საქართველო რა ქნას, მოშივდა საბრალოს-სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე 2021, 17 ივნისი, 12:58 საქართველის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძის ტელეინტერვიუს ეხმაურება, სადაც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს ექა- პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. "რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? - სააკაშვილის ლანძღვა.
იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერ-ჯერობით ივანიშვილის საქართველოში...
არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე.
იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე, გაჭირდება ეგ ამბავი."-წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.
TV პირველის ეთერში გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ცდილობდა სააკაშვილის გამოსწორებას, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა.
“მიხეილ სააკაშვილმა არც აქამდე მისცა და არც არასდროს აძლევს გასაქანს ახალი თაობის მიდგომებს ნაცმოძრაობაში. ის საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არ უნდა, რომ დაინახოს ლიდერობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობას განვითარების პერსპექტივა არ აქვს. ეს თავის დროზე ვცადე მეც, სცადეს სხვებმაც. ვფიქრობ, ჩემს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი დრო, რაც გავაცდინე, ეს იყო 2018-2020 წლები, როცა მეგონა, რომ მას შევცვლიდი. მისი გასწორება არ იქნება. ვწუხვარ, მინდოდა, რომ სხვანაირი ყოფილიყო მისი როლი, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ეს.”-თქვა ვაშაძემ 159 3-ს მოსწონს
|