საზოგადოებრივი "აირჩიე ან მე ან სპორტი"-რატომ აღარ სურს ზოგიერთ მამაკაცს ქალთან ინტიმი? გუშინ, 19:37 ![]() კვლევაში მონაწილეობდა 1077 მამაკაცი და მათი პასუხები ლიბიდოს აქტივობაზე დაყოფილი იყო "დაბალი", "ნორმალური" და "მაღალი". ცხადია, ვარჯიშების რაოდენობა, რომელიც აქვეითებს ლიბიდოს, ყოველ ადამიანში ინდივიდუალურია, მაგრამ უმეტესობას, ვისაც დაბალი ლიბიოდ აღენიშნებოდა, ინტენსიურად და დიდი ხნის განმავლობაში ვარჯიშობდა. მეცნიერები თვლიან, რომ სპორტსა და სექსს შორის კავშირი ტესტოსტერონის გამომუშავების შემცირებით არის განპირობებული. აქტიური ვარჯიშით გამოწვეული ენერგიის დაკარგვის დროს, ორგანიზმი იწყებს "საწვავის" დაზოგვას. და ვინაიდან ბავშვის ჩასახვისთვის დიდი ენერგიაა საჭირო, ტესტოსტერონის გამომუშავება მცირდება, ასე ვთქვათ, უკეთეს დრომდე. როგორ გავიგოთ, რომ ჰორმონალური ბალანსი დარღვეულია? თუ მამაკაცი გამუდმებით უჩივის დაღლილობას და არ სურს შეასრულოს თავისი საყვარელი ვარჯიშები და საპირისპირო სქესის მიმართ გამოირჩევა აქტიურობით, ეს სერიოზული ნიშანია. ამის გაგება ტესტოსტერონის ტესტის ჩატარებით არის შესაძლებელი. ამ დროს საჭიროა ვარჯიშის ინტენსივობის შემცირება და დასვენებისთვის მეტი დროის გამოყოფა. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ლიბიდოს აღდგენას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. აქტიური სპორტის გავლენა ქალებზე უკეთ არის შესწავლილი: ყველაზე ხშირად ისინი განიცდიან ამენორეას (მენსტრუაციის დაკარგვას). მამაკაცებს, ასე ვთქვათ, გარეგნული ნიშნებიღ უნდა დაუსვათ დიაგნოზი. 129 1-ს მოსწონს
|