ ხარ შე ტუტუცო დედაკაცო? აშკარა დაკვეთა გაქვთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიქარვა - აფრასიძეების ამოჟუჟვა "გააპრავოთ" და ხალხს შთააგონოთ, რომ ეს "კლანია"! და იმიტომ გაჟუჟა მიშამ! ყველა თქვენს ინფორმაციაში "აფრასიძეების კლანს" უწოდებთ მათ! არგუმენტი გაქვთ, რომ ეს კლანია? აი, ამიტომ ხართ ნეხვი! და "ოპერატორს ცხვირი გაუტეხეს" კი არა, ილოცეთ, რომ ბევრად დიდ ტრაგედიამდე არ მიიყვანოთ ეს ხალხიც და ეს ბედკრული ქვეყანაც! ნაგვის გროვებო!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე გამოსული ადამიანები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. მათ ნაწილს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შსს-ს ინფორმაციით მთლიანად დაშავებულია ორმოცდაათამდე მედიის წარმომადგენელი. რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების სპეცტექნიკა.
დაზარალებული ჟურნალისტების სია ასე გამოიყურება:
404 2-ს მოსწონს
|