x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
თქვენ როგორ წურავთ კბილის პასტას? - საინტერესო ტესტი
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი, როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.




ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს.



image



მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.




მცირე მოქმედებები, რომლებსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ბევრი რამის თქმა შეუძლიათ ჩვენს პიროვნებასა და მდგომარეობაზე.


ამ მარტივ ტესტს, რომელსაც გთავაზობთ დღევანდელ სტატიაში, შეუძლია გამოავლინოს თქვენი პიროვნული თვისება იმის მიხედვით, თუ როგორ წურავთ კბილის პასტას.



თქვენ როგორ წურავთ კბილის პასტას? - საინტერესო ტესტი




image



1. პერფექციონისტი.


თუ თქვენ მიჩვეული ხართ მილის ბოლოდან დასაწყისამდე გაწურვას, მაშინ საკმაოდ ეკონომიური და მოწესრიგებული ადამიანი ხართ და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ზრუნავთ თქვენს ნივთებზე, არ ხართ გულგრილი გარშემომყოფების მიმართაც.


პერფექციონისტი ხართ და არ გიყვართ უყურადღებობა და ფლანგვა, ამიტომ რესურსებს მაქსიმალურად იყენებთ. თქვენ მიჩვეული ხართ შრომისმოყვარეობას და იმას, პროფესიონალურად აკეთოთ თქვენი საქმე, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებს ყოველთვის შეუძლიათ თქვენზე დაყრდნობა. თქვენი სახლი სამაგალითო წესრიგშია, ხოლო თქვენი ცხოვრება, ძალიან ორგანიზებული.





2. რეალისტი.


თუ კბილის პასტას შუიდან წურავთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ რეალისტი და აქტიური ადამიანი ხართ, რომელიც ზოგჯერ ძალიან ჩქარობს.


თქვენ არ შეიძლება გიწოდოთ ძალიან მოწესრიგებული ან მობილიზებული ადამიანი, მაგრამ როდესაც სირთულეებს აწყდებით, შეგიძლიათ მოიკრიბოთ გამბედაობა და თავი დააღწიოთ არსებულ სიტუაციას.


საკმაოდ კომუნიკაბელური ხართ, ადვილად მეგობრობთ და გიყვართ გამოჩენა. თქვენ ემოციურად სტაბილური ადამიანი ხართ და იცით, როგორ შეინარჩუნოთ წონასწორობა ცხოვრებაში.





3. ჯიუტი.


თუ კბილის პასტას ზედა ნაწილში სახურავთან უფრო ახლოს წურავთ, მაშინ საკმაოდ ჯიუტი ხართ და ყოველთვის იცავთ იმ პრინციპებს, რომლებისაც მტკიცედ გჯერათ. თქვენ მზად ხართ გააკეთოთ ყველაფერი თქვენი მიზნის მისაღწევად.


ზოგჯერ პესიმისტური და ფრთხილი ხართ ახალ ადამიანებთან შეხვედრისას. უბრალოდ მიჩვეული ხართ მხოლოდ საკუთარ თავზე დაეყრდნობას. თვითკმაყოფილი ადამიანი ხართ და გიყვართ საკუთარი თავი, რაც ძალიან კარგია, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ, რომ ეს არ გადაიზარდოს არაჯანსაღ ეგოიზმში.





4. შემოქმედებითი.


თუ ცდილობთ კბილის პასტის მილი პრაქტიკულად ხელუხლებელი დატოვოთ, მაშინ მოგწონთ მარტო ყოფნა. მეოცნებე და შემოქმედებითი ადამიანი ხართ. ზოგჯერ შეიძლება გეგონოთ, რომ საკუთარ სამყაროში ცხოვრობთ.


ასევე, შეიძლება დაგიხასიათოთ, როგორც მგრძნობიარე, დელიკატური, კეთილგანწყობილი, მოაზროვნე და მომთმენი ადამიანი.





5. გახსნილი.


თუ არ გაქვთ კბილის პასტის გამოწურვის ჩვევა გარკვეულ ადგილას, მაშინ წარმოსახვის უნარიანი და ძალიან შემოქმედებითი ადამიანი ხართ. ზოგჯერ თქვენი ცხოვრება შეიძლება სავსე იყოს გაურკვევლობით.


მოგწონთ წინსვლა მომავლის გეგმის გარეშე. თქვენ ხართ ოპტიმისტი და გონებაგახსნილი ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი უკეთ იქნება.




0
122
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0