სხვა ძაღლის შეპის მემორიალი და მისი საოცარი ერთგულების ისტორია 26 ივნისი, 14:08
ეს ძაღლი გახდა ფორტ ბენტონის არაოფიციალური თილისმა, ცხოვრობს ქალაქის ცენტრში და ელოდება პატრონს, რომელიც არასოდეს დაბრუნდება... და ეს ადამიანებს გვახსენებს, რომ ჩვენ მათთვის მთელი სამყარო ვართ.
1936 წლის ზაფხულში ფერმერი მონტანადან ავად გახდა. ის ფორტ ბენტონში მდებარე სენტ-კლერ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას მიჰყვა მისი ერთგული ნაგაზი, სახელად შეპი. სანამ მამაკაცი ოთახში იწვა, ბებერი ძაღლი მას ერთი ნაბიჯიც არ შორდებოდა. შინაური ცხოველის ერთგულებით შოკირებული ექთნები მას აჭმევდნენ საავადმყოფოს სასადილოს ნარჩენებს. როდესაც მამაკაცი გარდაიცვალა, მისმა ოჯახმა გადაწყვიტა ცხედარის სახლში გადასვენება. ძაღლმა მაშინაც არ მიატოვა თავისი პატრონი და კუბოს გაჰყვა რკინიგზის დეპომდე. შეპი ყმუოდა, როცა უყურებდა თავისი ბატონის ცხედრის ჩატვირთვას სატვირთო ვაგონში. მომდევნო ხუთნახევარი წლის განმავლობაში შეპი მიდიოდა სადგურზე და ელოდებოდა პატრონის დაბრუნებას. დღეში ოთხჯერ, ცუგა გულდასმით ათვალიერებდა ჩამოსულ მგზავრებს, სწრაფად და ფრთხილად აკვირდებოდა თითოეულს, ეძებდა თავის საყვარელ პატრონს. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის უსახლკარო იყო, შეპი გახდა პატარა ქალაქის საყვარელი მკვიდრი და მას სადგურის მუშაკები უვლიდნენ. ფორტ ბენტონში ერთგული ძაღლის შესახებ ამბავი მალე გავრცელდა და შეპი ეპოქის ერთგვარი ცნობილი სახე გახდა. ბევრს შემოვლითი გზითაც კი მგზავრობდა, რათა ენახათ სადგურზე ეს არაჩვეულებრივი ძაღლი.. ბავშვებმა მას საშობაოდ საჩუქრებიც კი გაუგზავნეს. ზოგმა მისი წაყვანა და ახალი ბინადრობაც კი ისურვეს. მაგრამ შეპს არასოდეს გამოუჩენიაინტერესი მისი რომელიმე თაყვანისმცემლის მიმართ. საბოლოოდ, სწორედ მისმა უსაზღვრო ერთგულებამ მოკლა იგი. 1942 წლის 12 იანვარს დილით ის ჩვეულებისამებრ ელოდა 10:17 მატარებელს. მას სმენა უკვე დიდი ხანია დაქვეითებული ჰქონდა .ამის გარდა თათები ართრიტით ჰქონდა დაავადებული. ძაღლი მატარებელმა გაიტანა. შეპი დაკრძალეს ბორცვის თავზე, რომელიც რკინიგზის დეპოს გადაჰყურებდა. ცერემონიას ასობით ადამიანი დაესწრო. Great Northern Train Company კომპანიამ შეუკვეთა შეპის ხის ფიგურა და მისი სახელობის დაფა, რომელიც გორაკზე დადგეს, რათა ყველას ენახა. წლების განმავლობაში, ინტერესი მუდამ ერთგული შეპის მიმართ თანდათან გაქრა. მისი საფლავი დაინგრა. მაგრამ 1980-იან წლებში ადგილობრივმა ისტორიკოსებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გაასუფთავეს სამარხი. ფორტ ბენტონმა აღადგინა თავისი თილისმა და დაამტკიცა სიყვარული შეპისადმი 1994 წელს ახალი ძეგლის აღმართვით. ეს არის ერთგული ნაგაზის ლითონის ქანდაკება, რომელიც დგას რკინიგზის ესტაკადაზე ქალაქის ცენტრში. ძაღლი იმედით უყურებს მდინარე მისურის . მის მემორიალს აკრავს რვაკუთხა ფართი, რომელიც აგურით არის მოპირკეთებული და რომელიც ეძღვნება სხვა საყვარელ ერთგულ ძაღლებს. 155 1-ს მოსწონს
|