საზოგადოება ჰიტლერის არგენტინული კვალი. FBI-ის გასაჯაროვებული დოკუმენტები (ვიდეო) 2021, 10 ივნისი, 9:29 2019 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ, გამოქვეყნებული იქნა დოსიე, რომელიც შეიცავს დოკუმენტებს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში, სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ არგენტინაში, ადოლფ ჰიტლერის ძებნის შესახებ. ამერიკის იმდროინდელი დაზვერვის სამსახურის-სტრატეგიული სამსახურების სამმართველოს სფეროს არ წარმოადგენდა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, ეს ტერიტორია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) სფერო იყო. ქვემოთ წარმოდგენილი მასალა, ვლადიმირ აბარინოვმა გამოაქვეყნა საიტზე www.svoboda.org. (ვლადიმირ აბარინოვი-"радио свовода"-ს შტატგარეშე კორესპონდენტი ვაშინგტონში): დასავლეთის მოკავშირეებისთვის, ჰიტლერის ბედის საკითხი მაშინ ღიად რჩებოდა. 1945 წ. 20 მაისს, სტალინმა უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ ფიურერი მკვდარია-დამწვარი გვამის კბილები ამოიცნეს რენდგენის სურათების მიხედვით, რომელიც მისი პირადი დანტისტის კაბინეტში ნახეს. ამ ძიებების ისტორია, 1965 წელს დეტალებში მოყვა სპეციალური დანიშნულების ჯგუფის თარჯიმანმა, ელენა რჟევსკაიამ. 2002 წელს ვმუშაობდი ჰიმლერის გაქცევის მასალაზე და ვთხოვე ჩემს კოლეგას და თანაავტორს, ლეონიდ ველეხოვს, შეხვედროდა ელენა რჟევსკაიას და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა: შეცდომა გამორიცხულია. თუმცა, სტალინი საჭიროდ მიიჩნევდა დაემალა ეს ინფორმაცია მოკავშირეებისთვის. მეტიც: იგი დაჟინებით არწმუნებდა ყველას, რომ ჰიტლერი ცოცხალია და იგი სწორედ მოკავშირეებს უნდა ეძებნათ. მაისის ბოლოს, მას საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ ტრუმენის სპეციალურ წარმომადგენელთან: "იქნებ ჰიტლერი იაპონიაში იმყოფება. საბჭოთა დაზვერვისთვის ცნობილი იყო, რომ გერმანელებს 3-4 წყალქვეშა ნავი ჰქონდათ, რომლებიც ასრულებდნენ რეისებს იაპონიასა და გერმანიას შორის და იაპონიაში გადაჰქონდათ მნიშვნელოვანი, ძვირფასი ტვირთი და ვალუტა." (ციტატა ლევ ბეზიმენსკის წიგნიდან "ოპერაცის მითი"). ივლისში, "დიდი სამეულის" კონფერენციაზე, პოტსდამში, სტალინმა ტრუმენთან და სახელმწიფო მდივან, ბირნსთან საუბარში გამოთქვა აზრი, რომ ჰიტლერი იმალება ესპანეთში ან არგენტინაში. და მოკავშირეები ნამდვილად ეძებდნენ ჰიტლერს. დოსიეში მოცემულია ფედერალური ბიუროს ლოს-ანჯელესის განყოფილების 1945 წლის 21 სექტემბრის ანგარიში. სახელები შავი ტუშით არის დაფარული, მაგრამ მე შევძელი მათი აღდგენა სხვა დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ადრე იყო გამოქვეყნებული. განყოფილების შეფის მოხსენებით, გაზეთ Los Angeles Examiner-ს რეპორტიორს, სიდ ჰიუზს, მიმართა მსახიობმა რობერტ დილიონმა და მოუთხრო, რომ ჰოლივუდის რესტორანში გაიცნო არგენტინელი გაიდანო. გაიდანო მოუყვა რეპორტიორს, რომ ის ერთ-ერთი იყო იმ ოთხ ადამიანთაგან, რომელიც დახვდა ჰიტლერს და მის თანმხლებ პირებს არგენტინის ატლანტის სანაპიროზე, კერძოდ ვალდესის ნახევარკუნძულზე, სან-მატიასის ყურეში. ეს დახვედრა ბერლინის დაცემიდან დაახლოებით ორკვირანახევრის შემდეგ მოხდა. გაიდანოს სიტყვებით, დაახლოებით საღამოს 11 საათზე, ნახევარკუნძულს მოადგა წყალქვეშა ნავი, საიდანაც გადმოვიდა მამაკაცების ჯგუფი. ორი საათის შემდეგ მეორე წყალქვეშა ნავი ამოვიდა ზედაპირზე. იქ იმყოფებოდნენ ჰიტლერი, მისი ექიმი, ორი ქალბატონი და რამდენიმე მამაკაცი. მოსულების საერთო რაოდენობა დაახლოებით 56 კაცი იყო. მათთვის ცხენები იყო გამზადებული. განთიადისას ჯგუფი დაიძრა სამხრეთ ანდებისკენ და შებინდებისას უკვე რანჩოზე იყვნენ. ჰიტლერი ახლაც იქ იმალება. შესრულებული სამუშაოსთვის გაიდანომ 15 ათასი დოლარი მიიღო, რის შემდეგაც საჭიროდ ჩათვალა აშშ-ში გაქცევა. თუ მას თავშესაფარს მისცემდნენ, ის მზად იყო დაესახელებინა არგენტინის იმ 6 მაღალი თანამდებობის პირის გვარები, რომელთა ბრძანებითაც მოხდა ევაკუაციის ორგანიზება, აგრეთვე დაუსახელებდა ადამიანს, რომელსაც შეეძლო FBI აგენტების რანჩოზე მიყვანა. გაიდანოს სიტყვებით ჰიტლერს სტანჯავდა ასთმა და წყლული. ულვაშები გაპარსული ჰქონდა. FBI-მ სცადა გაიდანოს მოძებნა, მაგრამ ლოს-ანჯელესის და ჰოლივუდის პოლიციის კართოტეკებში, ადამიანი ასეთი ან მსგავსი სახელით არ მოიძებნა. უარყოფითი შედეგი იყო იმიგრაციის სამსახურის დოკუმენტებშიც. შემდგომ გამოძიება აღარ გაგრძელებულა. ეს იყო მხოლოდ პირველი, უამრავი გამოძიებიდან. ჰიტლერზე მონადირე ენთუზიასტები ცდილობდნენ FBI-ის დირექტორის, ედგარ ჰუვერის დახმარებას: უგზავნიდნენ ჯგუფურ ფოტოებს, რომელზეც ჰიტლერი "ამოიცნეს"; გადასცემდნენ ჭორებს, ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ადგილსამყოფელების შესახებ; ერთი ამერიკელი კი თურმე პირდაპირ შეეფეთა ჰიტლერს ვაშინგტონის რესტორანში. კიდევ ერთმა ენთუზიასტმა სცადა დახმარება, როცა გაიგო, რომ FBI-ს არ ჰქონდა ჰიტლერის თითის ანაბეჭდები. მიუთითა ცნობილი ქირომანტის, ჯოზეფ რანალდის წიგნზე "როგორ ამოვიცნოთ ადამიანები ხელისგულის მიხედვით" (გამოცემული 1938 წ.). ამ წიგნში ნამდვილად არის ხელისგულის ფოტო, რომელზეც ავტორი ამბობს, რომ ის ფიურერის ხელისგულია და აანალიზებს მას, მაგრამ გაუგებარია, საიდან მოხვდა ეს გამოსახულება მასთან. იყო უფრო სერიოზული მინიშნებებიც. 1945 წ, 13 ნოემბერს, ჰუვერმა წერილი გაუგზავნა ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს ბუენოს-აირესში, რომელსაც სთავაზობდა, განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ იდა ეიხჰორნისთვის, არგენტინის მაღალი ფენის წარმომადგენლისთვის და ოტელ El Eden-ის (მდებარეობდა არგენტინის საკურორტო ქალაქ ლა-ფალდაში) მფლობელისთვის. წყაროდ მიუთითებდა სტრატეგიული სამსახურების სამმართველოს ინფორმაციას. იდა ეიხჰორნი (სტრატ. სამსახ. სამმართ. ინფორმაციით) ცნობილი იყო, როგორც ჰიტლერის აქტიური მხაედამჭერი და მისი პირადი მეგობარი, და ცოტა ხნის წინ, თითქოს ამბობდა, რომ თუკი ფიურერს უსაფრთხო თავშესაფარი დასჭირდებოდა, მას ყოველთვის შეუძლია მიემართა იდას ოტელისთვის. ცნობილი თავის ფუფუნებით, ოტელი El Eden (სამოთხე) ლა-ფალდას ღირსშესანიშნაობაა. იქ ჩერდებოდნენ არგენტინის ოთხი პრეზიდენტი, უელსის ჰერცოგი, ალბერტ ეინშტეინი და არტურ ტოსკანინი. ის გერმანული თემის ერთ-ერთი კულტურის ცენტრი იყო. იქ იკრიბებოდა საზოგადოება, რათა რადიოთი მოესმინა ფიურერის გამოსვლები. სპეციალურად ამ გადაცემების მისაღებად დამონტაჟებული იქნა ანძა ანტენით. იდა და მისის მეუღლე, ვალტერ ეიხჰორნი თანხებს აგროვებდნენ ნაცისტების პარტიისთვის ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ის მმართველი პარტია გახდებოდა. ერთგულებისა და დახმარებისთვის ჰიტლერმა ეიხჰორნებს "მერსედეს-ბენცი" აჩუქა. 1945 წლის მარტში, როცა არგენტინამ გერმანიას ომი გამოუცხადა, მოახდინეს ოტელის კონფისკაცია, როგორც "მტრის საკუთრება". ასე რომ, იდა, თავისი დიდი სურვილის მიუხედავად, ფიურერს ვერ მისცემდა იქ თავშესაფარს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ჰიტლერი ცხოვრობდა ბავარიული სტილის სახლში, არგენტინის ქალაქ ვილია-ლა-ანგოსტურაში, ჩილეს საზღვართან, ნაუელ-ნაპის ტბის სანაპიროზე, რომელიც ძალიან ჰგავს გერმანიის მთის ტბებს. თითქოს მას და ევა ბრაუნს შეეძინათ ქალიშვილი ურსულა, 1954 წელს ევა და ურსულა გადავიდნენ საცხოვრებლად პატაგონიაში, ქ. ნეუკენენში, ფიურერი კი 1962 წელს გარდაიცვალა. ბავარიული სტილის სახლი, ქ. ვილია-ლა-ანგოსტურა. არგენტინადა ბოლოს, კიდევ ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც ისევ ლის-ანჯელესის განყოფილებიდანაა მიღებული. სამწუხაროდ ამ დოკუმენტში ძალიან ბევრი ჩანაწერია გადაშლილი შავი ტუშით, მაგრამ მაინც შიეძლება იმის გაგება, რომ FBI-ის წყარო არის ფრანგი-წინააღმდეგობის ყოფილი მონაწილე (участник Сопротивления), რომელიც 1947 წელს აღმოჩნდა ბრაზილიაში. ქ. რიუ-გრანდეს (ურუგვაის საზღვართან) მდებარეობს პატარა ქალაქი კასინო, იქ კი გრანდ-ოტელია, რომლის მეპატრონეებიც საღამოს შოუებით ართობდნენ სტუმრებს. ერთ-ერთ ასეთ წარმოდგენაზე მრავალრიცხოვანი პუბლიკა შეგროვდა, ძირითადად გერმანელები. როცა სასადილო დარბაზში სინათლე ჩააქრეს, დარბაზში შემოვიდნენ და სცენის წინ მდგარ გრძელ მაგიდასთან ადგილი დაიკავა თერთმეტმა მამაკაცმა და ქალმა. სცენის სოფიტების შუქზე თვითმხილველმა მოახერხა მათი შეთვალიერება: FBI-ის ძიებებს წარმატებები არ მოუტანია, და არც შეიძლებოდა ასე დასრულებულიყო. მაგრამ ლეგენდა ჰიტლერისა და ევა ბრაუნის არგენტინაში გაქცევის შესახებ დღემდე ცოცხლობს. ისრაელის კონორეჟისორმა-დოკუმენტალისტმა ნოამ შალევმა ამის შესახებ გადაიღო ფილმი, მათ შორის ლა-ფალდას შესაძლო თავშესაფრის შესახებ.
იხილეთ შემდეგი სტატიები:მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა შესაძლოა, ამ ვილაზე ჩაუტარდათ გაქცეულ ნაცისტებს სახის პლასტიკური ოპერაციები გულთამპყრობელი ადოლფ ჰიტლერი და მისი ქალები, რომელთა უმეტესობას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა ნარკომანი ბელადები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები... ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ორეული "კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით ემირატების პრეზიდენტი იმდენად მდიდარია, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენ რეზიდენციას ფლობს მსოფლიოში საზარელი ფაქტები ჰენრი ჰოვარდზე და მისი "სიკვდილის სასტუმრო" (ფულის შოვნის მეთოდები) 548 5-ს მოსწონს
|