x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დიდ ბრიტანეთში მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტებზე
imageბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში დაიწყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ტაბლეტების ან კაფსულების შემუშავება, რომელიც სახლის პირობებში სამკურნალოდ იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ BBC News– ი იტყობინება.


პრემიერ მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ისინი უკვე შემოდგომისთვის გამოჩნდება და მოსალოდნელი მესამე ტალღის ბრძოლის წინააღმდეგ იქნება ეფექტური.


ამჟამად შეიქმნა მიზნობრივი ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს ახალი პრეპარატზე მუშაობას და სამომავლო კვლევებს.

როდესაც ჯონსონი საგანგებო სატელევიზიო კონფერენციის დროს ამ საკითხზე საუბრობდა, მან აღნიშნა, რომ საზღარგარეთ შემთხვევების რაოდენობა მატულობს და პანდემიის ახალი ტალღის ალბათობა დიდია. პრემიერ მინისტრმა დასძინა: ”ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა ვისწავლოთ ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება, რადგან სხვა დაავადებებთან ერთადაც ვცხოვრობთ”.


ჯონსონის თქმით, ანტივირუსული წამლები შეიძლება იყოს დაცვის მესამე მეთოდი, ვაქცინაციასთან და მასობრივი ტესტირებასთან ერთად.


მარტის თვეში კომპანია AstraZeneca-მ განაცხადა, რომ დაიწყო მუშაობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ცხვირის სპრეის გამოცდა.

ასევე ანალოგიური ცხვირის წვეთები "Мир-19" შექმნეს რუსებმაც, რომლის ტესტირების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

18 აპრილის მონაცემებით დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 43 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც საერთო მაცხოვრებელთა ნახევარზე მეტია.

0
130
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0