საქართველო "ამ სიცხეში ეს ხალხი უწყლოდ დიდხანს ვერ გაძლებს და ამათ არ მოგაკვლევინებთ თქვენ!" - ბაია პატარაიას გამოხმაურება შუქრუთელებს 2021, 4 ივნისი, 20:36 "კატეგორიულად მოვითხოვთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ჯორჯიან მანგანეზი - Georgian Manganese წარმომადგენლები მოვიდნენ შუქრუთელებთან და აწარმოონ მოლაპარაკება.
ამ სიცხეში ეს ხალხი უწყლოდ დიდხანს ვერ გაძლებს და ამათ არ მოგაკვლევინებთ თქვენ!" - ასე გამოეხმაურა ბაია პატარაია თბილისში ამერიკის საელჩოსთან შუქრუთელი მოსახლეობის აქციას, სადაც დღეს პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს.
ფოტო: ბაია პატარაიას ფეისბუქ გვრდიდანშეგახსენებთ, რომ ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს "ჯორჯიან მანგანეზის" მადნის მომპოვებელ სამუშაოებს. სოფლის მკვიდრი მოსახლეობა კომპანიისგან იმ კომპენსაციას მოითხოვს, რაც კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს მოჰყვა, კონკრეტულად კი - ნაწილობრივ, ან სრულად დაენგრათ სახლები.
მათ ერთი თვის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართეს და სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა, თუმცა უშედეგოდ - მაინც არ დაინტერესებულა მათით მთავრობა, ამიტომ მოსახლეობამ პროტესტი თბილისში ამერიკის საელჩოსთან გადაიტანა.
138 შეფასება არ არის
|