პარამეცნიერებები სტალინმა II მსოფლიო ომის დამთავრების და საკუთარი გარდაცვალების თარიღი წინასწარ იცოდა 2021, 8 ივლისი, 8:58 ვოლფ მესინგი იყო XX საუკუნის ყველაზე დოდი წინასწარმეტყველი, ექსტრასენსი და ჰიპნოზიორი, რომელმაც პირველი და მეორე მსოფლიო ომების დაწყების და დამთავრების ზუსტი თარიღები დაასახელა. იწინასწარმეტყველა გერმანიის დამარცხება, ჰიტლერის სიკვდილი და საბჭოთა ჯარების ბერლინში შესვლა. 1943 წელს თქვა, რომ ომი 1945 წლის 8 მაისს დამთავრდებოდა და რომ რაიხსტაგზე წითელი დროშა აფრიალდებოდა. ამის გამო, მის დაჭერაზე, ჰიტლერმა ჯილდოც კი დააწესა. ხოლო, ომის დამთავრების შემდეგ, სტალინმა ორდენი გადასცა. ვოლფ მესინგი 1899 წელს პოლონეთში, ვარშავის გუბერნიაში (იმ დროს ეს ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში იყო) დაიბადა. ის წინასწარმეტყველი იყო და მომავალთან დაკავშირებით, დასმულ შეკითხვებს, ყოველთვის პირდაპირ პასუხობდა. გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდე, ის იძულებული გახდა პოლონეთი დაეტოვებინა და თავი საბჭოთა კავშირისთვის შეეფარებინა. მან თავისი კონცერტებით, საბჭოთა ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო და სულ მალე, ის სტალინის კაბინეტში აღმოჩნდა. მესინგმა, პირველსავე შეხვედრაზე, გააფრთხილა სტალინი მოსალოდნელი ომის შესახებ, მაგრამ მას ისე სჯეროდა გერმანიასთან დადებული პაქტის, მსოფლიოს გადანაწილების და თავდაუსხმელობის შესახებ, რომ წინასწარმეტყველის სიტყვები სერიოზულად არ მიიღო. სტალინმა მას პირობა წაუყენა: თუ სსრ კავშირში თავისი მოღვაწეობის გაგრძელება უნდოდა, უნდა დაემტკიცებინა, რომ თაღლითი არ იყო. მესინგი ექსპერიმენტის ჩატარებაზე დათანხმდა. წინასწარმეტყველი უშიშროებაში დაიბარეს, ცარიელი ფურცელი მისცეს და უთხრეს, რომ ამ «ჩეკით» ბანკიდან 100 000 მანეთი უნდა გამოეტანა.
მაგ., 1950 წლის იანვრის დასაწყისში ვოლფ მესინგი სტალინთან მივიდა და უთხრა, რომ მის შვილს საფრთხე ელოდა. იმ დღეებში, ვასილი სტალინის მიერ შექმნილი ჰოკეის გუნდი, მორიგი შეხვედრის ჩასატარებლად, თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო. სტალინმა ბრძანება გასცა, რომ მისი შვილი, მატჩზე დასასწრებად, თვითმდრინავით კი არა, მატარებლით გაეშვათ. მისი ბრძანება შეასრულეს და ვასილი გადარჩა. ხოლო, 11 სპორტსმენი, ექიმი და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები 7 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას შეეწირნენ. მოგვიანებით, მესინგს მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ კითხვა დაუსვეს – იცოდა, თუ არა მან, რომ თვითმფრინავი, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, კატასტროფას განიცდიდა? რაზეც მან უპასუხა: — მე სტალინს ვუთხარი, რომ უმჯობესია ვასილი მატარებლით წასულიყო, მაგრამ არ მითქვამს, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა. კატასტროფის შესახებ არ ვიცოდი, და რომ მცოდნოდა, მხოლოდ სტალინს კი არა, ყველას გავაფრთხილებდი... სხვა ადამიანების საშინელი ტრაგედიის ფონზე, ეს ბედნიერი შემთხვევა იყო მისთვის (1968 წელი, გაზეთი «Молодежь Азербайджана»).
1953 წლის იანვარში, ვოლფ მესინგის ნაცნობი ექიმები, «სამშობლოს ღალატის» ბრალდებით, დააპატიმრეს. წინასწარმეტყველი თებერვლის დასაწყისში სტალინთან მივიდა. დაცვამ ის ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაატარა, რადგან მესინგს ეს უფლება თავად სტალინმა, 1939 წელს მისცა და მას შემდეგ, ის ბელადთან, გაფრთხილების გარეშე, არაერთხელ მისულა. მესინგმა სტალინს ყველა ექიმის გათავისუფლება სთხოვა. მაგრამ, ამ უკანასკნელს, არაფრის გაგონება არ უნდოდა:
—ე. ი. შენთვის ცნობულია როდის მოვკვდები?.. არხის სხვა სიახლეები:
2392 4-ს მოსწონს
|