x
image
გემი დალანდი
მატყუარა შვილის ამბავი, რომელმაც ქორწილისთვის მშობლების ფული დახარჯა,მშობლები კი დაავიწყდა
image

მშობლებისთვის ნამდვილი ტრაგედიაა, როცა მათი ვაჟიშვილი თვალებში უყურებს და ურცხვად ტყუის. ერთია, როცა საქმე გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდს ეხება და მეორე, როცა ვაჟი უკვე დიდია და მის სიცრუეს შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს.

ბავშვობაში ანდრეი მართალია ყველაზე ჭკვიანი არ იყო, მაგრამ მაინც კარგი ნიშნები ეწერა. ამას კი იმით მიაღწია, რომ მასწავლებელთან კარგი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ცდილობდა. ხან საქმეში შველოდა, ხან კი ენა მიჰქონდა, თუ ვინ გატეხა მინა და ა.შ.

როცა გაიზარდა, უნივერსიტეტში საქმე გართულდა: დაბალი შეფასებები, ცუდი ურთიერთობა თანაკურსელებთან... ამის მიუხედავად, ის უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრიც გახდა, ხშირად მოგზაურობდა და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ჯგუფის ხელმძღვანელიც კი გახდა.


მშობლები ანდრეის ეხმარებოდნენ. ფულს აძლევდნენ, რომ ნაქირავებ ბინაში ეცხოვრა და პრობლემურ საგნებში მის მომზადებასაც აფინანსებდნენ.

image

ზოგადად, მშობლებს ძალიან უყვარდათ ანდრეი. როცა ფინანსურად გაუჭირდათ, ისიც კი მოიმიზეზეს, რომ მიწაზე მუშაობა მოენატრათ და სოფლად გადასახლდნენ, რომ ანდრეის ფინანსური გაჭირვება არ ეგრძნო. ამასობაში კი, მათმა ვაჟმა საცოლეც იპოვა. ლინა ჭკვიანი გოგო იყო, მაგრამ გადამწყვეტი მათ ურთერთობაში ის იყო, რომ ლინას მამას პიცერიების ქსელი ჰქონდა და ლინა ანდრეისთვის პერსპექტიული საცოლე გახლდათ. უნდა ითქვას, რომ სასიმამრო ანდრეის ეჭვის თვალით უყურებდა და ახალგაზრდების ურთიერთობას სერიოზულად არ აღიქვამდა.

ანდრეი კი ლინას თავბრუს ახვევდა: არ აკლებდა რესტორნებს, თავბრუდამხვევ დაპირებებსა და ქათინაურებს და ლინაც დანებდა, თუმცა მან ანდრეის პირობა წაუყენა: მათი ქორწილი ნამდვილი დღესასწაული უნდა ყოფილიყო, ისეთივე მდიდრული, როგორიც ჰოლივუდის ფილმებშია.

და აი, ანდრეიმ მშობლებს სოფელში ჩააკითხა და განუცხადა, რომ ის ნაქირავები სახლიდან გამოაგდეს.

-“რატომ? უბრალოდ, ისინი ნაძირლები არიან და იმიტომ, მაგრამ თქვენ ხომ გაქვთ ბინის გაყიდვით მიღებული ფული? იქნებ, ჩემიც დავუმატო და ბინა ვიყიდო." და გადაწყდა: მშობლებმა ანდრეის მთელი დანაზოგი გადასცეს, ერთი გროშიც კი არ დაიტოვეს. “არა უშავს, ჭკვიანი ბიჭია, ქალაქში ხომ ვერ იხეტიალებს ჩემოდნით. კარგ ვარიანტს მოძებნის და იქნებ საცოლეც გამოჩნდეს..."

ანდრეი კი მადლიერებას არ მალავდა: “მადლობა, დედა! მადლობა, მამა! არ დაგაღალატებთ!"...

მაგრამ ქალაქში ამ ფულს სულ სხვა დანიშნულება ელოდა. პირველ რიგში ანდრეიმ ბეჭედი შეიძინა, შემდეგ კი საბანკეტო დარბაზი იქირავა და ლინასთან ოჯახში სტუმრად წავიდა. ვახშამზე ის ძალიან თავდაჭერილად იქცეოდა, სხარტად იძლეოდა პასუხებს, მახვილგონივრულად ხუმრობდა და არც ეტიკეტი შეშლია. კითხვაზე, თუ რას საქმიანობდნენ მისი მშობლები, მხრები აიჩეჩა და სევდიანი სახით უპასუხა, რომ ის ობოლია, მაგრამ მისი მშობლები ქალაქში იყვნენ დაბადებულ-აღზრდილები და რომ შვილის აღზრდასაც დიდი ყურადღებას უთმობდნენ.

ვახშმის დასასრულს კი მან ლინას ხელი ითხოვა და ბეჭედიც ამოიღო ჯიბიდან. ერთიანად აწითლებულმა ლინამ პასუხიც არ გასცა, ისე აირბინა კიბე და თავის ოთახში გაიქცა. სასიმამრომ კი ანდრეის სუფთა ჰაერზე გავლა სთხოვა:

-“მისმინე, ანდრეი. ვხედავ, რომ ჭკვიანი ახალგაზრდა ხარ, ამ ცხოვრებასთან მორგება შეგიძლია. ეს კარგია, მაგრამ ლინას უკვე ჰყავს საქმრო. ის მე თავად შევურჩიე. მას ფული აქვს, შენ კი არა და ეს ცუდია. მე სულ არ მაინტერესებს, როგორ სწავლობდი, ქალაქელი ხარ თუ არა და რომელ ხელში უნდა გეკავოს დანა-ჩანგალი. მე თვითონ სოფლიდან ვარ. ლინას რაც შეეხება, მოტყუვდი შენს ანგარიშებში.

არ გეწყინოს, ვამჩნევ, რომ ჭკვიანი ახალგაზრდა ხარ.თუ გინდა, ჩემთან კურიერად მოგაწყობ. ხელფასს რაც შეეხება, რასაც იმუშავებ, იმდენს გადაგიხდი. კლიენტებს კარგად აღზრდილი კურიერები მოსწონთ, ამიტომ “ჩაიც" ბევრი გექნება.იქნებ, დათანხმდე? პირობას გაძლევ, რომ ერთ წელში კაცი დადგები!"

image

0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0