საქართველო ნინოწმინდის პანსიონი როგორც სახეწლმიფოს დაავადების სიმტპტომი 2021, 5 ივნისი, 21:00 ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ობმუსმენის მრავალი მოთხოვნის მუხედავად მონიტორინგი ვერ შედგა, არადა კანონი რომელიც ომბუდსმენის მოთხოვნას შეაკავებს არ არსებობს.უარი პირდაპირ სხალთის მთავარეპისკოპისის, მეუფე სპირიდონისგან მოდის, მეუფე სპირიდონი, ჯერ კიდევ 80 იან წლებში ნასამართლევია არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის. საუბარია კიდევ ოთხ შესაძლო დანაშაულზე რომელიც პანსიონში შედგა და საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას. ამას რომ თავი დავანებოთ, მისივე გავრცელებულ ვიდეო კადრებში სადაც სცადა საზოგადოების დამშვიდება, ნამდვილ საზარელ ფაქტთან გვაქვს საქმე __ ეს არარის პედაგოგიკა ეს არის ადამიანის დათრგუნვა, რომელიც არ ჰგუობს განსხვავებულ აზრსა და თავისუფლებას.
ამ ფაქტში ჩემთვის მთავარი ორი პრობლემაა: პირველი ბავშვები, ხოლო მეორე სახელმწიფო ინსტიტუტები.
მე პედაგოგი ვარ, ჩემთვის წარმოუდგენელია მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის ბიოლოგიის, სამოქალაქო განათლების გაკვეთილების დაწყება ლოცვით. კარგად გამიგეთ თავად ლოცვაშია კი არ არის პრობლემა, არამედ მიდგომაში, ასეთი პათოსით დაწყებულ გაკვეთილში, კაცობრიობის ევოლუცია პიტეკანთროპიდან ჰომოსაპიენსამდე არასდროს შემდგარა; არც ნივთიერებათა გარდაქმნის ქიმიური პროცესი შედგა ქიმიური კანონზომიერებით, არც სამყარო მოწესრიგებული ფიზიკის კანონებით... ჩემთვის სწორედ ეს არის სამწუხარო, რომ ბავშვებს მეცნიერებას არ ასწავლიან.
მეორე პრობლემა კი გახლავთ სახელმწიფოს ინსტიტუტების დასუსტება. უკვე მერამდენედ მიდის ხელისუფლება ეკლესიასთან დაუშვებელ კომპრომისზე. ეს შემთხვევა კი უკიდურესად სამარცხვინოა, იმიტომ რომ კონფლიქტის მიზეზია არა რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა, არამედ ბავშვები, რომელიც არავინ იცის რა ყოფაში არიან! ხელისუფლებას არ ყოფნის ლეგიტიმაცია რომ კანონით არსებული ძალით იმოქმედოს და პრაქტიკულად კერძო პირის წინააღმდეგობა დაძლიოს.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა პარტიის შექმნაც დაანონსა და ნაციონალურ მოძრაობის სავარაუდო დაუბრუნებას შეიარაღებული დაპირისპირებით დაემუქრა. აქ თავისთავად ამ განცხადების შინაარსი კი არ არის საინტერესო არამედ ფაქტი, თუ როგორ დასუსტდა ინსტიტუტები და გაძლიერდა პერსონალიები.
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, 10 წლის წინ სამღელოების უმაღლეს იარარქიის პერსონალიებს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ იცნობდა, სავარაუდოდ ეკლესიის საჭე ილია მეორეს მტკიცედ ეპყრა, დღეს კი პრაქტიკულად პოსტ-ილიას II-ს ქართული ეკლესიის მდგომარეობაში ვართ. საეკლესიო პირები პოპულარულები გახდენენ და არც ისე კარგი რეპუტაციით! ზოგი ცილისწამებით, ზოგი ჟურნალისტის ცემით, ზოგი ძვირადღირებული ქონებით, ზოგი ხატის მიტაცებით, ზოგი ინფლუენსერობით, ზოგი მიზოგენიით, ზოგი მაჩო- სექსუალური ამპლუით... ვაკვირდები გაპოპულარულებულ მეუფეებს შორის ერთი ჭკვიანი ადამიანი არ მახსენდება ვისაც შეიძლება აზრი ჰკითხო, დახმარება სთხოვო და სულიერებაზე ესაუბრო.
ქართველ პოლიტიკოსებშიც გამბედაობა და ლეგიტიმაცია არც ერთს ყოფნის რომ პრობლემაზე ხმამაღლა ისაუბროს. თუ ვინმე საუბრობს ე.ი. პოლიტიკური კაპიტალი აღარც აქვს და არაფრის ეშინია, ხოლო ვისაც დასაკარგი აქვს, ის ამ თემაზე საუბარს ერიდება და თუ ვინიცობაა და ჩაეკითხები, სანამ პრობლემამდე მივა იმოდენა სიტყვაკაზმულ შესავალს გაუკეთებს მართლმადიდებლობის როლს ქართველი ერის ისტორიაში, თითქოს დისერტაცია აქვს დასაცავი და აუდიტორია შესამზადებელი, რაც რა თქმა უნდა სიყალბე და თვალთმაქცობაა.
სახელმწიფო ვერ გადაწყვეტს ეკლესიასთან ურთიერთობის პრობლემას, იმიტომ რომ ეკლესიის როლის ზრდა პირდაპირ კავშირშია სიღარიბის ზრდასთან. ამიტომ მე არ ვარ ფორსირებული მოქმედების მომხრე თითქოს ეკლესიას დაფინანსება შეუწყვიტონ, იმიტომ რომ სახელმწიფო სოციალური კონფლიქტისთის მზად არ არის. სახელმწიფოს არ შეუძლია საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად როგორ უნდა დაუპირისპირდე ორგანიზაციას, რომელიც პლაცებოს ეფექტის გავრცელებას და მომსახურებას უზრუნველყოფს?
ასევე საბავშო პანსიონების გაუქმებაც ზედმეტად მიმაჩნია, იმიტომ რომ ხალხს ავიწყდება რომ იქ ყველაზე მიუსაფარი ოჯახის ბავშვები ცხოვრობენ, სამოქალაქო საზოგადოებას არ გამოუთქვამს კონკრეტული გზები თუ სად დააბინავებენ ბავშვებს. მე ვთავაზობ თბილისის კერძო სკოლებს გაინაწილონ ბავშვები უსასყიდლოდ, მზად ხართ? მაშინ თანახმა ვარ, გავაუქმოთ!__თუ არა, მაშინ რას თავაზობთ?
266 შეფასება არ არის
|