x
ლომჯარია იაკობის პაქტი და დამარცხებული ბავშვები, კიდევ ერთხელ ჩავისვარეთ

image
ტრიპაჩი და სასაცილო ხალხი ვართ, ნინოწმინდის პანსიონის შეფასება მინდა და გთხოვთ სანამ ბოლომდე არ წაიკითხავთ ნუ გამსჯით, მერე თუ ღირსი ვარ რაც გნებავთ ის მომახალეთ!

პრობლემა საყურადღებო იყო ამას არ უარვყოფ, ეს კაცი ნასამართლევი იყო არასრულწოვანზე სექსუალური ძალადობისთვის, თუმცა მერე ისიც გაირკვა რომ როკერიც ყოფილა და დისიდენტიც, მოკლედ ჩვეულებრივი 90 იანი წლების ხვადაგია, არავისზე უარესი ან უკეთესი. საყურადღებოა თავად სახელმწიფოს დაბეჩავება. სახელმწიფოს უწყება, სახალხო დამცველი, დაწესებულების მონიტორინგს ვერ ახდენს(!!!)__აი, მხოლოდ ეს იყო პრობლემა. სახელმწიფოს კონტროლიდან გავიდა ინსტიტუცია ეკლესია, რომელმაც განაცხადა, რომ მე სახელმწიფოს შიგნით არსებული სახელმწიფო ვარ, ასე რომ საზოგადოების აღშფოთებას მეც უერთდები, მაგრამ რაც არ მესმის ეს არის ბავშვების თემა: ატყდა გნიასი, ბავშვები დაფანტეს, არსად დააბინავეს, ეხლა ეს ამბავი რომ მიჩუმათდება ალბათ უკან დაბრუნდებიან, ზოგი კი ვეღარ დაბრუნდება იმიტომ რომ აჰყვა საზოგადოების აღშფოთებას და უნდობლობა გამოავლინა, ხოდა ბევრიც ქუჩაში დარჩება. ჩვენ კი ვერაფერს გავიგებთ, საბოლოოდ ლომჯარიას და იაკობის დაზავებით ვერაფერი გადავწვიტეთ!
იაკობმა დაამტკიცა რომ ის თვითმარველი ორგანოს ხელმძღვანელია და სახელმწიფო აიძულა ენის მოჩლექვით, მუხლმოდრეკილი დაჰყოლოდა ეკლესიის სამადლო კეთილგანწყობას, ანუ პრობლემის მთავარი ამოცანა საზოგადოებამ ცუდად გადაწყვიტა.
რაც შეეხება პანსიონატის ბინადარ ბავშვებს, არც ერთმა ტელევიზიამ არ აგვიხსნა მათი ოჯახური მდგომარეობა, ზოგიერთი ხელმოკლე ოჯახის შვილია, ზოგი უდედმამო, სად უშვებთ ბავშვებს? რახან სიმართლის წერა გადავწვიტე, ბოლომდე გულწფრელი ვიქნები__ ეს არის მომავალი ხელმოცარური ადამიანები! როგორია ბავშვთა თავშესაფრის ბინადრთა დასაქმების პერსპექტივები? თქვენ გგონიათ ისინი უნივერსიტეტში აბარებენ?__გარწმუნებთ რომ არა!
ამ ბავშვების მომავალი შეიძლება განვითარდეს ნორმალურად, ცუდად, ან ძალიან ცუდად:
ნორმალურად: მომავალი ბერ-მონაზონები, შიეძლება მღვდლის კარიერაც; მომავალი შავი მუშები, შეიძლება დაეუფლონ კონკრეტულ ხელობას; გათხოვდნენ კარგ ოჯახში; ისწავლონ მომსახურე სფეროში პროფესია (მიმტანი, მზარეული, მომვლელი, ძიძა);
ცუდად: დაასაქმონ მინიმალური ანაზღაურების ან ანაზღაურების გარეშე (გაეროს კვლევის თანამხად საქართველოში გასულ წელს 100 000 ადამიანის ანაზღაურება თვეში იყო 100 ლარი), ვერ დაეუფლონ ვერც ერთ პროფესიას. აღმოჩნდნენ ორგანიზებული დანაშაულის პერიფერიაზე (ქურდული სამყარო, კრიმინალური რომანტიკა); შექმნან არასტაბილური ოჯახი, თავიანთ პრობლემებს დაუმატონ მათი შვილების დაუცველობა;
ძალიან ცუდად: აღმოჩნდნენ არაორგანიზებული დანაშაულის პერიფერიაზე (მკვლელობა, ყაჩაღობა, ქურდობა, ნარკო ტრაფიკი); გოგონები იქცნენ მეძავებად.
მე ვსვამ კონკრეტულ კითხვას: პანსიონის ბინადარ ბავშვთა მთავარი პრობლემა სასწავლებელში მკაცრი დისციპლინაა, თუ სასწავლებლის დატოვების შემდეგ უპერსპექტივობა?
მე ლიბერალი ადამიანი ვარ, მაგრამ უდედმამო ბავშვების უდისციპლინობა მგონია რომ უფრო შესაძლებელს ხდის ზემოთმოყვანილ „ცუდ და „ძალიან ცუდ“ ცხოვრებისეულ პერსპექტივას ვიდრე პირიქით. განა ლიბერალური მიდგომა არ ამართლებს, პირიქით ეს არის ყველაზე სწორი მეთოდი, მაგრამ ლიბერალური მიდგომა მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, ძალადობა პედაგოგის მარცხია ე.ი. მან კომუნიკაცია არ იცის ან არაპროფესიონალია, მაგრამ პანსიონატში ასეთი კადრების მობილიზაცია რთულია. მეტსაც გეტყვით ასეთი კადრები სკოლებსაც არ ყავს, უბრალოდ იქ ბავშვებს პატრონი ყავთ, ამიტომ ზოგიერთი არაპროფესიონალის ძალადობა გარემობებითაა შეზღუდული. ასეთი კადრები მხოლოდ ფასიან სკოლებს ყავს და მათი დასაქმება პანსიონებში რთულად წარმოსადგენია (მით უმეტეს რეგიონში). სახელმწიფომ პრაქტიკულად პრობლემა ვერ გადაწყვიტა. განა ლომჯარიას შესვლა რას ცვლის?__არაფერს!!!
სამოქალაქო საზოგადოებაც ხომ დუნე და მთხლე გვყავს. მხოლოდ ლაყაფით გამოგვიჭედეს ყურაბი, მაგრამ არაფერი მოიფიქრეს. უნდა შექმნილიყო პედაგოგთა კორპუსი რომელიც პანსიონში შევიდოდა, შემდეგ კი შექმნილიყო საგრანტო ფონდი ნიჭიერი ბავშვებისთვის რომ უნივერსიტეტში ჩაებარებინათ რომ მათთვის ვერტიკალური მობილობის გზა გაიხსნას, ხოდა რა გააკეს?__არაფერი!
საქართველოს მდიდრები ხო ასევე უვარგისი მეჯღანუაშვილები, იცით რატომ? არც ერთი გამდიდრებულა გამოგონებით, შექმნით და წარმოებით... რატომ არ გაიღეს ფული, არ შექმნეს სწავლის ფონდი, დააფინანსეს კერძო სკოლებში ბავშვების სწავლა?
კერძო სკოლები ასევე მერკანტიული ოპორტუნისტები! გაინაწილეთ ბავშვები და ასწავლეთ უფასოდ! ყველა გაჩუმდა.
ხოდა, 10 წლის შემდეგ როცა ხოშიანად გაგისივდებათ რესტორნის პურ-მარილით მუცლები, ისე რომ ჭარბი ღვინო ღიპზე პერანგის ღილს შეგხსნით, მაშინ გაგახსენდებათ რომ სახლში მისვლა ადრეა, ქალაქ გარეთ მაგარი ქალები ყავთ კაი ფასში, ხოდა ძმაკაცურად დააწვებით ღრეობის დასაგვირგვინებლად. ზუსტად მანდ დაგხვდებათ პანსიონატის კურსდამთავრებული გოგოები, კარგად მაინც გადაუხადეთ!
0
111
1-ს არ მოსწონს
ავტორი:VeritasForYou
VeritasForYou
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0