x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ზაჰა ჰადიდის სუპერიახტა Unique Circle
image



ალბათ გახსოვთ ფეისბუქში გავრცელებული ეს სახალისო ფოტო მიშენებების შედარება ბრიტანელ არქიტექტორ ზაჰა ჰადიდის სტილთან, უნდა ვთქვათ, რომ არის ქართველში რაღაც დეკონსტრუქტურული.



imageფოტოს წყარო: ახალგაზრდა არქიტექტორები Young Architects




წარმოშობით ერაყელი ზაჰა ჰადიდი დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორი იყო, ის, თანამედროვე სტილს უპირისპირებდა რაციონალურობას. მასი აგებულია ჰეიდარ ალიევის ცენტრი ბაქოში, გალაქსი სოჰო ჩინეთში, ვენის ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ჟოკეი კლუბის ინოვაციური კოშკი ჰონგ-კონგში, ნანკინის კულტურის ახალგაზრდული ცენტრი, ეველინ გრეის აკადემია ლონდონში და სხვა.




სუოერიახტა Unique Circle

image



ბევრმა არ იცის, მაგრამ ზაჰა ჰადიდის ნამუშევრები ორიენტირებული იყო არა მხოლოდ შენობებზე, არამედ ბევრ სხვა რამეზე, ხელოვნების ინსტალაციიდან დაწყებული დამთავრებული ძვირფასეულობებით და სუპერიახტებით.


გერმანელ მშენებლებთან Blohm + Voss- თან თანამშრომლობით, ჰადიდმა შექმნა თამამი და ორიგინალური სუპერიახტის დიზაინი.


არქიტექტორის მიერ შექმნილი 5 იახტადან ყველაზე დიდია 420 ფუტის Unique Circle, რომელსაც გააჩნია წყალქვეშა ხედვის ზონა და მშვილდი, რასაც აქვს სქელი ყინულის გარღვევის უნარი.


image





ინტერიერი ძალიან სუფთაა, დომინირებს თეთრი, რასაც გარშემო დიდი ფანჯრები კიდევ უფრო კაშკაშას და ჰაეროვანს ხდის.

image




Unique Circle-ს გააჩნია დახურული საცურაო აუზი, ბუნებრივი ელემენტებით, რომელიც დაკავშირებულია გემბანთან რაც ნიშნავს, რომ მთელი წლის მანძილზე შეიძლება მისი გამოყენება.

image




თეთრი კიბით ადიხარ ზევითა სართულზე სადაც მოთავსებულია თანამედროვე საძინებელი, რომელიც გადაჰყურებს გემბანზე ჯაკუზს და მის მიმდებარე ტერიტორიას, არის მინიმალისტი ფუტურისტული ატმოსფეროს შედევრი.

image






P.S.

ზაჰა ჰადიდი, რომელმაც გაბედა აბსტრაქციის შემოტანა შენობებში და არქიტექტურაში სტერეოტიპების ნგრევა, 2016 წელს, მაიამიში, 65 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.



image

0
156
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0