რელიგია ჰომოსექსუალიზმი სატანის რელიგიაა-მეუფე სპირიდონმა 15 პარტიის ზიარება აკრძალა 2021, 24 ივნისი, 9:52 ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მეუფე სპირიდონმა ქადაგების დრო ისაუბრა LGBTQ -ზე და იმ პოლიტრიკურ პარტიებზე, რომლებმაც ხელი მოაწერეს LGBTQ პირთა მხარდამჭერ დოკუმენტზე:
"ესენი ყველა ეშმაკის მრევლია, ანტიქირისტეს მრევლია, ვინც მათ თაყვანს სცემს და ვინც მათ იდეოლოგიას გაიზიარებს, სამწუხაროდ რაც გააკეთა იმ 15 პარტიამ(საელჩოები გასაგებია, იმ ქვეყნებში ანტიქრისტეს ტახტი უკვე დადგმულია), ისინი ნათელს ვერ იხილავენ, ისინი ჯოჯოხეთში მიდიან, თუ კი არ შეინანეს" აცხადებს მეუფე სპირიდონი და მაგალითები მოჰყავს ბიბლიიდან, შემდეგ კი ამბობს:რა თმქა უნდ ამათი ზიარება არ შეიძლება, იმიტომ რომ ჰომოსექსუალიზმი რელიგიაა ფაქტიურად, სატანის რელიგიაა და მათი მხარდამჭერები არიან სატანის თაყვანისმცემლები, ამიტომ მე, ღვთისგან მოცემული ძალაუფლებით და ჩვენი დედა ეკლესიისგან მოცემული ძალაუფლებით, ჩვენს ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას იმათსას, ვინც არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჰომოსექსუალისტებთან კავშირს. მათ უნდა შეინანონ, უნდა გამოვიდნენ იმ პარტიიდან ან იმ პარტიამ უნდა შეინანოს და დიდი სინანულის შემდეგ უკვე შეიძლება მერე მაგისი ზიარება". – ამბობს მეუფე სპირიდონი. შეგახსენებთ, 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც მათ "თბილისი პრაიდმა" შესთავაზა და ითვალისწინებს ყველა მექანიზმის გამოყენებით ბრძოლას LGBTQ+ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად. ხელი მოაწერა შემდეგმა პარტიებმა:
248 3-ს მოსწონს
|