x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცხოვრებაში მარტო დარჩენის გეშინია? - 5 მოტივატორი
არასდროს მიფიქრია, რომ ამას დავწერდი. რთული განშორება გამოვიარე. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პერიოდი და მე გავხდი მარტოსული.




image


როგორც კი ჩემი გატეხილი გულის მოშუშება დავიწყე. მივხვდი, მრცხვენოდა იმის თქმა, რომ მარტო ვიყავი და არავის ვხვდებოდი. თავს ნორმალურად არ ვგრძნობდი და ორი წელი დამჭირდა საკუთარი თავის გასაგებად და აი, რას მივხვდი:



1. მე შემიძლია მარტო ყოფნა. მე მომწონს კიდეც ეს მდგომარეობა.


თავიდან ვცდილობდი მაქსიმალურად დაკავებული ვყოფილიყავი: იოგა, სირბილი, ცეკვა, კონცერტები, წვეულებები, მაგრამ ერთ დღეს მივედი სახლში, დავჯექი და ასე დიდხანს ვიჯექი. ტკივილი ჯერ კიდევ არ გაასულიყო, მაგრამ ვისწავლე მასთან ერთად ცხოვრება, აღარ ვცდილობდი ფიქრებისგან თავის დაღწევას - დავმეგობრდი მათთან. ახლა კი მომწონს მარტო ყოფნა.




2. ადამიანები ცუდად მოგექცევიან.

მე ვარ ერთ-ერთი იმ სრული ოპტიმისტებიდან, ვისაც უყვარს ბრმად და ძლიერად. მხოლოდ მანამ, სანამ მარტოხელა ქალი გავხდი, ხალხის უფრო ნათლად დანახვა დავიწყე. მე ისინი სრულყოფილების კვარცხლბეკიდან ჩამოვაგდე. ხალხი გტკენს, გირევს გეგმებს, გთელავს, გიძლიერებს არანორმალურობის გრძნობას. მაგრამ შენ ამ ყველაფერზე უფრო მაღლა უნდა იყო.




3. ხალხი საოცარია.

ხშირად ურთიერთობები ზღუდავს თქვენს სოციალურ წრეს - თქვენ ხვდებით იგივე ადამიანებს. როცა მარტო ხარ, მეტი შესაძლებლობა გაქვს სამყაროსა და ადამიანების შესასწავლად და მივხვდი, რა ბევრი ხდება ჩემს ირგვლივ, როგორი ხალხია (არც ისე ცუდი, როგორც მე მეგონა) და რამდენი შთამაგონებელი მაგალითია მათ შორის.




4. ალკოჰოლი არ არის გასართობი.

დაშორების შემდეგ სასმელით ჩემი ტკივილი გადავიტანე. და თუ თავიდან ჩანდა, რომ ეს ნამდვილად მიადვილებდა, შემდეგ ეს ამაზრზენი გახდა და მე გადავწყვიტე დამემთავრებინა. ჩემი გონება უფრო ნათელი გახდა, ვცეკვავდი, რადგან ვგრძნობდი მუსიკას, ჩემს საუბრებს უფრო მეტი აზრი ჰქონდა და ჩემს ირგვლივ ხალხი მართლაც საინტერესო გახდა.




5. მე მჭირდება ჩემი მეგობრები.

მეგობრობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მაგრამ ჩვეულებრივ მათი შეხვედრები და საღამოები ბიჭთან ერთად მთავრდებოდა ხოლმე, მაგრამ როდესაც მეგობრებთან გატეხილი გულით მივედი, მათ ჩამიხუტეს, ცრემლები მომწმინდეს, შოკოლადები მაჭამეს და ჩემთან ერთად უსასრულო სატელევიზიო გადაცემებს უყურებდნენ. ისინი დამეხმარნენ ჩემი ცხოვრების დაბრუნებაში.


შემდეგ მივხვდი, რომ ეს ურთიერთობები ყველაფერზე მაღლა უნდა დაყენებულიყო.


"შესაძლოა, ჩვენი სულიერი მეგობრები ჩვენი მონათესავე სულები არიან და ბიჭები, რომლებსაც ხვდებით, უბრალოდ გასართობი, როგორც - " სექსი დიდ ქალაქში"."


მარტოობა ნამდვილი საჩუქარია საკუთარი თავისთვის. საკუთარი თავის შეცნობისთვის, შეცვლისთვის, მიღებისთვის და ჭეშმარიტი სიყვარულის შესაძლებლობისთვის.



P.S. ისტორია მე არ მეკუთვნის, ნათარგმნია უცხოური მედიიდან.

0
100
2-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0