კონფლიქტები ბორდერიზაცია ––საქართველოს ღია ჭრილობა 2021, 3 ივნისი, 23:26 საქართველოს უსაფთხოების ყველაზე მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს ბორდერიზაციის პროცესი. რუსეთის მხარე პერიოდულად დამარცხებული ომში მიყენებულ ჭრილობებებს ხსნის, მარილს აყრის და კერავს. ბორდერიზაცია 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდგომი პროცესია, რაც საქართველოსა და თვითაღიარებული „სამხრეთ ოსეთს რესპუბლიკას“ შორის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მავთულხლართების მონტაჟს გულისხმობს. ბორდერიზაციის პროცესი 2011 წელს დაიწყო და საოკუპაციო ხაზმა 32 სოფელი მოიცვა. საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ია, გარდა ამისა საოკუპაციო ხაზის გასწრივ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ 52 კმ სიგრძის მავთულხლართებია გავლებული. საქართველოს მთავარ სატრანსორტო მაგისტალამდე დარჩენილია 350 მეტრი. საზღვრის მიღრმა მოხვედრილია ბაქო სუფსის მილსადენი. ადგილობრივ მოსახლეობა ვერ მიდის სახნავ-სათეს მიწებთან. ბორდერიზაცია დღესაც გრძელდება. ბორდერიზაცია უკიდურესად არაჰუმანური და ცინიკური აქტია: საქართველოს მოქალაქეემ შეიძლება დაიძინოს საქართველოში და გაიღვიძოს ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ და უნებლიედ იქცეს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ უკანანო საზღვრის დამრღვევად, რაც ნიშნავს პატიმრობას გაურკვეველი ვადით, ისე რომ პატიმარს არ აქვს დაცვის უფლება. მაგალითისთვის მინდა მოგიყვანოთ შემთხვევა: 2019 წლის 7 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის მდებარედ, სოფელ გუგუტიანთკართან მორიგი უკანანო საზღვრის გავლების შედეგად სოფელში მცხოვრები ორი ოჯახის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ოჯახები იძულებულნი გახდნენ, საოკუპაციო ძალების მიერ განსაზღვრულ ვადაში, საკუთარი სახლები დაეშალათ და ნაწილები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაეტანათ. ბორდერიზაციის პროცესი მოიცავს მოქალაქეთა უკანონო გატაცების ათეულობით შემთხვევას: გატაცების საფუძველი როგორც მოგახსენეთ საზღვრის უკანონო გადაკვეთაა. ამ აბსურდული ბრალდებით, საქართველოს მოქალაქეებს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იტაცებენ ცხინვალის რეგიონში. გატაცების პროცესს ახლავს ძალადობა. რუსი სამხედროები უსიტყვო, უპირობო მორჩლების მისაღწევად, მოქალაქეებს ესვრიან დამიზნებით, არის მძიმედ დაჭრის შემთხვევებიც. აღსანიშნავია რომ, დაპატიმრებულთა უმრავლესობა უწყინარ საქმიანობის დროსაა გატაცებული, როგორიცაა ხვნა-თესვა, სოკოს კრეფა, ფიჩხის შეგროვება და ა.შ. ცხინვალის რეჟიმის ბოროტების განსახიერებაა ექიმ ზაზა გაფრინდაშვილის გატაცება, რომელიც 2019 წ. 9 ნოემბერს სოფელ ორჭოსანთან გაიტაცეს, რომელიც დაშავებულთა მოსანახულებლად იმყოფებოდა (მათ შორის ოსების!). ექიმი რამოდენიმე თვე გახლდათ უკანონო პატიმრობაში, გამოშვების პირობა გახდა ღირსების შემლახველი აღარება, რომ მან „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ საზღვარი გადაკვეთა. გატაცებულ მოქალაქეებზე მიმდინარეობს მრავალდღიანი ღირსების შემლახავი ვინაობის გამოკვლევა. თუ ვინიცობაა და 2008 წლის ომში მონაწილეობა მიიღეთ, საქართველოს შეარაღებული ჯარების მოსამსახურე ხართ, ან უბრალოდ ჯარისკაცის დედა, ძმა ან მამა, მაშინ თქვენი ბედი შესაძლოა არჩილ ტატუნაშვილივით დასრულდეს, რომელიც რამოდენიმე კვირიანი წამების შემდეგ მოკლეს. საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, ოსური მხარე გარდაცვლილს 2 თვე არ თმობდა. მიზეზი გალხდათ ოსი „სამართალდამცავების“ ბრიყვული მეამიტობა, რომ იქნებ გვამის ხრწნას წამების კვალი გაექრო. ბორდერიზაციის შედეგი აისახება საქართველოს სახელმწიფოზე. ხელისუფლება პრაქტიკულად ვერ პოულობს გამოსავალს. რეგიონს აკვირდება ევროკავშირის მონიტორინგის მისია. ქართული პოლიცია ერიდება რუს სამხედროებთან დაპირისპირებას. ხელისუფლებას კი არ აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გადაწყვიტოს პრობლემა! შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში აცხადებს: “ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც შეიძლება ხშირად არის აღქმული, როგორც მოცემულობა, ესაა, ის, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა. პირობითია ეს მშვიდობა, როცა ბორდერიზაცია მიდის, პროვოკაციებია, მაგრამ ჩვენ გვაქვს მშვიდობა...ქვეყანას ეძლევა წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ, კონფლიქტის მოგვარებისთვის გასაღებია.“ __ ინტერვიუს ამონარიდი პრაქტიკულად აჯამებს ხელისუფლების უსუსურობას და არაეფექტურობას, რომელსაც ემატება თვითკმარობის ილუზია, რეალობა კი სხვაგვარია: საქართველოს მთვარობამ მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა გასწიოს, რამოდენიმე მიმართულებით: 28 შეფასება არ არის
|