x
image
intermedia.ge
Mediator image
განსხვავებული საფესტივალო სივრცე და საქართველოში აღიარებული არტისტები Festival “Haerze”
image


აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა, გარ­თო­ბა და ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა ერთ სივ­რცე­ში – ეს არის მუ­სი­კა­ლუ­რი ფე­სი­ტი­ვა­ლი Festival “Haerze”, რო­მე­ლიც 23–24 ივ­ლისს სა­ირ­მეს­თან ახ­ლოს, ზე­კარ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.


ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ მძი­მე პე­რი­ო­დის შემ­დეგ მათ გა­და­წყვი­ტეს ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა და ამავდრო­უ­ლად, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ღო­ნის­ძი­ე­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცია ექ­ნე­ბა და სცე­ნა მხო­ლოდ ქარ­თველ არ­ტის­ტებს და­ეთ­მო­ბათ.


დიდი ყუ­რა­დღე­ბით შე­ირ­ჩა ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბის ად­გი­ლიც. ეს არ არის თბი­ლი­სი ან აჭა­რა, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლად, მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი ტარ­დე­ბა ხოლ­მე. ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა იმე­რეთ­ში, სა­ირ­მეს­თან ახ­ლოს, ზე­კარ­ში, სა­დაც მსგავ­სი ტი­პის ფეს­ტი­ვა­ლი არას­დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ესეც სპე­ცი­ა­ლუ­რად მოხ­და, რომ ქვეყ­ნის ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რულ, მაგ­რამ ულა­მა­ზეს რე­გი­ონს მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს.



ფეს­ტი­ვა­ლი სამ სცე­ნას გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. ესე­ნი იქ­ნე­ბა: "ჰა­ერ­ზე“ - მთა­ვა­რი სთე­ი­ჯი, Zekari Factory – შიდა სთე­ი­ჯი, Red Bull-ის სთე­ი­ჯი.


მუ­სი­კის გარ­და, ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს არა­ერ­თი გა­სარ­თო­ბი და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბა დახ­ვდე­ბათ. მათ შო­რის: Archery Tag, იო­გის ინ­ტრუქ­ტო­რი, რო­მე­ლიც მსურ­ვე­ლებს იო­გას ავარ­ჯი­შებს, სხვა­დას­ხვა ტი­პის შე­ჯიბ­რე­ბე­ბი და თა­მა­შე­ბი.


სტუმ­რე­ბის­თის მომ­ზა­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­კარ­ვე ად­გი­ლე­ბი. გარ­და ამი­სა, ლო­კა­ლუ­რად იმოქ­მე­დებს არა­ერ­თი კვე­ბის ობი­ექ­ტი, ბარი. მო­ე­წყო­ბა გა­მო­ფე­ნა–გა­ყიდ­ვა. სას­ტუმ­რო­ე­ბი დამ­სვე­ნებ­ლებს სპე­ცი­ა­ლურ ფას­დაკ­ლე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ ფეს­ტი­ვა­ლის პე­რი­ოდ­ში.


ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: Coca-cola, jim beam, Estrella.


Mystartup, ყვე­ლა­ზე დიდი სტარ­ტაპ მარ­კე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი პარტნი­ო­რი იქ­ნე­ბა. Mystartup მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს ქარ­თველ სტარ­ტა­პე­რებ­ზე და ეხ­მა­რე­ბა მათ მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბი­თა და დრო­ი­თი რე­სურ­სით მი­ი­ღონ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი. ფეს­ტი­ვალ­ზე, სწო­რედ Mystartup და­ეხ­მა­რე­ბა სტარ­ტა­პე­რებს სა­ფეს­ტი­ვა­ლო სივ­რცე­ში გან­თავ­სე­ბა­ში, ასე­ვე Mystartup-ის სტარ­ტა­პე­რე­ბი ისარ­გებ­ლე­ბენ სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბით.


თუ თქვენც გსურთ, თქვე­ნი ბიზ­ნე­სი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს ფეს­ტი­ვალ­ზე, შე­ავ­სეთ შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მა.


ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ ონ­ლა­ინ.


სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და სა­ო­ჯა­ხო სახ­ლე­ბის და­სა­ჯავ­შნად ეწ­ვი­ეთ ვებგ­ვერდს.


23-24 ივ­ლისს გე­ლო­დე­ბით #ჰა­ერ­ზე



0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0