x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
"ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, მოსმენაც არ იცი?! ნუ კეკლუცობ!"

image


უხერხულია, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან ამა თუ იმ საკითხზე საქმიანი მსჯელობისას დეპუტატები ერთმანეთს პირად შეურაცხყოფებს აყენებენ.

"პარლამენტი ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ბრძანდებოდე. სახეს ნუ კარგავთ! ნამდვილად არ იცით, სად ხართ. შოუმენი ხართ! ერთი არგუმენტიც ვერ მოიყვანეთ, ნულპროცენტიანო. ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, მოსმენაც არ იცი?!... ნუ კეკლუცობ!" - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილემ ალუდა ღიუდუშაურმა კოლეგას - „ლელოს“ წევრს ლევან სამუშიას. ამ მიმართვის კორექტული მრავალი ალტერნატივა არსებობს და უხერხულია, როცა მომავალი თაობები ასეთ მიმართვებს უსმენენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოდან, რომელიც ეთიკური ნორმების ფარგლებს არ უნდა სცდებოდეს. როცა პარლამენტში ქცევაზე მიუთითებ კოლეგას (!), უარესად არ უნდა იქცეოდე და ასე არ უნდა მიმართავდე არავის, რა განსხვავებული პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს მას. მერე ერი და ბერი ვწუწუნებთ, საიდან ამდენი აგრესია ხალხშიო, თევზი თავიდან ფუჭდება, წყალი სათავიდან იმღვრევა. ეს თვითონ პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის იმიჯს ასწორებს მიწასთან. არ ხართ სკოლის დერეფანში და არც ქუჩის ბირჟაზე, რომ ოროსნები ეძახოთ ერთმანეთს!


ღუდუშაურის განცხადებას დარბაზიდან ლევან სამუშიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ გაუკეთებია ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს - „საკუთარი თავის ამნისტირება“.

„მე ვარ იქ, სადაც საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მიმაჩნია, რომ ჩემი მოვალეობაა აქ ვიყო. თქვენ თუ კომიტეტის თავმჯდომარის ადგილზე გადმოგიყვანეს, შეგცვალეს და უფრო მკაცრის დაჭერას აპირებთ, არ ვიცი. ასეთი საუბარი ჩემთან არ გასვლია არავის. ვკეკლუცობ კია რა წესიერად მესაუბრეთ. ჩემთან ეს საუბარი არ გაგივათ. სისხლიან ღამე მოაწყვეთ, გამოდიხართ და საკუთარი თავის ამნისტირებას ცდილობთ. ჩემს კვალიფიკაციას რომ ეხები, ამ შემთხვევაში არგუმენტი არ გაქვს მეტი“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.


ნებისმიერი მხარისგან, პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია, მიუღებელი და სამარცხვინოა, როცა ზრდასრული ადამიანები ასე მიმართავენ ერთმანეთს!

ამიტომ ეხვეწებოდნენ ოპოზიციას პარლამენტში შესულიყო, რომ მერე ასეთი ორღობის ტესქტებით ფეხქვეშ გაეგდოთ ოპონირების პროცესში?
გვაჩვენეთ ოპონირების მაღალი კულტურა, თუ პანდემიით და თუ ეკონომიკური კრიზისით ისედაც დაზაფრულ ხალხს!
აღარ გვინდა პური და სანახაობა!

10
185
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
185
  
2021, 26 მაისი, 12:28
რიტორიკული კითხვა მიჩნდება, საქართველოში რატომ გარბის ყველა შეუმდგარი, პროფანი, ობივატელი და აგრესიული პოლიტიკაში? რა თქმა უნდა ბევრის საშოვნელად, ბევრის სახრავად და არა ქვეყნის უკეთესობაზე საზრუნავად. გადახედეთ, რომელია გულწრფელად და ქვეყნისთვის საზრუნავად მისული. ამიტომ ჩემზე უკეთესმა ძოხამ დამწიხლოსო, და როცა ასეთ "შესამკობებს" უძღვნიან ერთმანეთს, კიდევ მეორე რიტორიკული კითხვა მიჩნდება- რომელია უკეთესო ლანძღვის სუბიექტი თუ ობიექტი? ამათ ნაღდად არ აქვთ ერთმანეთზე დაცინვის უფლება! ილიას ჰქონდა დაცინვის უფლება ასე თუ ისე (არაა ჩემთვის მისაღები ფორმა კრიტიკის, მაგრამ ახლა უფლებრივად ვამბობ) , რადგან ილიას ჰქონდა ქვეყნისა და ერის წინაშე დამსახურება. გეხვეწებით ამათ ნურც ილიასთან დააპარალელებთ და ნურც ჟორდანიასთან. ილიას კი არა, თვით ჟორდანიას ფრჩხილის ფასადაც არ ღირან არცერთი.
მე რაღაც მომენტის გამო იძულებული ვარ ვუსმინო სხდომებს, რადგან ხმამაღლაა ჩართული სხდომები სახლში და სრული შოკი მაქვს! იძულებული ვარ, თორემ ამათ რა მომასმენინებდა სხვა შემთხვევაში!
2021, 26 მაისი, 7:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2021, 26 მაისი, 2:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თუთიკო ბერძენა-ის კომენტარზე
2021, 26 მაისი, 0:59
ერთმანეთის მიმართ ოროსნების ძახილი იმ შენობაში, სადაც 3 მილიონნახევარი მოქალაქისგან 150 კაცია "შერჩეული" და სადაც ჩვენ დანარჩენებს დიდს და პატარას კანონი უნდა შეგვიქმნან და წესები დაგვიწესონ, აბსოლუტურად კლავს და ანადგურებს ამ შენობის და დაწესებულების იმიჯს, რეპუტაციას და ავტორიტეტს! ოროსნების ბუდე თუა მაშინ ჩვენ რატომრა ვისწავლოთ, ვიწვალოთ? ვიქნებით ჩვენც ვალოდია ჯინწარაძეები და მერე უკეთ დავცხებთ ერთმანეთს "ჩიჩიას" განაწილებისას პარლამენტში!!!
2021, 26 მაისი, 0:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თუთიკო ბერძენა-ის კომენტარზე
2021, 26 მაისი, 0:12
და კიდევ, სიმართლე გითხრათ, არც ილიას ეს ტექსტი მომწონს - კრიტიკა დაცინვისა და დამცირების გარეშე უფრო მისაღებია. მერე რა რომ ილიაა? რადგან ილიაა, ამიტომ არაფერი ეშლებოდა? იმდენი ეშლებოდა, რამდენიც გაგიხარდებათ, უბრალოდ, ბუმბერაზებს ვპატიობთ, ვაკერპებთ და ცუდის დანახვა აღარ გვინდა. ან კიდევ არის ასეთი სოციოლოგიური კვლევა- სრულყოფილი ადამიანების შეცდომა კიდევ უფრო ამაღლებს მათ ჩვენს თვალში, უბრალოდ ადამიანების შეცდომა კიდევ უფრო ამდაბლებს მათ ჩვენს თვალში. ეს კვლევა ზუსტადაა აღწერილი არონსონის "სოციალური ცხოველში".
2021, 26 მაისი, 0:06
ილიას ეს არ გაუკეთებია ტრიბუნიდან!
.
2021, 25 მაისი, 13:38
წაკითხული მქონდა, მაგრამ ახლა დავაფიქსირე დიდი ილიას ღრმა ხედვა უნიათო ჟორდანიას მიმართ.
2021, 25 მაისი, 7:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 24 მაისი, 15:27
სამუშია მედროვე გარეწარია, ესაა და ეს.
ოცნებამ შეათრია პარლამენტში თავის დროზე, მერე სიაში, რომ არ ჩასვეს ეგრევე შეიცვალა ბანაკი.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10