x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რისთვის გამოიყენებოდა ფსიქიატრიულ კლინიკებში სპინერი?
ყოველთვის არსებობს გარკვეული გასართობი თუ სათამაშო, რომელიც მხოლოდ ბავშვებს კი არა, უფროსებსაც შესანიშნავად ართობს. 2017 წელს კი ნამდვილი"ბუმი" სწორედ "სპინერმა" მოახდინა. ერთი შეხედვით, ის რაღაც დეტალს უფრო ჰგავს, ვიდრე სათამაშოს, თუმცა მსოფლიოს ბავშვები მოაჯადოვა.


image


არსებობს მოსაზრება, რომ სპინერი გამოიგონეს იმისათვის, რომ მან გავლენა მოახდინოს ბავშვის განვითარებასა და ფსიქიკაზე. ერთ-ერთმა ექიმმა გაიხსენა, რომ შორეულ წარსულში, სსრკ-ში მას ფსიქიატრიულ კლინიკებში იყენებდნენ.


როგორ და რატომ, რა მიზნებისთვის მოუნდა ვინმეს მისი ფსიქიატრიულში გამოყენება?


მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთი ფსიქიატრიული კლინიკის მოულოდნელი ევაკუაცია გახდა საჭირო. და, როგორი წარმოსადგენია, ფსიქიკურად სნეული და არაადეკვატური ადამიანები როგორ უნდა დაგეწყო სწორად და გაგეყვანა იქიდან მშვიდად, როდესაც ირგვლილ დიდი ხმაური, სროლა, აფეთქებები და ყვირილის არაამქვეყნიური ხმები ისმოდა. ბრბო უკონტროლო გახდა, ზოგი შიშისგან ავეჯს ამოეფარა დასამალად და სრულიად წარმოუდგენელი სურათი შეიქმნა.



image


ერთ-ერთ ფსიქიატრს სპონტანურად მოუვიდა აზრად, რომ სწორედ სპინერები დაერიგებინა მათთვის, ნიმუშად აჩვენა, თუ როგორ დაედოთ თითებზე და ებზრიალებინათ. (თუმცა, უწინ სპინერს სხვაგვარი ფორმა ჰქონდა.)



imageimage


ბუნებრივია, რომ ფსიქიატრიულის ყველა პაციენტი დამშვიდდა და შეუდგა ახალ გასართობს. ისინი დაემორჩილნენ და დროდადრო აკეთებდნენ იმას, რასაც მედ პერსონალი უთითებდათ. ამ მიდგომით, მშვიდად ჩასხეს ავტომობილებში შეშფოთებული სნეულები და საჭიროების დროს, ისევ იყენებდნენ ამ მეთოდს.



image


ერთ-ერთი ფსიქიატრის დასკვნა კი ასეთია: "იდიოტებს, ზოგჯერ სჭირდებათ დადუმება, გონების დახშობა, რომ ვერ წარმოქმნან სხვა ისეთი აზრები, რომლებიც მოულოდნელ, უნებურ და არაადეკვატურ ქმედებებს გამოიწვევენ მათში. სავსებით ჯანმრთელ ადამიანზეც იგივენაირად მოქმედებს პრინციპი, ბავშვებზე კი მითუმეტეს".




რა თქმა უნდა, ძნელია იმის დამტკიცება, რომ სპინერი ჩვენი ბავშვების გონების კონტროლის საშუალებაა. და იმის დაჯერება, რომ სპინერის არსებობა საბჭოთა კავშირის დროს დაწყებული ექსპერიმენტის გაგრძელება, ესეც სისულელეა. ის უბრალოდ უიმედო სათამაშოა, როგორც იო-იო.




0
88
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0