x
image
ირინა მ.
ყველაზე უცნაური პრიმატი მსოფლიოში, რომელიც საკვების ძიებისას შუა თითს იყენებს (ვიდეო)
image


დრუნჩი ოპოსუმს მიუგავს, კბილები თაგვს, ყურები ღამურას-ეს შედარებები სრულიად შეესაბამება მსოფლიოში ყველაზე უცნაური პრიმატის აღწერას. საუბარია მადაგასკარის ხელფეხაზე (აიე-იე. Daubentonia madagascariensis), იმდენად უჩვეულო ლემურზე, რომ მას საკუთარი ტაქსონომიური ოჯახობა აქვს. მოდით ახლოს გავიცნოთ ეს ცხოველი.

image

ის, რომლის სახელის ხსენებაც არ შეიძლება

ადგილობრივი გადმოცემების მიხედვით, მადაგასკარის ხელფეხას უბედურება და სიკვდილი მოაქვს, ამოტომ ისინი ადგილზევე უნდა მოკლა. ამ ცრურწმენის შედეგად, ეს სახეობა გადაშენების პირასაა და ახლა მადაგასკარის ხელფეხას კანონი იცავს. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ცხოველის მეორე დასახელება – აიე-იე, წარმოსდგება ფრაზიდან "მე არ ვიცი" მალაგასიურ ენაზე. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ეშინოდათ მისი სახელწოდების წარმოთქმა.

ღამის ცხოველი

ყველაზე დიდი ღამის პრიმატი ღამეს საკვების ძიებაში და ხეებზე გადაადგილებაში ატარებს. ზოგჯერ მიწაზე ჩამოდის, რათა ის რაიონები გამოიკვლიოს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. დღისით მათ სძინავთ სფეროსებურ ბუდეებში, რომლებიც ფოთლებისგან და ხის ტოტებისგან არის გაკეთებული.

პირველი შთაბეჭდილებები

ბინადრობა: მადაგასკარის აღმოსავლეთ სანაპირო და ჩრდილო-დასავლეთის ტყეები.

ზომა: ტანი 35-43 სმ., კუდი 55-60 სმ.

წონა: 1, 8 კგ.

საკვები: ძირითადად მწერები და ჭუპრები, აგრეთვე თხილი, ნექტარი, სოკოები და ხილი.

სტატუსი: განადგურების პირასაა.

საშიშროება: ნადორობა და საცხოვრებელი გარემოს განადგურება.

image

1. ბეწვი-საშიშროების დროს ხელფეხას ბეწვი ყალყზე უდგება და ზომაში უფრო დიდი ცხოველის შთაბეჭდილებას ტოვებს.

2. ყურები-ის ეხმარება აიე-იეს საკვების მოძებნაში. ამ მგრძნობიარე ორგანოს საშუალებით ცხოველი აღმოაჩენს ხეებში ფუღუროებს, მასში კი ჭუპრებს და მწერებს.

3. შუა თითი - აიე-იე შუა თითს იყენებს ხის ტოტებზე კაკუნისთვის ჭუპრების ძიებისას. თითში ბირთვისებური სახსარია, რომელიც მოძრაობის ფართო დიაპაზონს უზრუნველყოფს.

image

4. თვალები-დიდი და ფართო თვალები ეხმარება ცხოველს ღამით ხედვაში.

5. კბილები-თავდაპირველად მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ მადაგასკარის ხელფეხა მღრღნელი იყო, მისი მუდმივად ზრდადი ეშვების გამო.

6. თითები თათებზე-ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განლაგებული დიდი თითების წყალობით ხელფეხას შეუძლია ხის ტოტებზე დაკიდება.



image

image






იხილეთ სხვა სტატიებიც:






ცხოველთა ჰიბრიდები, რომელთა შესახებ ბევრს არც სმენია (ვიდეო)

image


ბედნიერი, უდარდელი, ცეკვის მოყვარული სიფაკები, რომლებსაც ადამიანებს ამსგავსებენ

image


მექსიკაში ოკეანემ ამოუცნობი ზღვის ბინადარი გამორიყა. მას თვალები არ ჰქონდა

image


"თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია?

image


ადამიანის ხელის ევოლუცია, უძველესი გადაშენებული თევზის ფარფლიდან იწყება

image


ფრინველები და ცხოველები საოცარი რაკურსიდან

image


ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები

image


ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image


საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ

image


ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან

image








0
185
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0