x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უკვე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა,როდესაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ სხვა დაავადებზე იმოქმედა
image

ექსპერტების თქმით, პაციენტებმა, რომლებმაც მიიღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ისაუბრეს ძველი დაავადებების გაქრობაზე.



მეცნიერთა აზრით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა გაუმკლავდეს ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა კიბო, ქრონიკული ტკივილები და ალცჰეიმერის დაავადება.


ბრიტანულ გამოცემა Daily Mail- ის მაგალითად მოჰყავს 72 წლის ჯოან უეიკფილდის ისტორია, რომელსაც პრაქტიკულად ექვსი თვის განმავლობაში სიარული არ შეეძლო მას შემდეგ რაც შეეჭრა ინფექცია, დაეწყო ანთებითი პროცესი მუხლის არეში, რამაც გამოიწვია ძლიერი ტკივილები.



თებერვლის დასაწყისში ქალმა მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა და მისივე თქმით, თითქმის მეორე დღესვე გაქრა ტკივილი და ფეხზე სიმტკიცის დაბრუნება იგრძნო.


გარდა ამისა, გასულ იანვარს, გამოცემა Mail on Sunday -ის მოჰყავს თერაპევტის ელის ქენონის(Ellie Cannon) ამბავი, რომელმაც თქვა, რომ ლაიმის დაავადებულ მამაკაცს უცებ შეუწყდა მუდმივი დაღლილობა COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში.


პაციენტების სხვა ისტორიებში ნათქვამია, რომ ვაქცინაციის შემდეგ ერთ-ერთ პაციენტს ეგზემის ლაქები გაუქრა ხელებსა და ფეხებზე, ხოლო ერთი ქალის მტკიცებით, ვაქცინაციის შემდეგ გაუქრა თავბრუსხვევა, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში აწუხებდა და ვერაფრით უმკლავდებოდა.



მანჩესტერის უნივერსიტეტის იმუნოლოგის, პროფესორ შიენა კრუიკშანკის(Sheena Cruickshank) აზრით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ "სასწაულებრივი განკურნება" შეიძლება გამოწვეული იყოს პრეპარატზე ემოციური რეაქციით.

image

"პანდემიამ უდიდესი სტრესი გამოიწვია და ჩვენ ხშირად ვერ ვაფასებთ სტრესის გავლენას ჩვენს იმუნურ სისტემაზე, ” - განმარტა მან.


იგი მიიჩნევს, რომ სტრესის ჰორმონის დონის ამაღლება უარყოფითად მოქმედებს იმუნური უჯრედების უნარზე გაუმკლავდნენ ინფექციას, რის გამოც ადამიანები უფრო ხშირად ცივდებიან სტრესის ან გადაღლილობის პერიოდში.


დოქტორის აზრით, ვაქცინა ბევრ ადამიანში სტრესის დონის შემცირებას უწყობს ხელს, რომელმაც იმუნიტეტზე შესაძლოა მომენტალური სასარგებლო გავლენა მოახდინოს

თავად პაციენტებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის გააქტიურება და ორგანიზმში სხვა პრობლემებზე შეტევა განახორციელოს.


ამ ფონზე, ჟურნალისტებმა გაიხსენეს, რომ მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში აფიქსირებდნენ ვაქცინების სარგებელს და აღწერდნენ მათ "არასპეციფიკურ ეფექტებს".


მაგალითად, ბაქტერიული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოიყენება შარდის ბუშტის კიბოს სამკურნალოდ . პრეპარატი შეჰყავთ უშუალოდ შარდის ბუშტში, რა დროსაც იმუნურ სისტემას ეხმარება კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

0
211
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0