საზოგადოება რა სამარცხვინო სისულელე დაწერე გესმის მაინც?!-რატომ დაუპირისპირდა ნიკა გვარამია ბაია პატარაიას 2021, 26 მაისი, 18:58 ეკა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში დაიჩივლა, რომ გუშინდელ მის გადაცემაში, რომელიც ნამახვანჰესის პრობლემებს ეხებოდა, ზოგიერთი მიწვეული სტუმარი არ მივიდა, რადგან უნდობლობას უცხადებდნენ მის გადაცემას, მათ შორის იყო მონიშნული ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაიც, რაზეც ბაია პატარაიამ კომენტარში განმარტება გააკეთა: "მედია საშუალებები მზარდად კარგავენ ნდობას საკუთარი მიკერძოებულობის გამო, ამაზე EMC ყველა დირექტორი წერს ბოლო დღეებია. წაიკითხეთ მათი პოსტები (თამთასი, გურისი). როგორც მედია იქცეოდა ამ დღეებში მართლა ცალკე განხილვის თემაა, მთელი ძალაუფლებრივი იერარქიები მოშიშვლდა და ხილული გახდა. ვინ ვის და რის სადარაჯოზე დგას კარგად გამოჩნდა. და კი, ნდობა ტელევიზიების მიმართ კლებულობს.
კრიტიკის არავის ეშინია, მითუმეტეს სამოქალაქო საზოგადოებას, მტრულ გარემოს კი უფლებადამცველები რომ თავს არიდებენ, ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა. მსხვერპლებსაც და მათ დამცველებსაც ხშირად ხვდებათ დადგმული ცირკი ტელევიზიებში - ეს არახალია. და დიახ, ტელევიზიებისადმი ნდობის ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ხოლმე, რატოც უფლებადამცველები არ მიდიან ეთერებში. არა მგონია, რამე უჩვეულოს ვამბობდე, თუ არ იცოდით ეს აქამდე, ახლა ხომ იცით?".
ეკა კვესიტაძის ნაცვლად კამათში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ჩაერთო და ბაია პატარაიას უპასუხა:
"რა სამარცხვინო სისულელე დაწერე Baia Pataraia, გესმის მაინც? მეტს კი არაფერს ამბობს ქართული ოცნება ოპოზიციური არხების ბოიკოტირების შესახებ. ან რა იერარქიები მოშიშვლდა, რა მტრული გარემო, რა ბოდვაა? ულტრანაციონალისტური, ულტრა რელიგიური და აბსურდული კოლექტივიზაციის ტექტსები ხო მოგწონს სამაგიეროდ? ხოდა დარჩი მანდ, არ მოხვალ გინდა შენ და გინდა სხვა და ნუ მოხვალთ, გავძლებთ რამენაირად. დააკლდება იმ პოზიციას, ვისი დამცველიც არ მოდის.
ps დარწმუნებული ვარ, შენზე ბევრად უკეთესად ვიცი ნამახვანის პრობლემები. დარწმუნებული ვარ, საერთოდ აზრზე არ ხარ არც კონტრაქტის, არც EMC დასკვნის, არც იუსტიციის გაჟონილი დოკუმენტის."
312 1-ს მოსწონს
|