x
image
პოკაჰონტასი
თქვენთვის წერილია! - ყველაზე უცნაური და ინოვაციური საფოსტო ყუთები ამერიკაში (+ფოტოები)
image



ამერიკელად ყოფნა ნიშნავს თავისუფლებას, მითუმეტეს კი, როცა საქმე შემოქმედებას ეხება. ასე რომ, როცა ამ ქვეყანაში ცხოვრობთ, აბსოლუტურად ვერაფერი შეგიშლით ხელს, თქვენთვის განკუთვნილი წერილი, ყველაზე უცნაური საფოსტო ყუთიდან მიიღოთ. შეგიძლიათ, გზავნილისთვის განკუთვნილი ყუთი აქციოთ ბეტმენად, ძროხად, ან მისცეთ ნებისმიერი სახე, რაც გსურთ.


წარმოგიდგენთ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ, ყველაზე უცნაურ და ინოვაციურ საფოსტო ყუთებს.



"კატა ქუდში"

მას, ვინც იცნობს დოქტორ სეუსს და მის ექსცენტრიულ საბავშვო მოთხრობებს, იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს განსაკუთრებული კატა ამერიკელთათვის. ყოველ შემთხვევაში, ამ ფოსტის პატრონმა ნამდვილად იცის ეს და როგორც ჩანს, იუმორის შესანიშნავი გრძნობაც აქვს.


image





უსარგებლო წერილები არ გვჭირდება

ყველას მიგვიღია წერილი, რომელიც არაა მნიშვნელოვანი, თუმცა, ელექტრონული ფოსტისაგან განსხვავებით, ჩვენს საფოსტო ყუთებს არ აქვთ სპამის საქაღალდეები. როგორც ჩანს, სწორედ ამის შეცვლა სურდა იმ ადამიანს, ვისაც ეს გონივრული და პრაქტიკული ყუთი ეკუთვნის.

image





თევზაობა

ერთ-ერთი რამ, რაც ამერიკელებს უყვართ, თევზაობაა. აშკარაა, რომ ამ სახლში მეთევზე ცხოვრობს, რომელსაც სურს მსოფლიოში თევზაობის სიყვარული გაავრცელოს.

image






სამი სურვილი

თუ ფოტოს კარგად დააკვირდებით, დაინახავთ წარწერას: "მაკოცე და ერთ სურვილს შეგისრულებ". რა გაეწყობა, თუ სამი არ იქნება, ერთი მაინც სჯობს არაფერს. ასე რომ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ უცნაური ჯინით.

image






სიჩქარის საჭიროება

კიდევ ერთი მთავარი გატაცება, რომელიც ამერიკელებშია გავრცელებული, ავტომობილების სიყვარულია. როგორც ჩანს, ამ სახლში მცხოვრებ ადამიანს უყვარს მანქანები, რადგან მზად იყო საფოსტო ყუთი მანქანის ძრავისთვის დაემსგავსებინა.

image







სამყაროს გარდაქმნა

ეს ადამიანი, რომელსაც საკუთარი საფოსტო ყუთი ტრანსფორმატორად გადაუქცევია, ჩანს, ძლიერ აფასებს ამ მოწყობილობის მუშაობას.

image






ნავის ძრავა

თუ გაინტერესებთ, სინამდვილეში ეს ნავის ძრავაა. ცხადია, ამ ოჯახისთვის, გაზონზე ასეთი საფოსტო ყუთის დადგმა, იმ დროის შეხსენებაა, როდესაც ერთ-ერთი წევრის სამუშაო, ღია ოკეანეს უკავშირდებოდა.

image






ზვიგენის თავდასხმა

ამ საფოსტო ყუთის მფლობელს, შესაძლოა, შთაბეჭდილების მოხდენა სურს თავის პატარა ვაჟზე. მართალია, ეს ზვიგენი, ძალიან ჰგავს მულტფილმის გმირს, თუმცა, საკმაოდ საშიშადაც გამოიყურება.

image






ზვიგენის თავდასხმა: ნაწილი მეორე

თუ, წინა საფოსტო ყუთზე გამოსახული ზვიგენი მსხვერპლის გარეშეა წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში, მის პირში მოქცეული თევზი, სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

image






საფოსტო ყუთი - "ფუტურამა"

ეს საფოსტო ყუთი, რა თქმა უნდა, იმაზე მიგვანიშნებს, რომ მისი მესაკუთრე, აქტიური მაყურებელია მულტფილმის "ფუტურამა". სწორედ ამიტომ დგას ბენდერი მის სახლთან. ამასთან, უცნაურ რობოტს ლანგარი უჭირავს ხელში. მადლობას გიხდით გულთბილი დახვედრისთვის, ბენდერ!

image






ბნელი რაინდი

რა არის იმაზე უკეთესი გზა ფოსტალიონის მისასალმებლად, ვიდრე საფოსტო ყუთი, რომელიც ბეტმენს ჰგავს? და თუ მას სუპერგმირები უყვარს, კიდევ უკეთესი!

ეს კომიქსი, თითქმის საუკუნეა არსებობს და მის მიხედვით გადაღებული უამრავი ფილმიც გამოვიდა. ამ კონკრეტულ საფოსტო ყუთზე კი, ბრიუს უეინის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვარიანტია წარმოდგენილი.

image






ლითონის სატვირთო

არ ვიცით, სახლის პატრონმა, ხელოვნების რომელიმე მაღაზიაში შეიძინა, თუ თავად შექმნა ეს სატვირთო მანქანა, თუმცა, ერთი რამ ცხადია - იგი საოცრად უხდება გაზონს.

image






ფერმის ხიბლი

გაგიღვიძიათ მამლის ყივილის ხმაზე? ბევრისთვის ეს სულაც არაა სასიამოვნო. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში, ასეთი რამ არ გემუქრებათ.

თუ გსურთ, დატკბეთ მამლის ფერადი ვიზუალით, შემაშფოთებელი განგაშის ზარის გარეშე, ეს საფოსტო ყუთი იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ.image






რეტრო მიკროტალღური ღუმელი

ზოგიერთი მიკროტალღური ღუმელი იმდენად ძველია, რომ აღარასოდეს იმუშავებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნაგავში უნდა გადააგდოთ. თუ თქვენ ის ხართ, ვინც რეტრო ნივთებით ტკბება, მაშინ ნამდვილად დააფასებთ ამ ღუმელს წარსულიდან, რომელიც საფოსტო ყუთად გადაკეთდა. შესაძლოა, ამ შემთხვევამ სტიმული მოგცეთ, რომ იგივე გააკეთოთ საკუთარი მოძველებული საყოფაცხოვრებო ნივთებითაც.

image






მხოლოდ გული რომ მქონდეს

გაზონზე მდგარი ეს კალის კაცი, ფილმიდან "ოზის ჯადოქარი", ნამდვილად იმსახურებს კეთილგანწყობას. წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ამ გმირს, ყვითელი აგურის გზის გავლის შემდეგ, აქ შევხვდებოდით.

image






ქალი წითლებში

ეს საფოსტო ყუთი შესანიშნავად ასახავს თამბაქოს კვამლში გახვეულ, ყოველდღიური შესვენებების რუტინას.

image






გოლფის მოედანი

გოლფი, ამერიკული კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. ამ სპორტის ნებისმიერი მოთამაშე დაგვეთანხმება, რომ ეს თამაში, დასასვენებლად და გასართობად, შაბათ-კვირის შესანიშნავი აქტივობაა. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ ამ გაზონზე, სწორედ ასეთ საფოსტო ყუთს წავაწყდით.

image






მთელი სამყარო ჩემს ხელში

ამ შემთხვევაში, მთვარის თემატური საფოსტო ყუთის გარდა, ვცდილობთ გავიგოთ, რატომ არის გალავნის მიღმა დედამიწის გიგანტური სფერო.

ცხადია, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც კოსმოსური სამყარო ძალიან უყვართ.

image






"ვარსკვლავური ომები"

აშკარაა, რომ ამ სახლის მეპატრონე "ვარსკვლავური ომები"-ს გულშემატკივარია და ყოველდღე, სამსახურიდან დაბრუნებულს, სიამოვნებას ანიჭებს გაზონზე ამ რელიქვიის დანახვა.

image






ფოსტა "დიდი ბიჭი"

ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სწრაფი კვების ქსელია "Big Boy". სწორედ ამ ობიექტის სიმბოლოს წარმოადგენს ეს საფოსტო ყუთი.

image






საფოსტო ყუთი "Apple"

IPad, iPhone, ან თუნდაც Mac-ის ნაცვლად, ეს საფოსტო ყუთი არის Apple-ის ადრეული პროდუქტი, რომელიც დიდად არ განსხვავდებოდა ვინტაჟური კომპიუტერისგან. იგი დღევანდელ რეალობაში ისე ჩანს, როგორც დინოზავრი.

image






მოტოციკლეტის სახელური

ამ მოტოციკლეტის სახელური ისეთი სტილისაა, რომელსაც დღეს ხშირად ნამდვილად ვერ შევხვდებით. იგი არაფრით განსხვავდება ჰარლი დევიდსონის მოტოციკლეტის, ან 80-იანი წლების სტილის ორთვლიანი ველოსიპედისგან. ამ სახელურს გარკვეული ნოსტალგია აქვს, რის გამოც მას ხუთ ვარსკვლავს ვანიჭებთ.

image






საფოსტო ყუთი - ძროხა

მამლის მსგავსად, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ამ შემთხვევაშიც მხოლოდ საფოსტო ყუთის ვიზუალით ისიამოვნებთ და არ მოგიწევთ ძროხის ბღავილთან და მის საშინელ სუნთან გამკლავება.

image






მყვინთავი

სხვა საფოსტო ყუთებისგან განსხვავებით, ეს მყვინთავი კერძო მესაკუთრეს არ ეკუთვნის, იგი მუზეუმის საკუთრებაა.

image






წიგნის სიყვარული

ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა ელექტრონული წიგნების არსებობა, მაგრამ ის ვერასდროს შეედრება წიგნის სუნსა და სითბოს. როგორც ჩანს, ამ საფოსტო ყუთის მფლობელს ეს კარგად ესმის და სახლშიც აქვს მთელი ოთახი, რომელიც სავსეა რომანებით, სათავგადასავლო, კომედიური, თუ სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურით.

image






თოვლიანი ფოსტა

გსურთ თოვლის კაცის აშენება? აი, ჩვენ ნამდვილად გვინდა, თუ გვეცოდინება, რომ ისეთივე საოცარი იქნება, როგორც ეს საფოსტო ყუთი. თუმცა, ამ შედევრის შემქმნელმა უნდა იცოდეს, რომ მისი ნამუშევარი მზის ამოსვლისთანავე განადგურდება.

image






ფარშევანგის ფოსტა

ეს საფოსტო ყუთი ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტია, რადგან შეუძლებელია არ დააფასო შემქმნელის არაჩვეულებრივი ნამუშევარი და ერთი შეხედვისთანავე არ შეგიყვარდეს ეს მშვენიერი ფარშევანგი.

image






ჩვენ ნამდვილად გვიყვარს გოლფის ბურთები

როგორც ჩანს, ფოსტის ფუნქციის მქონე გოლფის ბურთები საკმაოდ გავრცელებული ტენდენციაა ამერიკაში.

საინტერესოა, რატომ არ ხდება ასეთი საფოსტო ყუთების შემოდინება ქვეყნის მასშტაბით? ამერიკელების გოლფისადმი სიყვარულიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად ლოგიკური იქნებოდა.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


ძეგლები, რომლებიც ღიმილს მოგგვრით (26 ფოტო)

image




მსოფლიოს ყველაზე კრეატიული და უცნაური სკამები, რომლებიც საზოგადოების თავშეყრის ადგილებშია განთავსებული (22 ფოტო)image











0
131
შეფასება არ არის
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0