x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"ამ სიცხეში ეს ხალხი უწყლოდ დიდხანს ვერ გაძლებს და ამათ არ მოგაკვლევინებთ თქვენ!" - ბაია პატარაიას გამოხმაურება შუქრუთელებს
"კატეგორიულად მოვითხოვთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ჯორჯიან მანგანეზი - Georgian Manganese წარმომადგენლები მოვიდნენ შუქრუთელებთან და აწარმოონ მოლაპარაკება.
ამ სიცხეში ეს ხალხი უწყლოდ დიდხანს ვერ გაძლებს და ამათ არ მოგაკვლევინებთ თქვენ!" - ასე გამოეხმაურა ბაია პატარაია თბილისში ამერიკის საელჩოსთან შუქრუთელი მოსახლეობის აქციას, სადაც დღეს პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს.
image
ფოტო: ბაია პატარაიას ფეისბუქ გვრდიდან
შეგახსენებთ, რომ ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს "ჯორჯიან მანგანეზის" მადნის მომპოვებელ სამუშაოებს. სოფლის მკვიდრი მოსახლეობა კომპანიისგან იმ კომპენსაციას მოითხოვს, რაც კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს მოჰყვა, კონკრეტულად კი - ნაწილობრივ, ან სრულად დაენგრათ სახლები.
მათ ერთი თვის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართეს და სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა, თუმცა უშედეგოდ - მაინც არ დაინტერესებულა მათით მთავრობა, ამიტომ მოსახლეობამ პროტესტი თბილისში ამერიკის საელჩოსთან გადაიტანა.
0
138
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0