სხვა როგორ გამოიყურება ანჯელინა ჯოლის 24,5 მილიონ დოლარად შეძენილი სახლის ინტერიერი (+ფოტოები) 2021, 30 ივნისი, 8:49 ანჯელინა ჯოლი, თითქმის ოთხი ათწლეულია, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინოვარსკვლავია. ამხნის განმავლობაში, მსახიობს ისეთი ჰონორარი აქვს აღებული, ბუნებრივია, მის უძრავ ქონებას არაერთი მდიდრული საცხოვრებელი შეადგენს. ამჯერად, წარმოგიდგენთ ანჯელინას ფეშენებელურ სასახლეს, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს. ლოს ფელიზში, გრიფიტის ობსერვატორიამდე არსებულ ულამაზეს პეიზაჟებს შორის აგებული შენობა, შეძენილია 2017 წელს, 24.5 მილიონ დოლარად. ქონება, 1913 წელს, ეკუთვნოდა კინორეჟისორ სესილ ბ. დემილს. 2.1 ჰექტარზე გაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსს აქვს 6 საძინებელი და 10 აბაზანა, რომლებიც განლაგებულია სამ სართულზე. ასევე, სახლს აქვს სპორტული დარბაზი, ღვინის მარანი, გარე აუზი და "ჩაის სახლი". ანჯელინამ Vogue - თან ინტერვიუში ამ სახლის ყიდვის მიზეზი განმარტა: მას სურდა, შვილების მამასთან, ბრედ პიტთან ახლოს ყოფილიყო. მსახიობმა ასევე ახსნა ის, რაც განსაკუთრებით მიმზიდველად მიიჩნია სახლთან დაკავშირებით: ”გასართობი ოთახი არ არის, მაგრამ უამრავი სასეირნო ბილიკი და ფიქრის ადგილებია”. დახვეწილი და ელეგანტურად მოწყობილი სახლის ჰოლში მოთავსებულია ხვეული კიბე, მისაღებ ოთახში მყუდრო გარემოს ქმნის მარმარილოს ბუხარი. ნაკლებად ოფიციალური საოჯახო სივრცეები მოიცავს ფართო და მაღალჭერიან ბიბლიოთეკას, რომელიც იატაკიდან ჭერამდე წიგნების კარადებითაა მოპირკეთებული. სახლში ნახავთ, აგრეთვე, მაჰაგონის პანელურ ოფიციალურ სასადილოს, საოჯახო ოთახს, მის გვერდით მდებარე კაბინეტს და თანამედროვე სამზარეულოს, ასევე არაფორმალურ სასადილო ოთახს. საცხოვრებელს ამშვენებს მაღალი და თაღოვანი შუშის ფანჯრები, ულამაზესი გალავანი, კარიბჭე და სხვადასხვა ინტერიერით მოწყობილი მიწის ნაკვეთი. განცალკევებით დგას ავტოფარეხი. გარშემო მშვენიერია ყველაფერი: მოძრავი გაზონების უზარმაზარი ფართობი, თუ მზესავით კაშკაშა საცურაო აუზი, რომელსაც ჩაის სახლი უყურებს. ასევე დაგაინტერესებთ: 15 წლის ანჯელინა ჯოლის საოცარი ფოტოსესია (19 ფოტო) 269 1-ს მოსწონს
|