საზოგადოება 37 წლის კუდის ყოფილი თანამშრომელი მოქალაქეს მოწყალების თხოვნას აიძულებდა(ვიდეო) 2021, 3 ივლისი, 15:46 კუდის ყოფილი თანამშრომელი გელა ჩალაძე, ტერორისა და დაშინების გზით 45 წლამდე მამაკაცს “მეტრო მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყალების თხოვნას აიძულებდა. როგორც გაირკვა, ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს 7 წელია იცნობენ. მათ საერთო მცირე ბიზნესიც ჰქონდათ, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ გელა ჩალაძემ ადამიანით ვაჭრობის გეგმა ამის შემდეგ შეიმუშავა და დიდი ხნის ნაცნობს ქუჩაში ფულის მოგროვებას 6 თვის განმავლობაში, ყოველდღიურად აიძულებდა. მსხვერპლი დღის ბოლოს 20 ლარს ანგარიშზე არ ჩაურიცხავდა, აგინებდა და ემუქრებოდა. გელა ჩალაძე კუდის ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც უწყება 2006 წელს დატოვა, ის ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დაადგინა, რომ ბრალდებულმა გელა ჩალაძემ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა. იგი 1976 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, კერძოდ, დამცირებით, აბუჩად აგდებით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ყოველდღიურად მოწყალება ეთხოვა. ბრალდებული ნ. ა.-ს მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს ისაკუთრებდა.
ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
478 2-ს მოსწონს
|