x
image
ლურჯი თოლია
ოტია იოსელიანის 10 უძლიერესი ციტატა ცხოვრების შესახებ
image
1. “როდესაც ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, კეთილი ადამიანები გიფასებენ. გულგრილები – გივიწყებენ. თავხედები კი უფრო – თავხედდებიან.”
2.“ჭკუა დარდია და ჭკვიანი დარდიანი.”
3.“არ შეიძლება, ყველას უყვარდე, ან სძულდე, მაგრამ გააჩნია ვის სძულხარ და ვის უყვარხარ.”
4. “ცუდ ამინდს კი მოყვება კაი ამინდი… მაგრამ ნაცუდკაცარი ვერასდროს ვერ იკაიკაცებს… ”
5. “მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ ღალატსაც ღალატობს”
6. “ამქვეყნად ყველას თავისი ადგილი აქვს და იმას ნუკი ეძებ, ვის სკამზე დაჯდე, შენი სკამი იპოვე და იქ დაბრძანდი.”
7. “როცა სხვის თვალში ბეწვს ვეძებთ, საკუთარში მორი მაინც უნდა დავინახოთ.”
“ზომიერების გრძნობა დიდი ნიჭია, თორემ თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება…”
8. “ადამიანის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია”…
9. “ყელა ქალს სხვაზე უკეთესი ჰგონია თავი. ამას ვერც იმან უშველა, რომ რა ხანია ქვეყნად სარკე მოიგონეს…”
10. “ერთხელ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი გუნებისად, რწმენისად, სიმართლისად იცხოვრო, სხვანაირად ცხოვრება ცხოვრება არაა. ”
0
545
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0