სხვა ენოტმა მამაკაცს ასო მოაჭამა 2012, 6 სექტემბერი, 19:44 44 წლის, ეროვნებით რუსი ალექსანდრ კრილოვი მეგობრებთან ერთად სვამდა, როდესაც საოცარი, მაგრამ უიღბლო იდეა გაუჩნდა. მან ენოტი დაინახა და იფიქრა, ცოტას გავერთობიო. ენოტმა მისი პიროვნების ფეხქვეშ გათელვა ვერ აიტანა და ბატონ კრილოვს სასქესო ორგანოს ნაწილი მოაჭამა. საავადმყოფოში მედპერსონალმა ძლივს შეძლო სისხლდენის შეჩერება და კრილოვი გადარჩა. ექიმებმა ვერ შეძლეს სასქესო ორგანოს იმ ნაწილის აღდგენა, რომელიც ენოტმა ბუნაგში წაიღო. ორი წლის მონადირე ძაღლმა, სახელად ტობიმ, დაინახა, რომ მის პატრონს, 45 წლის ქალს, ხილი სასულეში გადასცდა და იხრჩობოდა. ტობიმ ხტუნვა დაიწყო, შემდეგ მოულოდნელად პატრონი ძირს დააგდო, გულზე დაახტა და, რაც ძალი ღონე ჰქონდა, ხტუნვა განაგრძო. ბოლოს ქალბატონმა ამოისუნთქა და გადარჩა. მან მომხდარი პრესას აცნობა. " ჩემი დაჟინებული მოთხოვნაა, რომ ტობი ყველაზე ჭკვიან ძაღლად გამოაცხადონ!" - განაცხადა პატრონმა კვირადღეს ავსტრალიის ცენტრალური ზოოპარკი დაცალეს. ამის მიზეზი კი ორანგუტანის გაქცევა გახლდათ. უზარმაზარმა ცხოველმა ელექტროგალიის გახსნა მოახერხა და ბეტონის ღობეს გადაახტა ეს გაქცევა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ბავშვა, ნახა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ყველაზე საკვირველი კი ის გახლავთ, რომ დედალი მაიმუნი, რომელიც იმავეს გაკეთებას აპირებდა და თითქმის გარეთ იყო გამოსული, უკანვე შებრუნდა. ზოოპარკის დირექტორ პიტერ ვაითჰენდის განცხადებით, დედალმა მაიმუნმა გალიის გარეთ ნახევარი საათი დაჰყო და ფიქრობდა, გაქცეულიყო თუ არა. ბოლოს კი გადაიფიქრა და გალიაში შებრუნდა. უსაფრთოების მიზნით, ზოოპარკი სასწრაფოდ დაცალეს. მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოიგონეს თვითმფრინავი, რომელიც სტარტს წყლის ზედაპირიდან იღებს და ეშვება კიდეც მასზე. მას მფრინავი თევზი უწოდეს. მფრინავ თევზს დღეში 22-ჯერ შეუძლია აფრენა, ჰაერში ერთი საათი ფრენა და დაშვება. დელფინებმა მფრინავი თევზი ჩვეულებრივ თევზად აღიქვეს და თამაში დაუწყეს. 667 8-ს მოსწონს
|