x
image
თამილა გურაშვილი
პენტაგონის პროგრამის ყოფილმა ხელმძღვანელმა აშშ – ს ბირთვულ ობიექტებზე უცხოპლაეტელთა ობიექტების შეტევის შესახებ განაცხადა
image



პენტაგონის "ანომალიური კოსმოსური საფრთხეების" მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გასაიდუმლოებული პროგრამის ყოფილმა დირექტორმა ლუის ელიზონდომ თქვა, რომ დაუდგენელმა მფრინავმა ობიექტებმა პირდაპირი გავლენა მოახდინეს აშშ-ს ბირთვულ დანადგარებზე. ექსპერტმა ასეთი განცხადება გააკეთა გაზეთ Washington Post- თან ინტერვიუში.







”ჩვენს ქვეყანაში უკვე ყოფილა შემთხვევები, როდესაც უცნობი საჰაერო ფენომენები ჩაერივნენ და ფაქტიურად გამორთეს ჩვენი ბირთვული პოტენციალი. იმავე კონტექსტში გვაქვს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ სხვა ქვეყნებშიც ისინი ჩაერივნენ მათ ბირთვულ ტექნოლოგიებში და ფაქტობრივად ჩართეს და აამოქმედეს. ამიტომ, ეს ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია."- თქვა ელიზონდომ.






მისივე თქმით, არსებობს "გარკვეული სახის თანხვედრა ან რაიმე სახის გადაკვეთა უცხოპლანეტელებს, ან უცნობ საჰაერო ობიექტებს და ჩვენს ბირთვულ ტექნოლოგიებს შორის".




"უფრო მეტიც, იგივე დაკვირვებები გაკეთდა საზღვარგარეთ სხვა ქვეყნებში. მათ ასევე, ჰქონდათ იგივე ინციდენტები, ამიტომ ეს ფაქტი მეტყველებს გლობალური პრობლემის შესახებ."- თქვა მან.






”მე ვფიქრობ, რომ ამ დროისთვის საკმარისი მონაცემები არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ისინი (უცხოპლანეტელები) დაინტერესებული არიან ჩვენი ბირთვული ტექნოლოგიებით და ამ ბირთვულ ტექნოლოგიებში ჩარევის შესაძლებლობით, - აღნიშნა გასაიდუმლოებული სამხედრო პროგრამის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ყურადღება გაამახვილა ”მათ ინტერესზე ბირთვულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული ჩვენს შესაძლებლობებზე. ”






მან კომენტარი გააკეთა აშშ – ს სადაზვერვო მონაცემების შესახებ, რომლის გასაიდმლოებული ვერსია კონგრესს 25 ივნისს წარედგინება. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რო მუცნობი საჰაერო ობიექტები არ არის რუსეთის, ჩინეთის ან შეერთებული შტატების შექმნილი ტექნოლოგია.





"ამ კვირაში, ჩვენ შევისწავლეთ მენეჯმენტის უმაღლესი დონის დისკუსიების შესახებ, რომლებიც საბოლოოდ ამ ანგარიშში ამტკიცებს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს არ არის ჩვენი ტექნოლოგია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ ორი ვარიანტია დარჩენილი, ეს ისევ უცხოპლანეტელების ობიექტია, ან საერთოდ რაღაც სხვა. ჩემი საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ არის რუსული ან ჩინური ტექნოლოგია."- დაასკვნა ექსპერტმა.






”ჩვენ ვნახეთ ეს ობიექტები, ისინი დაფიქსირებულია, არა მხოლოდ ჩვენს ატმოსფეროში, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიანიშნებს იმაზე, რომ მათ წყლის ქვეშაც ადევნებდნენ თვალყურს.” - დასძინა ელიზონდომ და თქვა, რომ უცხოპლანეტური ტექნოლოგია განვითარების მაღალ დონეზეა.





მანამდე აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საღამოს შოუს დროს განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია უცხოპლანეტელების შესახებ. მან აღიარა, ლაბორატორიების არსებობის შესახებ, სადაც უცხოპლანეტელების ნიმუშების ან მათი კოსმოსური ხომალდების შენახვაა შესაძლებელი. ამასთან, ობამამ აღიარა მატერიალის არსებობა, რომელზეც აუხსნელი გზით მოძრაობენ ობიექტები.






2021 წლის აპრილში პენტაგონმა დაადასტურა უცხოპლანეტელთა ობიექტის კადრების ნამდვილობა, სადაც ჩანს, რომ ობიექტმა სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროებთან საბრძოლო გემს გადაუფრინა. დეპარტამენტის სპიკერმა, სიუზან გოფმა განმარტა, რომ მფრინავი ობიექტის ფრაგმენტები მომავალი გამოძიების ნაწილია და დოკუმენტური ფილმის რეჟისორმა ჯერემი კორბელმა კი ეს გადაიღო ფილმში.

0
772
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
772
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0