x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„დედა და მამა ამ გენიოსმა კაცმა გადამირჩინა“ - ნოდიკო ტატიშვილი ლევან რატიანს
image


ცნობილი ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარ რეანიმატოლოგს, ლევან რატიანს მშობლების გადარჩენისთვის მადლობას უხდის. როგორც ირკვევა, მომღერლის მშობლები კოვიდ ინფიცირების შემდეგ სწორედ რატიანის კლინიკაში მოხვდნენ და საბედნიეროდ, სიკვდილს გადაურჩნენ.

.

„არც ვიცი ისეთი მადლობა როგორ გადავუხადო, ამ სასწაულ პიროვნებას და ექიმს, როგორსაც იმსახურებს.


.

დედა და მამა ამ გენიოსმა კაცმა გადამირჩინა და ხელიდან გამოგლიჯა ვერაგ კოვიდს!

.

რომ არა ლევან რატიანი, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ დასრულდებოდა!

ძეგლი ეკუთვნის და უდიდესი გაფრთხილება ასეთი უმაღლესი დონის პროფესიონალს თავისი სუპერ გუნდით, რომლებიც არაფერს იშურებენ პაციენტებისთვის!

.

ლევან, მიყვარხარ! მადლობა ჩემი მშობლების გადარჩენისთვის და მადლობა ყველაფრისთვის!“ – წერს ნოდიკო ტატიშვილი.

.

ლევან რატიანი — ცნობილი ქართველი ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია. არის მედიცინის აკადემიური დოქტორი. არის თსსუ-ის პირველი საუნივესისტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი. ეს კლინიკა კოვიდ პანდემიის დაწყების შემდეგ ინფიცირებულთა განკურნების პროცესში ყველაზე აქტიურადაა ჩართული. ასევე ამავე კლინიკამ გამოაჯანმრთელა შატილის ტრაგედიის დროს, ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსის სამი გადარჩენილი მგზავრი. ისინი სწორედ ლევან რატიანმა მიიღო და უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად ისინი სახლში გაწერეს.


2020 წელს ლევან რატიანი გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. მას ეს წოდება მერიის გადაწყვეტილებით თბილისობის ღონისძიებაზე მიენიჭა.

0
137
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0