x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
დაბადების წელი და სიყვარული

image
აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, სხვადასხვა წელში დაბადებულ ადამიანებს სიყვარულში განსხვავებულად უმართლებთ. მაგალითისთვის, თუ თქვენ დაიბადეთ ვირთხის, გველეშაპის ან მაიმუნის წელში, მაშინ თქვენ სიყვარულის მაძიებელი ხართ! ამ წლებში დაბადებული ადამიანები საკმაოდ მოუსვენრები და უცნაურები არიან. სიყვარულში საღი აზრითა და ლოგიკით არ ხელმძღვანელობენ, არასდროს ზღუდავენ საყვარელ ადამიანებს და ურთიერთობაშიც თავისუფლება ხიბლავთ.

რაც შეეხებათ, ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს, ისინი მბრძანებლური ხასიათით გამოირჩევიან. ცხოვრებისეულ საკითხებშიც უკეთ ერკვევიან, ვიდრე სასიყვარულო ურთიერთობებში. ისინი გამოირჩევიან პასუხისმგებლობის გრძნობით, თუმცა მათთან ერთად ყოფნა იოლი არ არის. ეს ადამაინები ცდილობენ მათ სასიკეთოდ შეცვალონ საყვარელი ადამიანები, ამ წლებში დაბადებული ადამიანებისთვის სიყვარულში ხშირია იმედგაცრუებაც.

ხარის, მამლისა და გველის წლებში დაბადებული ადამიანები სიმკაცრითა და ხშირად კონფლიქტური სიტუაციებით ხასიათდებიან. მათ არაორდინალური ადამიანები ხიბლავთ და ურთიერთობაში ყოველთვის მის გაღმერთებას ცდილობენ, სანაცვლოდ დიდ სითბოსაც იღებენ. ეს ადამიანები გამუდმებით ძიებაში არიან და საყვარელი ადამიანის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდებათ.

კატის, ტახისა და თხის წელში დაბადებულები კი იდუმალი სილამაზითა და შარმით ხასიათდებიან. მათ არ შეუძლიათ დიდხანს იყვნენ შეყვარებულები. პირად ცხოვრებაშიც და საქმეშიც ყოველთვის ითვალისწინებენ საზოგადოების აზრს, ამის დამსახურებით უმართლებთ კიდევაც.

3
2060
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიონი
მარიონი
2060
  
2013, 15 ივლისი, 12:32
პირველი სიცრუე, რაც ასტროლოგიაში საკუთარ თავზე წამიკითხავს :)
2012, 9 სექტემბერი, 2:20
გველეშაპის ანუ დრაკონის წელი?
0 1 3