x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსი ოპოზიციონერის ნავალნის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" მაუწყებლობას საქართველოში დაიწყებს

image რუსი ოპოზიციონერის ალექსი ნავალნის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდს" რუსეთში აუკრძალეს მაუწყებლობა მანამ, სანამ მათი საქმე ექსტრემიზმის ბრალდებით სასამართლოში განიხილება.
ამასობაში როგორც, მედიაჰოლდინგი "РБК" იუწყება ფონდის თანამშრომლების ნაწილი უკვე ჩავიდა საქართველოში და გადაიტანა სტუდიისათვის საჭირო ტექნიკა და აპარატურა.
ინფორმაცია ფონდთან დაახლოებულმა წყარომაც დაადასტურა. საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ ფონდის თანამშრომლები მათ შორის გიორგი ალბუროვი, რუსლან შავერდინოვი და რამდენიმე ტექნიკური თანამშრომელი. ფონდი გეგმავს გააკეთოს სტუდია საქართველოში «Навальный LIVE», რომელიც იმაუწყებლებს თბილისში და თბილისის შემოგარენში. წყაროს ცნობით თბილისში მოსკოვიდან უკვე ჩამოიტანეს მოსკოვის სტუდიიდან ძვირადღირებული ტექნიკის ნაწილი, რომლის დახმარებითაც იმუშავებს სტუდია «Навальный LIVE».
საინტერესოა რატომ ვიღებთ ქვეყანაში ალექსი ნავალნის ფონდს მაუწყებლობისათვის, ალექსი ნავალნი რომელიც დღეს რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის ოპოზიციაშია 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოოითხოვდა დაებომბათ საქართველოს სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის საქართველოს დედაქალაქი თბილისი.

0
45
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
45