ეკონომიკა 5 ყველაზე ძვირადღირებული კლატჩი 2021, 30 მაისი, 4:21 ზოგისთვის ჩანთები მხოლოდ პრაქტიკული ნივთებია, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია ყოველდღიური აუცილებელი ნივთების ტარება, მაგრამ სხვებისთვის ისინი წარმოადგენს სიმდიდრეს, სტატუსს და ყველაზე მეტად ძალაუფლებას. გადახედეთ ტოპ 5 ყველაზე ძვირადღირებულ ჩანთას. 5. Lana Marks Cleopatra Clutch, $ 400, 000ეს კლატჩი ჩრდილოეთ იტალიაში შეიქმნა და შემკულია ძვირფასეულობებით, ბუნებრივი ვარდისფერი და ლურჯი ბრილიანტებით. ყოველწლიურად, ბრენდის მიერ იყიდება კლეოპატრა Clutch–ის ერთი შეზღუდული გამოცემა, რის გამოც მისი ფასი 100000 – დან 400 000 დოლარამდე მერყეობს. 4. Hermés Chaine’d Ancre Bag, $1.4 მილიონი2012 წელს შექმნილი "Haute Bijouterie" კოლექციისთვის, იუველირმა პიერ ჰარდმა 2 წელი იმუშავა განსაცვიფრებელ, 1, 160 ალმასზე დაინსტალირებულ ჯაჭვურ კვანძზე, რომლებიც ამ ჩანთის დასამზადებლად გამოიყენებოდა. შეიქმნა მხოლოდ სამი ჩანთა, რაც ამართლებს მაღალ ფასს. 3. Hermés Ginza Tanaka Birkin Bag, $1.4 მილიონიამ სიაში შედის Hermés– ის კიდევ ერთი ჩანთაა, რომელიც გაფორმებულია 2, 000 ბრილიანტით. გვერდითა მხარეს კი დამაგრებულია მსხლის ფორმის 8 კარატიანი დიდი ბრილიანტის თვალი. მისი უნიკალურობა კიდევ იმაში მდგომრეობს, რომ შესაძლებელია ამ თვლის მოხსნა და ბროშის, ან სამაჯურის სახით გამოყენება. 2. Hermés Kelly Rose Gold $2 მილიონიHermés- ის პიერ ჰარდისთან თანამშრომლობით კიდევ ერთხელ შექმნილი ეს ჩანთა შეიცავს 1, 160 ბრილიანტს და მთლიანად დამზადებულია მყარი ვარდისფერი ოქროსგან, რომლითაც დეტალურადაა ნაჩვენები ნიანგის ტყავის იმიტაცია. ფასის მიუხედავად, ეს ჩანთა ძალიან პატარაა, რთულია მასში სათვალის მოთავსებაც კი. 1. Mouawad 1001 Nights Diamond Purse, $3.8 მილიონიმსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლატჩი კი არის მოუავადი. ამ ჩანთას, რომლის დამზადებასაც 8 800 საათი დასჭირდა, ამშვენებს 4517 სხვადასხვა ფერის ბრილიანტი - 105 ყვითელი, 56 ვარდისფერი და 4356 უფერო - საერთო წონით 381, 92 კარატი. ეს გარკვეული დროით ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა იყო, რომელიც 2010 წელს გინესის მსოფლიო რეკორდების სიაში შევიდა.72 შეფასება არ არის
|