საქართველო ნამოხვან ჰესის პროტესტი, უაზრო ბრძოლა, საკუთარ მომავალთან 2021, 25 მაისი, 14:30 ხვალ 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თავისუფლების მოედანი კი ჩვეულ აპლუაშია__ ეს არის ჩენი აგორას მოედანი, სადაც დემოკრატია პირდაპირ ქუჩაში წყდება. ამჯერად, განსახილველად გამოტანილია ნამოხვან-ჰესი, საპროტესტო მასა კი გვპირდება მრავალდღიან პიკეტირებას, თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, მოთხოვნები კი ფაქტიურად ხელისუფლების სანახევრო დემონტაჟია, რადგან ითხოვენ არა მხოლოდ ენკასთან ხელშეკრულების გაუქმებას, არამედ ქართული მხარის ხელმომწერი თანამდებობის პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ხელისუფლება კი ფრიად უხერხულ მდგომარეობაშია, მან არ იცის როგორ მიუდგეს საკითხს. რადგან პოლიტიკური ოპონენტი დეკლარირებური პოლიტიკური პარტია არ არის. 2011 წ. ნინო ბურჯანაძემ სცადა აღლუმის ჩაშლის შანტაჟით სახელმწიფოს პროვოცირება, დღეს ცხადია მოვლენები სხვა სიბრტყეშია, თუმცა პრობლემა იგივე რჩება__წამ-მზომი ჩართულია 26 მაისამდე რამოდენიმე საათი დარჩა.
საინტერესოა რატომ აქვს მხარდაჭერა ვარლამ გოლეთიანს; მეორეს მხრივ მოდი გავარჩიოთ ხელშეკრულება; მესამეც გავარკვიოთ რა საფრთხეებს შეიცავს პროტესტი.
საქართველოს მთავრობამ შპს „ენკა რინიუებლზს“, რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი ფართობი, 99 წლით, გადასცა. ამას გარდა 1 981 220 კვ.მ (198.12 ჰექტარი) ტყე. კომპანიამ, 99 წლის განმავლობაში, წლიურად მხოლოდ 16 ლარი უნდა გადაიხადოს ამ ფართობით სარგებლობის სანაცვლოდ.
ჩემი აზრით პროტესტი მიზეზიც სწორედ ეს ციფრებია, რომელიც მშრალი უსულ-გულობით გაშინებს. ამხელა ფართობში, ტყე-ღრეში, მხოლოდ 16 ლარი?!__ ცხადია მოუმზადებელ ადამიანს დააფრთხობს და გადარევს, მაგრამ სინამდვილეში ნამოხვან ჰესის პროცესი სავსეა „გუდიანი“ ზღაპრებით. მთლიანად საპროტესტო პროცესს ახლავს კონსპირაციული თეორიები, რაც როგორც წესი შემთხვევით არ წარმოიშვება და ჰიბრიდული ომის კვალი იკვეთება, ასეთი მითებია: „ქართული მიწები თურქებს გადასცეს“; „კვლევები არ ჩატარებულა“; „პროექტი მხოლოდ 5 ბალიან მიწისძვრას უძლებს“; „ქუთაისს დატბორვის შემთხვევაში 8 მეტრიანი წყლის ტალღა დაფარავს“; „კარსტულ მღვიმეებს დატბორავს; „ქონების გადასახადს არ იხდიან; „ჰესის აშენებას ელექტრო ენერგიის იმპორტი ჯობია“... თუ მითების შინაარს დაუკვირდებით, ლოგიკურ აზრიან მოსაზრებებს ვერ ამოიკითხავთ, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სიბრიყვით ან მავნე დეზინფორმაციით. მოდი გავარჩიოთ: „ქართული მიწები თურქებს გადასცეს“__ნამახვან ჰესის ბიზნეს პროექტია, ის ჰაერში ვერ აშენდება, შესაბამისად მიწა უნდა იყიდოს, თუ მიწა გადაეცემა სიმბოლურ ფასად (16 ლარი) ეს ნიშნავს რომ ჩადებულია საინვესტიციო ვალდებულება, როგორიცაა ჰესის მშენებლობა. უნდა გვესმოდეს რომ, არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მიწის გასხვისებას, არც ტერიტორიების დანაკარგს, ეს მხოლოდ მიწის სარგებლობის უფლების გადაცემაა, მიწა კი კაპიტალია! მეორეც, რას ნიშნავს ეს ამაზრზენი ქსენოფობია?__ თურქეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია, დამოუკიდებლობის დღიდან, ჩვენს მეზობლებს შორის ყველაზე მოწესრიგებული მეზობელია, სწორედ თურქეთთან გვაქვს, ყველაზე ზედმიწევნით სამათლიანად გავლებული საზღვარი და ქართული მოსახლეობს მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს თურქეთში სეზონური დასაქმებით.
როგორ უნდა, მოახერხო ადამიანმა თავს დააჯერო ისეთი სიბრიყვე თითქოს 800 მილიონიან პროექტს კომპანია ახორციელებს საგულდაგულო კვლევის გარეშე?! „ენკა რინუებლსმა“ კვლევა დაუკვეთა იტალიურ კომპანია „პიატრაჯელის“, რომელმაც დაადგინა მშენებლობის უსაფრთხოება ყველა თანამედროვე სტადარტით, გარდა ამისა გლობალურმა საინჟინრო კომპანიებმა Tamelsu Int და Stucky Ltd გადაამოწმეს კვლევა და ჩაატარეს დამატებითი კვლევები. გამოკვევის მასშტაბი საქართველოშ განხორციელებულ ნებისმიერ პროექტთან შედარებით უპრეცენდენტოა.
„პროექტი მხოლოდ 5 ბალიან მიწისძვრას უძლებს“__ენკა რიუბილსი პატიოსანი და კარგი რეპუტაციის კომპანიაა, ხოლო პროექტი ითვალისწინებს გრავიტაციული კაშხლის მშენებლობას, რომელიც სეისმურად სუპერ მედეგი კონსტრუქციაა და უკვე 40 წელია არსად დაფიქსირებულა 100 მეტრი სიმაღლის კაშხლის ნგრევა. რა ჯანდაბამ დაგარწმუნათ რომ კაშხალი 6-8 ბალიანიან მიწისძის შემტხვევაში ჩამოიქცევა?! იქნებ ჟინვალი დაგვექცეს? იცით თქვენ რომ ჟინვალის მშენებლობას ასევე გულმხურვალედ აპროტესტებდნენ? დღეს რა წყალს დალევდით?
„ქუთაისს დატბორვის შემთხვევაში 8 მეტრიანი წყლის ტალღა დაფარავს“__ აშკარად ჰოლივუდის გავლენაა, „2012“, ან რაიმე ასტეროიდზე ოპერა, მოკლედ ფილმი არ მახსენდება, მაგრამ ასეთი სიბრიყვე შეუძლებელია შემოგდებული არ იყოს. ასეთივე დეზინფორმაციაა კარსტულ მღვიმეების შესახებ, ნამოხვანის ხეობაში კარსტული მღვიმეები უბრალოდ არ არსებობს!
საიდან მოიტანეთ რომ ქონების გადასახადს არ იხდიან?!_ არ იხდის მიწის გადასახადს, ხოლო რაც შეეხება ჰესს, ოპერირების განმავლობაში გადაიხდის 120 მილიონ აშშ დოლარს ადგილობრივ მუციპალიტეტის ბიუჯეტში და ყოველწლიურად 30 მილიონ ლარს საქართველოს ბიუჯეტში.
ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის გმირებს! ამიტომ ნუ დაგვიმალავთ იმ „ექსპერტებს“ ვინც გვიმტკიცებს რომ ჰესის მშენებლობას ელექტროენერგიის ყიდვა სჯობს. რატომღაც ინტუიცია ჰიბრიდული ომის იმპულსებ მკარნახობს, ასეთი რამ ხომ მხოლოდ რუსეთის ელექტროენერგიაზე დამოკიდებულ რუსეთუმეს აწყობს?__ სინამდვილეში “ნამოხვან ჰესის” დადგმული სიმძლავრე 430 მგვტ იქნება და შეძლებს 1, 5 მლრდ კვტ-სთ ელექტროენერგიას გამომუშავებას რაც საქართველოს წლიური ენერგიის მოხმარების 12% შეადგენს. რაც შეეხება ტარიფს, ის იქნება პრაქტიკულად განახევრებული ფასი საზღვარგარეთის მომწოდებლებთან შედარებით, არ აქვს მნიშვნელობა 15, თუ 99 წლიან ვადას.
რაც შეეხება კონკრეტულ სარგებელს: 800 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია, რაც საქართველოს 2 წლის თავდაცვის ბიუჯეტია; 1600 დასაქმებული ადამიანი; 28 კილომეტრიანი უღელტეხილის გზის მშენებლობა, რომელიც დასრულებისთანავე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა; ხეობის მაცხოვრებელთა სასარგებლოდ გადახდილი კომპენსაციები, რომლის საერთო რაოდენობა შეადგენს 35 მილიონ ლარს... ეს ყველაფერი ცხადია საპროტესტო მასას ჰკიდია ან არ იცის.
ეხლა კი მოდი გავარჩიოთ, რატომ ვერ უპირისპირდება ხელისუფლება პროტესტანტებს. საქმე იმაშია რომ ხელისფლებამ არ იცის ვისთან აქვს საქმე, ვარლამ გოლეთიანი „მეხანძრე ლიდერია“, თუ შემოგდებული პერსონა ამას ვერ გაარკვევს, მთავარი ისაა, რომ მას გვერდში უდგას ხალხი, რომელსაც პოლიტიკური ორიენტაცია არ აქვს და ამ პროცესის ნაცი და ქოცის კლასტერში მოქცევა არ გამოდის. ამიტომაც ხელისუფლება უსუსურია რადგან შეიძლება სწორედ ის კატეგორია გააგიჟოს რისი გაპრავება არ გამოუვათ ნაცადი გაშავების მეთოდით. გამოდის რომ საკმაოდ სახიფათო პროცესს ვადევნებთ თვალს რადგან მისი შემჩერებელი ძალა არ მეგულება.
საინტერესოა რატომ უჭერს ხალხი მხარს ვარლამ გოლეთიანს. ცხადია მხარდაჭერა გამოწვეულია პროცესით, ანუ ადამიანებით, რომელსაც არაფერი გადაუხადეს და ექცევიან ერთგვარ თმენის მდგომარეობაში, სანამ ჰესი აშენდება უნდა აიტანონ მტვერი და ტალახი, ანუ საპროტესტო განწყობა ობიექტურად არსებობს, შესაბამისად განწყობამ შექმნა ლიდერი და არა პირიქით. მეორეც ეს ადამიანი არ არის აფილირებული პოლიტიკურ პარტიასთან, რაც საზოგადოების ნდობას ზრდის. ალბათ არ გადავაჭარბებ თუკი დავამატებ ვარლამ გოლეთიანის ვიზუალს, რომელიც ერთობ სასარგებლო აღმოჩნდა ფოტოგრაფებისთვის, ხან ჯონ სნოუს შეადარეს, ხან კი ქრისტეს. მოკლედ მიზეზები ზედაპირზეა და მარტივი ასახსნელია, ის რაც აუხსნელია, თუ რატომ არის ქუთაისი მუდმივად პოლიტიკურად პასიური ნებისმიერ კრიზისის დროს, ხოლო ნამოხვან ჰესზე საარაკო აქციები მოაწყო. ჩემი აზრით ამაში არის პროვინციული ეგოიზმიც, რომ თბილისი სათავისო საქმეს იკეთებს ქუთაისლების ზურგზე. ანუ ერთგვარი უნდობლობაა რაიონსა და მეტროპოლიას შორის.
ეს პროცესი სახიფათოა კიდევ ერთი მიზეზით: საქართველოს ხელისუფლება გამოდის უსუსური და არასანდო პარტიორი ტრანსაციონალური კორპორაციებისთვის, რომლის დაშანტაჟება შეუძლია ქსენოფობიურ პროტესტს. ნამოხვან ჰესის პროტესტის წარმატება პირდაპირ აისახება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე. თურქულ ბიზნეს ჯგუფებს პირდაპირ ვეუბნებით რომ გვეზიზღება, არადა რეგიონის ყველაზე მეტად თურქებს და რუსებს ესმის, ვის ველოდებით ინლისს, საფრანგეთს, ბრაზილიას?__ მე მგონი, რაღაც არ გვესმის. საქართველო ისეთ გეოეკონომიკურ სივრცეშია, რომ საინვესტიციო ნაკადები სწორედ იმ რეგიონებიდან შემოვა ვისაც „ვერ ვიტანთ“, ხოდა რა გინდათ?
ანტი-ჰიდროელექტრო ჰესს ინსტერია, კიდევ ერთი გამოხატულებაა ბავშვური პატრიოტიზმის. უცნაურია, იმიტომ რომ ზოგადად ქართველები ბუნებას არ უფრთხილდებით, ბახმაროში და რაჭაში რაც ხეები ბრაკონიერულად მოიჭრა მაგას რა დათვლის?! მე უფრო მცონარება მგონია, აჰკრავ ელექტრო ჩამრთველს და დენი ირთვება, გადასახადის ფულიც წვალებით თუ ჯახირით გაქვს, ხოდა რა საჭიროა ელექტრო სადგური თუკი ვყიდულობთ? ჰესის მშენებლობაც რაღაც ჭუჭყთან და ძუნძგთლად დაკავშირებული ზიზღი მგონია, რომელიც მდინარეების აზელვას მოყვება, მაგრამ ამ სიზარმაცის მირღმა თუ ჩავიხედებით საქართველო 2 მილიარდის ინვესტიციას კარგავს, პლიუს პერსპექტივას, რომ ელექტრო დამოუკიდებლობას ვეღირსოთ და მეტიც, რეგიონში ელექტრო ექსპორტიორი გავხდეთ. მარტო გურიაში 10 მდე მცირე ჰესის მშენებლობაა შეჩერებული, ეს დაახლოებით 600 სტაბილური სამუშაო ადგილია, ხოლო მშენებლობა ხომ დამატებით დაქირავებული მუშა ხელია?... არა!!! აჰკრავ ხელს ჩართველს და დენი ირთვება, ხოდა არ გვადღაბნია საქართველო?!
319 2-ს მოსწონს 3-ს არა |
ისე კლავიატურის რახუნს არც თქვენ უჩივით ჩემი არ იყოს :)
დიახ,არ აგაღნიშნინებს თურქეთი დიდგორობას,რადგან ამის ძალა აქვს და საქართველოს რა აქვს? კრიტიკული აზროვნების უნარი არ აქვს ერს და მაგიტომაც ვართ ამ დღეში. ჯერ გახდი ძლიერი და მერე მოსთხოვე პასუხი. ძლიერი კი წაკუზულის მენტალიტეტით ვერ გახდები და ვერც ემოციური გადაწყვეტილებებით. დავითზე გითხარით უკვე და დიმიტრი II ამბავი გაიხსენეთ. ემოციურობამ და წინდაუხედავობამ წააგდებინა თავი,მაგრამ გიორგის გონიერებამ და სიტუაციამ გამოგვიყვანა გასაჭირიდან.
ომის ვეტერანს 22 ლარი პენსია და გუგულას დარ პარლამენტარს 4000,უბრალო კაცის შვილი ომში და გუგულას შვილი თავშესაფარში,რიგითი ჯარისკაცი მშიერი და მაძღარი მთავარსარდალი. ამიტომ თურქეთიც წაგკუზავს,სომხეთიც და აზერბაიჯანიც. მერე იძახეთ მტერია და სისულელელები.დავითს დიდგორში დემეტრე წინა ხაზზე ყავდა და სად ყავდა მიშას შვილი ან ბიძოს?
ისტორიას რაც შეეხება,იმაზე კარგად ვიცი,ვიდრე თქვენ და ბევრმა კიდდევ.უცოდინრობა იმით გამოჩნდა,რაც დაწერეთ. შეცდომების არ გამეორებისთვის კი არ არის საჭირო ისტორია,ეს არის ერის სიმდიდრე,რომელიც დღევანდელობას და ხვალინდელ წარმართავს. ისტროიულად რუსები ღალატობდნენ ქართველებს და 1801 წლიდან ნუ ითვლით ამას. პირველი დიპლომატიური კაბვშირიდან არის ეგრე. ჯერ ვახტანგს რა უქნა პეტრემ,მერე ეკატერინეს დროს რა უქნა ტოტლებენმა ერეკლეს და კიდევ მეუბნები,რატომ გძულსო. ამ ქვეყანას მაკედონელიდან დაწყებული შაჰაბასით დამთავრებული ლაშქრობდა,ერთ მორწმუნე ბიზანტიაც,მაგრამ სულში არცერთს ჩაუფურთხებია. რო დამისახელე ენა,მამული,სარწმუნოება ყველაფერს შეეხენ. სახელმწიფო გააუქმეს ეტაპობრივად,ავტოკეფალია წაგვართვეს და ენას გვიფარჩაკებდნენ. ეს არის გენოციდი და ძირფესვიანად ამოძირკვის მცდელობა და თქვენ მეუბნებით,რომ რუსი ბავშვს რატომ აქვს თავი გასაჩეჩქვი?! არ ცხოვრობთ ამ რეალობაში და ამიტომ გაქვთ ასეთი აზრები.