x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრიტანული დაზვერვა მიიჩნევს,რომ კოვიდ-19-მა შესაძლოა ლაბორატორიიდან გაჟონა
image

რამდენიმე თვის წინ დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები ამტკიცებდნენ, რომ კოვიდ-19-ის ლაბორატორიაში შექმნა ნაკლებად სავარაუდო იყო, თუმცა ახლა თვლიან, რომ გადასახედია თავიანთ პოზიციას.


გაერთიანებული სამეფოს დაზვერვას მიაჩნია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია შესაძლოა ჩინეთის ქალაქ უხანის ვირუსოლოგიის უნივერსიტეტიდან პათოგენის გაჟონვის შემდეგ გავრცელდა. ამის შესახებ წერს The Sunday Times, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით.

მედიის ცნობით, ადრე დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები ამ ვერსიას ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევდნენ, ახლა კი გადახედეს თავიანთ პოზიციას. მაგალითად რამდენიმე დღით წინ, ამერიკულმა დაზვერვამაც იგივე ვერსია წამოაყენა.




მანამდე Daily Mail- ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ბრიტანელმა პროფესორმა ანგუს დალგლიშმა და ნორვეგიელმა ვირუსოლოგმა ბირგერ სორენსენმა განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ ფაქტებით განამტკიცონ თავიანთი კვლევა CoViD-19- ის ხელოვნურ წარმოშობაზე. ისინი ამტკიცებენ, რომ ყველა მთავარმა გამოცემამ ერთი წლის განმავლობაში მასალის გამოქვეყნებაზე უარი განუცხადა. შედეგად, კვლევა მხოლოდ კემბრიჯის უნივერსიტეტის QRB Discovery ყოველკვარტლურ ჟურნალში დაიბეჭდა.


დალგლიში და სორენსენი ამტკიცებს, რომ მათ აღმოაჩინეს კორონავირუსის ინფექციის ლაბორატორიული წარმოშობის მტკიცებულებები. ექსპერტებმა გააანალიზეს მეცნიერების მიერ უხანში ჩატარებული ექსპერიმენტები 2002 წლიდან 2019 წლამდე და მივიდა დასკვნამდე, რომ მათმა ჩინელმა კოლეგებმა, მათ შორის ამერიკულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, თითქოსდა შექმნეს ინსტრუმენტები SARS-CoV-2-ის დასამზადებლად. შემდეგ, ექსპერტების აზრით, ისინი შეეცადნენ "დაეფარათ კვალი" ისე, რომ ყველა მტკიცებულება ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებდეს.


თუმცა მანამდე ჯანმოს საერთაშორისო ექპერტების ჯგუფმა, რომლებიც სპეციალურად იყვნენ მივლინებული უხანში დადეს საბოლოო დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ "ვირუსი სავარაუდოდ ბუნებრივად წარმოიშვა" და ის ადამიანს ღამურიდან სხვა შუალედური ცხოველის გავლით გადაედო. თუმცა ვირუსის ბუნებრივი წარმომავლობისთან ერთად ხაზაგასმულია ასევე ის საკითხი, რომ SARS-CoV-2, ჩინეთში, უხანის პირველ შემთხვევამდეც ცირკულირებდა, რაც შემდგომი დამატებითი კვლევების ჩატარებას მოითხოვს.



ამასთან ექსპერტები „უკიდურესად ნაკლებსარწმუნოდ“ მიიჩნევენ უხანის ბიოლაბორატორიიდან ვირუსის გამოღწევის შესაძლებლობას.


ამერიკელი მკვლევარის, ჯოელ ვერტჰეიმის მიერ წამოყენებული ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, შესაძლოა ვირუსის გადაცემა რამდენჯერმე მოხდა ცხოველებიდან ადამიანზე. პირველ შემთხვევებში ინფექციების ჯაჭვი წყდებოდა, მაგრამ უხანის ბაზარზე კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და უკვე ადამიანიდან ადამიანს გადაედო.




ასევე დაგაინტერესებთ

image

იაპონიაში, სულ მცირე, 39 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/ BioNTech ვაქცინით აცრის შემდეგ, თუმცა ვაქცინასა და სიკვდილის შემთხვევების ურთიერთკავშირი არ დადგინდა, ამის შესახებ იუწყება იაპონური გამოცემა Yomiuri ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტორს მონაცემებზე დაყრდნობით. გარდაცვლილებს შორის ასაკი 20-დან 90 წლამდე მერყეობ...


ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში დაიწყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ტაბლეტების ან კაფსულების შემუშავება, რომელიც სახლის პირობებში სამკურნალოდ იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ BBC News ი იტყობინება. პრემიერ მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ისინი უკვე შემოდგომისთვის გამოჩნდება და მოსალოდნელი მესამე ტალღის ბრძოლის წინა...



ბრაზილიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნივთიერება კურკუმინი ეფექტურია კორონავირუსის წინააღმდეგ, წერს ჟურნალი Biomedicine and Pharmacotherapy. კურკუმინი არის ბუნებრივი ალკალოიდი, რომელიც გვხვდება კურკუმას კოჭაში, ჯანჯაფილისებრნი ოჯახიდან. ეს ნივთიერება გამოსადეგია ერთდროულად რამდენიმე ასპექტით: მას აქვს ანთების საწინაა...


ექსპერტების თქმით, პაციენტებმა, რომლებმაც მიიღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ისაუბრეს ძველი დაავადებების გაქრობაზე. მეცნიერთა აზრით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა გაუმკლავდეს ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა კიბო, ქრონიკული ტკივილები და ალცჰეიმერის დაავ...

0
262
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0