x
image
ირინა მ.
შესაძლოა, ამ ვილაზე ჩაუტარდათ გაქცეულ ნაცისტებს სახის პლასტიკური ოპერაციები
image


ცოტა ხნის წინ, ბრიტანული დოკუმენტური სერიალის "ნაცისტების საიდუმლო ბაზები"-ის შემქმნელებმა, ინტერვიუ აიღეს პედრო ფუმეროსგან, კანარის კუნძულ ფუერტევენტურაზე მდებარე უცნაური ვილის მეპატრონისგან. ამ ვილის შესახებ უკვე დიდი ხანია სხვადასხვა საშინელი ჭორები დადის.

შენობა სახელწოდებით კასა ვინტერი (Casa Winter) (კანარის არქიპელაგი, კუნძული ფუერტოვენტურა) ის ადგილია, სადაც ადგილობრივი უამრავი ჭორის მიხედვით გაქცეულ ნაცისტებს, მათ შორის ადოლფ ჰიტლერს, გარეგნობის შეცვლის მიზნით, პლასტიკური ოპერაციები უტარდებოდათ.

image

ვილა საკმაოდ პირქუშად გამოიყურება და იქ ნამდვილად არის ოთახები, რომელიც 1940-იანი წლებისთვის დამახასიათებელი, თეთრი ფერის ფილებით არის მოპირკეთებული და სადაც თითქოს ქირურგიული საოპერაციოები იყო განთავსებული. შეიძლება ეს ფანტაზიად ჩავთვალოთ, მაგრამ ესპანური ვილისთვის, ზოგადად მსგავსი დიზაინის ოთახები სრულიად არ არის დამახასიათებელი და ეს ოთახები ნამდვილად არ გამოიყენებოდა როგორც სააბაზანო ან ტუალეტი.

უკვე ავღნიშნეთ, რომ ათეული წლებია დადის ხმები იმის შესახებ, რომ ვილაზე იმალებოდნენ დამარცხებული გერმანიიდან გაქცეული ფაშისტები, კერძოდ მარტინ ბორმანი, იოზეფ მენგელე, ადოლფ ჰიტლერი და სხვ. აქ გაჩერდნენ ისინი გარკვეული დროის განმავლობაში, აქ ჩაუტარდათ მათ სახეზე პლასტიკური ოპერაციები, შემდეგ კი, მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევის მიზნით, სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრნენ.

image

ოფიციალური ვერსიის მიხედვით, 1945 წელს, მაისში, როცა საბჭოთა კავშირის ჯარებმა ბერლინი დაიკავა, ჰიტლერმა თავის ბუნკერში თავი მოიკლა. თუმცა, მაშინვე აგორდა ჭორები იმის შასახებ, რომ მოკლული იქნა არა ჰიტლერი, არამედ მისი ორეული, თვითონ კი საიდუმლო გვირაბებით ქალაქიდან გააღწია. იმდენად რამდენადაც ჰიტლერის გვამი დაწვეს და მისგან პრაქტიკულად არაფერი დარჩა (ყბის ნაწილის გარდა, რომელიც თითქოს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სეიფში ინახება) ჰიტლერის სიკვდილის უტყუარობის შემოწმება შეუძლებლად ითვლება.

კასა ვინტერის ახლანდელმა მფლობელმა, პედრო ფუმერომ ცოტა ხნის წინ ინტერვიუ მისცა ბრიტანული დოკუმენტური სერიალის "Secret Nazi Bases"-ის შემქმნელებს. მან მოყვა და უჩვენა საოპერაციოს მსგავსი რამდენიმე ოთახი, თეთრი ფერის ფილებით გაწყობილი, ამ ოთახებს არ აქვს ფანჯრები და არ დგას არავითარი ავეჯი. ასევე ვილის მთელს სიგრძეზე გადის ფარული გვირაბი, ბოლოში მხოლოდ ერთი მცირე ფანჯრით. ახლა რთულია იმის გაგება, როგორ გამოიყენებოდა ეს გვირაბი, შესაძლოა მას იყენებდნენ ის ადამიანები, ვისაც არ სურდა, რომ ზედმეტად გამოჩენილიყვნენ ვილის მობინადრეებთანაც კი.

image


image

image

"სახლში არის აგრეთვე ბუნკერი, ციხის საკნები, მაგიდა გვამის გასაკვეთად და ღუმელები, კრემატორიუმის ღუმელების მსგავსი. კედლები კი აქ ისეთი სქელია, რომ ბომბის აფეთქებასაც კი გაუძლებს"-ამბობს ფუმერო. ვილის სარდაფის კედლებიც საოცრად სქელი და მყარია, მათი სისქე 1, 5 მეტრზე ცოტა მეტია.

ვილის მშენებელია გერმანელი გუსტავ ვინტერი, რომელსაც სიცოცხლეში ხშირად მოუსმენია საყვედურები, რომ მან გაქცეული ნაცისტებისთვის ბაზა ააშენა. ყოველ ჯერზე იგი ამას უარყოფდა.

image







იხილეთ სხვა სტატიებიც:







ბერლინში აღმოჩენილ კონტრაქტზე (ჰიტლერსა და სატანას შორის), ჰიტლერის ავტოგრაფი ნამდვილია და სისხლის ჯგუფიც ემთხვევა

image


პლასტიკური ქირურგიის პირველი პაციენტები

image


გულთამპყრობელი ადოლფ ჰიტლერი და მისი ქალები, რომელთა უმეტესობას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა

image


ნარკომანი ბელადები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები...

image


ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ორეული

image


"კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით

image


ემირატების პრეზიდენტი იმდენად მდიდარია, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენ რეზიდენციას ფლობს მსოფლიოში

image










0
781
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
781
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0