x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აირჩიეთ ფოტო და გაიგეთ თქვენი მომავალი
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი, როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.



ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს.



image



მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.




ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ ჩვენგან.



ზოგჯერ ჩვენმა არაცნობიერმა არჩევანმა შეიძლება ბევრი რამ გამოავლინოს ჩვენზე. მაგალითად, როდესაც ადამიანს ეძლევა არჩევანი ერთი შეხედვით მსგავს ობიექტებს შორის, მისი არჩევანი მის შინაგან მდგომარეობაზე მეტყველებს. ყოველივე ამის შემდეგ, მცირე განსხვავებების მიუხედავად, რატომღაც მან აირჩია ზუსტად ის, რაც აირჩია.



მოდით, ვნახოთ თუ ამ მოცემული ფოტოებიდან რომელს აირჩევთ. შესაბამისად კი არჩეული ფოტოს ახსნა წაიკითხეთ, ის გეტყვით, თუ რა გელოდებათ მომავალში.


image



აირჩიეთ ფოტო და გაიგეთ თქვენი მომავალი



1. თუ თქვენ აირჩიეთ ფოტო ნომერი 1 - სიყვარულით გარშემორტყმული იქნებით. თუ ჯერ არ გწვევიათ ეს გრძნობა, იცოდეთ, რომ მალე ვიღაც გამოგიტყდებათ ამაში.



2. თუ თქვენ აირჩიეთ ფოტო ნომერი 2 - ახალი შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცევით. მღელვარე ემოციების ზღვა გელოდებათ.



3. თუ თქვენ აირჩიეთ ფოტო ნომერი 3 - თქვენს ცხოვრებაში სტაბილურობა დაისადგურებს. შემოდგომა თქვენს ყველა პასუხგაცემელ კითხვას უპასუხებს.



4. თუ თქვენ აირჩიეთ ფოტო ნომერი 4 - ძალიან მალე ცნობილი გახდებით. გამოიყენეთ მომენტი, რადგან ის პოპულარობას მოგიტანთ.



0
181
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0